საჯარო ინფორმაციის 10 დეკემბრის ანგარიშები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში 10 დეკემბერი 2014

ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, პრემიერ მინისტრს და ასევე გამოაქვეყნოს "საკანონმდებლო მაცნეს" ვებ-გვერდზე.

 

საჯარო ინფორმაციის ანგარიშის წარდგენა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის შეფასების და კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმია როგორც ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ასევე სამოქალაქო საზოგადოებისათვის.

 

IDFI-ის მიერ განხორციელებული ბოლო კვლევის ფარგლებში, 2009-2013 წლების ანგარიშების შედარებამ აჩვენა, რომ დაწესებულებების მხრიდან შემუშავებულ ანგარიშებში ასახული მონაცემები უმეტეს შემთხვევაში არასრულყოფილია, არ შეესაბამება სზაკ-ის მოთხოვნებს და აქედან გამომდინარე ნაკლებად ასახავს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეალურ ვითარებას. ხშირია შემთხვევები როდესაც ანგარიშების წარდგენა ვადის დარღვევით ხდება, ხოლო ზოგიერთი საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშის წარდგენას აუცილებელ ვალდებულებად საერთოდ არ განიხილავს. ამასთან ვხვდებით, შემთხვევებს როდესაც კონკრეტული საჯარო დაწესებულების მიერ ვერ-ხერხდება ფინანსური სახსრების მოძიება, რომ აღნიშნული ანგარიში განთავსებული იქნას საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე.

 

 

არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, 2014 წლის 3 დეკემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო დაწესებულებებს გაუგზავნა ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ფორმა საჯარო ინფორმაციის ანგარიშისათვის. ვფიქრობთ, ჩვენს მიერ შეთავაზებული ანგარიშის ფორმა უფრო სრულყოფილს და ინფორმაციულს გახდის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც უნდა წარადგინოს საჯარო დაწესებულებამ. აღსანიშნავია, რომ დაწესებულებების დიდმა ნაწილმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ 2014 წლის 10 დეკემბრის ანგარიში მათ მიერ წარდგენილი იქნებოდა ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით.



კიდევ ერთი საკითხი რაც ჩვენი აზრით მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს 10 დეკემბრის ანგარიშების სრულყოფილი სახით წარმოებას, არის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულების IDFI-ის რეკომენდაციების შესაბამისად შესრულება. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N 219 დადგენილების „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ მიხედვით, სავალდებულო პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას შორის ვხვდებით საჯარო ინფორმაციის 10 დეკემბრის ანგარიშისა და ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების ზოგადი სტატისტიკის გამოქვეყნების ვალდებულებას.



ჩვენი აზრით, აღნიშნული ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ერთის მხრივ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს კვარტალში ერთხელ გაეცნოს სტატისტიკურ მონაცემებს, ხოლო მეორეს მხრივ თავად დაწესებულებას უადვილებს ყოველი წლის 10 დეკემბრისთვის შესაბამისი ინფორმაციის თავმოყრას და ანგარიშის კონსოლიდირებას. ამავე დროს, ინსტიტუტის რეკომენდაციით, საჯარო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებით შემოსული წერილების დეტალური რეესტრის განთავსება მოთხოვნის თარიღის, გამომგზავნის, ადრესატის, შინაარსის და განხილვის შედეგების მითითებით. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული რეკომენდაცია გათვალისწინებულია მთელი რიგი უწყებების მიერ. ვფიქრობთ, ყოველ-კვარტალური რეესტრის წარმოება მნიშვნელოვანად გაუადვილებს საჯარო დაწესებულებებს 10 დეკემბრის სრულყოფილი ანგარიშის დამუშავებას.

 

 

ინსტიტუტი იმედოვნებს, რომ 2014 წლის 10 დეკემბრის ანგარიშები საჯარო დაწესებულებების მიერ წინა წლებში წარდგენილ საჯარო ინფორმაციის გაცემის ანაგარიშებზე სრულყოფილი იქნება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით საჯარო დაწესებულებებს და სთავაზობს:

  •  საჯარო დაწესებულებების უფლებამოსილი პირების მიერ გამოცემული იქნეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები, რომლის მიხედვითაც დამტკიცდება IDFI-ის მიერ შემოთავაზებული 10 დეკემბრის ანგარიშის ფორმა.

  •  საჯარო დაწესებულებებმა ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების ზოგადი სტატისტიკის გამოქვეყნების ვალდებულების შესრულებისას იხელმძღვანელონ საქართველოში უკვე დანერგილი კარგი პრაქტიკით, რომელიც ითვალისწინებს ყოველ-კვარტალური დეტალური რეესტრის წარმოებას.

 

/public/upload/IDFI/10 December Report (6).pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024