2013 წელს სამინისტროების მიერ ჩანაცვლებული ავტომობილები და ტექნიკური მომსახურების ხარჯები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 23 ივლისი 2014

"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის" მიხედვით გამარტივებული შესყიდვის ერთ-ერთი წინაპირობაა საჯარო დაწესებულების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების  ჩანაცვლება. აღნიშნული ჩანაწერი საჯარო დაწესებულებას უფლებას აძლევს, ტენდერის გვერდის ავლით, მის ბალანსზე მყოფი მცირე ნარჩენი ღირებულების ავტომობილები ახლით ჩაანაცვლოს განსაზღვრული ოდენობის თანხის დამატებით.

 

საქართველოს მთავრობის 2014  წლის 6 თებერვლის   N 121 დადგენილების  „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“  მიხედვით ავტომობილების ჩანაცვლება შესაძლებელი გახდა მხოლოდ ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

 

ამჯერად, ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნება 2013 წელს,  აღნიშნული მთავრობის დადგენილების მიღებამდე,  რა ოდენობის და ღირებულების ავტომობილებისა და კომპიუტერული ტექნიკის  ჩანაცვლება ხდებოდა სამინისტროებში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

2014 წლის იანვარში IDFI -მ ყველა სამინისტროს მიმართა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და კომპიუტერული ტექნიკის სიის მოთხოვნით, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობით ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლდა. (თითოეულის მიმართ ახალი ღირებულებისა და ჩასანაცვლებელი ქონების შეფასებული ღირებულების მითითებით). 

 

აღნიშნული მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.  როგორც სხვა სამინისტროებიდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა 2013 წელს ავტოსატრანსპორტო  საშუალებების ჩანაცვლებას ადგილი ჰქონდა მხოლოდ ხუთ სამინისტროში.  

 

2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 16 ძვირად ღირებულიავტომობილი, (საერთოფასი 856 800 ლარი)  ჩაანაცვლა   874 500 ლარისღირებულების 30 ცალი  Skoda Rapid 1.6 მოდელის  ავტომობილით .       

            

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს შემთხვევაში ბალანსზე რიცხული 41 232 ლარის ღირებულების სამი ერთეული ავტოსატრასპორტო საშუალება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით  ჩანაცვლდა ოთხი 57 879 ლარის ღირებულების ავტომობილით. მათ შორის 2003 წელს გამოშვებული  TOYOTA  Landcruiser  4.5, 24V W „wagon”  ნარჩენი ღირებულებით -18 232,39 ლარი, ჩანაცვლდა იმავე წელს გამოშვებული 28 538 ლარის ღირებულების  BMW  X5 მოდელის  ავტომობილით.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013 წელს  ორი ცალი -ვაზ 21214 ღირებულებით- 8 000 ლარი ჩანაცვლდა  ერთი ერთეული TOYOTA  Landcruiser  LC150  ღირებულებით -  84 545 ლარი.

 

საქართველოს სპორტისა და ახლაგზარდობის საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი  Chevrolet Aveo ღირებულებით - 2 500 ლარი  ჩანაცვლდა 20 091 ლარის ღირებულების   Renault Logan მოდელის ავტომობილით. 

   

 

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სამწუხაროდ არ არის მოწოდებული ინფორმაცია დეტალურად. მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა მხოლოდ, რომ სამინისტროს მიერ ჩანაცვლების წესით შეიძინეს 22 ავტომანქანა ღირებულებით 212 805 ლარი.

 

 

 

საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩაანაცვლა  2011 წელს.  206 600 ლარის ღირებულების 13  ავტომობილი  ჩანაცვლდა იმავე ოდენობის 467 089  ლარის ღირებულების ავტომობილებით.

 

 

მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით 2013 წელს კომპიუტერული ტექნიკა ჩაანაცვლეს მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემთხვევაში 39 152 ლარის ღირებულების ტექნიკა ჩანაცვლდა 49 630 ლარის ღირებულების ტექნიკით, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაში 12 870 ლარის ტექნიკა - 37 206 ლარის ღირებულების ტექნიკით.

 

 

დეტალურად თითოეული სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაცია ავტომობილებისა და ტექნიკის ჩანაცვლების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

  • ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები

 

2013 წელს ავტომობილების   ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულ ხარჯების შესახებ ინსტიტუტის მოთხოვნა  უპასუხოდ დატოვეს  საქართველოს შინაგან  საქმეთა  და შრომის, ჯანმრთელობის და სოცილაური დაცვის სამინისტოებმა.  როგორც, სხვა სამინისტროებიდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა ყველაზე დიდი თანხა ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე დახარჯულია  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს   მიერ - 106063  ლარი, ხოლო ყველაზე ცოტა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის  მიერ -14726  ლარი. საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს შემთხვევაში წარმოდგენილია, მხოლოდ სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე განპიროვნებული 17 ავტომობილის ტექმომსახურების ხარჯი , რაც შეადგენს  36 005 ლარს.

 

 

ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი იქნა დეტალურად, თითოელი თანამდებობის პირის მფლობელობაში მყოფი ავტომობილების მიხედვით. იმ სამინისტროებიდან, რომლებმაც ინსტიტუტის მოთხოვნა სრულყოფილად დააკმაყოფილეს, როგორც ირკვევა 2013 წელს ყველაზე დიდი ხარჯი ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულია სოფლის მეურნეობის მინისტრის ავტომობილზე - 10 341 ლარი, ხოლო ყველაზე ცოტა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ავტომობილზე - 3 014 ლარი.

 

 

 

აღსანიშნავია  ის, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხრიდან ინსტიტუტის მოთხოვნასთან დამატებით მოწოდებულია ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების პირველადი დოკუმენტაცია.

 

 

 

დეტალურად თითოეული სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაცია 2013 წელს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024