სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის ხელახალი შეფასება

სიახლეები 10 თებერვალი 2012

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის ხელახალი შეფასება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაითვალისწინა IDFI-ის მიერ 2011 წლის 26 დეკემბერს მიწოდებული რეკომენდაციების ნაწილი და შინაარსობრივად განაახლა საკუთარი ვებ-გვერდი.

IDFI-ის პარამეტრების მიხედვით ვებ-გვერდის ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხი, პირველად შეფასებასთან შედარებით, გაუმჯობესებულია 9.23 %-ით. ცვლილებების შედეგად, საქართველოს 85 საჯარო დაწესებულებას შორის, სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურმა ვებ -გვერდმა  ინფორმაციული გამჭვირვალობის პარამეტრებით მიმდინარე რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.

მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული, თავად ის ფაქტი, რომ სამსახურმა ასე ოპერატიულად და მოკლე დროში მოახდინა საკუთარი ვებ-გვერდის ინფორმაციული განახლება, გვიტოვებს იმედს მომავალი თანამშრომლობისა და ყველასთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ელექტრონული რესურსის შემდგომი გაუმჯობესებისა.

IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის

ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 27.79% (მე-2 ადგილი მიმდინარე რეიტინგში)

ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 40.41(42-ე ადგილი მიმდინარე რეიტინგში)

ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი: 34.1% (მე-9 ადგილი მიმდინარე რეიტინგში)

კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის ხელახალი შეფასება 2012

კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე - info@idfi.ge

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024