რეგიონული საინფორმაციო კამპანია ქ. ბათუმის და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტებში

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | სტატია 14 ნოემბერი 2023

რეგიონული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), 13 და 14 ნოემბერს, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში გამართა სამუშაო შეხვედრები არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. სწორედ ამ შეხვედრებით დასრულდა საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, 2021-2023 წლებში ჩატარდა შეხვედრები ექვსი სამიზნე მუნიციპალიტეტის სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან.  

 

ბათუმსა და ქუთაისში გამართული შეხვედრების პირველ ნაწილში მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმსა და „ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების“ 2020-2022 წლების ანგარიშების შედეგებზე. პროექტის გუნდმა წარადგინა განვლილი ორი შეფასებისას იდენტიფიცირებული დიალოგისთვის ხელისშემშლელი ასპექტები და საპასუხო რეკომენდაციები.

 

სამუშაო შეხვედრების მეორე ნაწილი დაეთმო მუნიციპალური ბიუჯეტირების პროცესს, ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ფორმების და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების როლის განხილვას. ასევე, შეხვედრის მონაწილე საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს დიალოგის არსებულ პრაქტიკაზე და გააზიარეს ადგილობრივი გამოცდილება.

 

საინფორმაციო კამპანია განხორციელდა გორის, რუსთავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ბათუმისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში. მის ფარგლებში IDFI-სა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლები შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. 

 

აღნიშნულმა შეხვედრებმა ხელი შეუწყო, ადგილობრივ დონეზე, კერძო და საჯარო სექტორების მხრიდან დიალოგისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირებას. ასევე, საბიუჯეტო პროცესის თაობაზე სამოქალაქო სექტორის მეტად ინფორმირებას. 

 

რეგიონული კამპანია განხორციელდა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით“ ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024