საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკის ორიენტირები და ბენეფიციარები

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 11 მარტი 2013

მარტი, 2013

ავტორი: უჩა სეთური

რედაქტორი: გიორგი კლდიაშვილი

საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის სახელმწიფო  სუბსიდირების პოლიტიკის ორიენტირები  და ბენეფიციარები

სახელმწიფო დახმარების პოლიტიკა ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლისას  მოიცავს ღონისძიებებს ორი ძირითადი მიმართულებით :  ბოლო მომხმარებლების მხარეს, რომლებსაც როგორც სოციალური, ასევე ფიზიკური მდგომარეობის გამო ესაჭიროებათ სახელმწიფოს დახმარება (სპეციალური ან მათ საჭიროებებთან ადაპტირებული მოწყობილობების დაფინანსება, საინფორმაციო მხარდაჭერა, დახმარება საინსტალაციო-გამართვის სამუშაოების წარმოებისას და ა.შ.) და მომსახურების მიმწოდებლის მხარის და აპარატურის იმპორტიორების მხარეს (მაუწყებლები და საქსელო პროვაიდერები, რომლებმაც უნდა მოახდინონ ციფრული საეთერო სიგნალების გავრცელება, ქსელის შექმნა/გადაიარაღება, აპარატურის იმპორტიორები ან/და საცალო მოვაჭრეები  და ა.შ.).

ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე ეფექტური გადასვლის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია საზოგადოების ყველა ჯგუფის მოთხოვნილებების და პრობლემების  გათვალისწინება  და მათი ციფრულ სამაუწყებლო ქსელთან წვდომის უზრუნველყოფა, რის გარეშეც ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფისათვის იზოლაციის მომტანი იქნება. ბოლო მომხმარებლის მოწყვლადობა, ფინანსური და ფიზიკური მიზეზების გარდა, შესაძლოა განპირობებული იყოს საჭირო უნარ-ჩვევების და ინფორმაციის არქონით.

უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერისა და ჩარევის გარეშე  ბაზარი თავად ვერ დაარეგულირებს აღნიშნული პროცესს, რის გამოც,  ისევე როგორც ყველა განვითარებადი ქვეყნის შემთხვევაში,  დაბალი შემოსავლების მქონე მომხმარებელი დარჩება საეთერო მაუწყებლობის გარეშე, ხოლო მცირებიუჯეტიან რეგიონებში, უფასოდ ტრანსლირებული საეთერო მაუწყებლები, რომლებიც უმნიშვნელო თანხებს იღებენ უფასოდ ტრანსლირებადი მთლიანი სარეკლამო დაფინანსებიდან სპეციალური დახმარების გარეშე, დგებიან ან საკაბელო ტრანსლირების ალტერნატივის, ან კონცენტრაციის ან/და, ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, გაკოტრების საფრთხის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონტენტის მიმართ  შესაძლოა მაღალი იყოს საზოგადოებრივი ინტერესი. აღნიშნული საკითხი პრობლემატურია, იმ კონტექსტში, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტენტის გავრცელება უნდა მოხდეს ან უნივერსალური სამაუწყებლო მომსახურების  ან სავალდებულო ტრანზიტის ანუ სავალდებულო ტრანსლირების ფარგლებში, რაც ფინანსდება გადასახადის გადამხდელების მიერ, იმ დროს როდესაც კომერციული მაუწყებლები ფინანსდებიან სარეკლამო და სხვა დაკავშირებული სახის აქტივობებიდან. სარეკლამო ბაზრის შემოსავლები პოლარიზებულია და რამდენიმე ეროვნულ მაუწყებელზე მოდის.

საეთერო მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის პროვაიდერის ინფრასტრუქტურამ  უნდა უზრუნველყოს მრავალფეროვანი პროგრამების და სხვა დაკავშირებული სერვისების სათანადო მიღება ბოლო მომხმარებლის დონეზე. ბოლო მომხმარებელმა უნდა მიიღოს იმ ხარისხის მომსახურება, რომელიც დადგენილი იქნება პოლიტიკის დოკუმენტის ტექნიკური ნაწილით და უნდა განისაზღვროს, როგორც მისაღები ხარისხის ციფრული საეთერო მაუწყებლობა .

საქართველოს ოჯახების უმეტესობისათვის, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საწყის სტადიაზე, აუცილებლი იქნება პირველადი ხარჯების გაწევა, თუმცა გრძელვადიან პერიოდზე გათვლით, უფასო მაღალხარისხიანი საეთერო ციფრული მომსახურების მიღება შესაძლებელი გახდება ოჯახში არსებული რამდენიმე ტელევიზორით, რაც სხვადასხვა პლატფორმებით მიწოდებული მომსახურების ბაზრებს შორის კონკურენციის ზრდის გამო, იძულებულს გახდის  საკაბელო და სატელიტური მომსახურების ოპერატორებს გადახედონ მომსახურების საფასურს და გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი და პირობები.
ციფრული მაუწყებლობის სიგნალების მიმღები მოწყობილობების-რისივერების (სპეციალური ციფრული მოწყობილობა, რომელიც ახორციელებს ციფრული სიგნალის მიღებას, გადამუშავებას/გარდაქმნას ანალოგურ სიგნალად. რისივერის მთავარი ამოცანაა ) სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციის შედეგად ხელი შეეწყობა არამარტო მიწისზედა საეთერო მაუწყებლობას, არამედ ციფრულ მაუწყებლობის ყველა მიმართულებას. სხვადასხვა ტექნოლოგიურ პლატფორმებს შორის კონკურენციის უზრუნველსაყოფად, დაფინანსებას დაქვემდებარებული რისივერები უნდა იყოს ნეიტრალური ქსელების მიმართ და ურთიერთთავსებადი  და უფასო ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალების გარდა, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ ჩაერთოს საკაბელო და სატელიტურ ქსელში (ტექნოლოგიურად ნეიტრალური მიდგომა ).

ციფრული მაუწყებლობის დაინტერესებული მხარეების დახმარების სახელმწიფო პოლიტიკამ ასევე უნდა მოიცვას ის ღონისძიებები, რომლებიც წაახალისებს მსყიდველობით უნარიან ბოლო მომხმარებელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას მის ადრეულ ეტაპზე. კერძოდ, უნდა მოხდეს სათანადო აქტივობების გამოვლენის წახალისება, რაც უმნიშვნელოვანესია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ხელშეწყობის კუთხით. სახელმწიფომ უნდა მოახდინოს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობაზე მეტი შემოსავლების მქონე მოსახლეობის დახმარებაც, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ციფრულ საეთერო სიგნალის მიმღები აპარატურის მაღალი ფასი, მათ ამ პროცესისაგან იზოლაციაში მოაქცევს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ჩეხეთში საერთაშორისო კონფერენცია “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ” გაიმართა

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024