IDFI-ის რეკომენდაციები საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

სიახლეები | კვლევები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 10 მარტი 2017

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), როგორც „საქართველოს ღია პარლამენტის“ საკონსულტაციო ჯგუფის წევრი და ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული საქართველოს პარლამენტის მიერ საპარლამენტო ღიაობის რიგით მეორე (2017-2018 წლების) სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.

 

2017 წლის თებერვალში, ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რომლებიც შემდეგ საკითხებს მოიცავს:

 

- კანონპროექტების კომენტარებზე უკუკავშირის მექანიზმის შემუშავება;

 

- საჯარო ინფორმაციის მოდულის შექმნა და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება;

 

- საჯარო ინფორმაციის ანგარიშების მონიტორინგის სისტემის შემუშავება;

 

- პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის დანერგვა.

 

IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაში ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინება ცალსახად გაზრდის კანონშემოქმედებით პროცესებში მოსახლეობის ჩართულობას, საკანონმდებლო ხელისუფლების გამჭვირვალობას და მის მიმართ მოქალაქეების ნდობას. 

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/ogp/IDFI_OPG_action_plan_obligations_2017_2018_geo.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024