საჯარო განხილვა: მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების გავლენა ციფრულ უფლებებზე

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ინტერნეტი და ინოვაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 22 მაისი 2023

2023 წლის 19 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედია ორგანიზაციებისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით საჯარო განხილვა გამართა. ღონისძიების მიზანს მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ბოლო ცვლილებებისა და ციფრულ უფლებებზე მათი გავლენის განხილვა წარმოადგენდა. 

 

2022 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ცვლილებები მიიღო. ცვლილების განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ევროკავშირის დირექტივებთან ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია წარმოადგენდა. 2023 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტის მოთხოვნის საპასუხოდ, ევროპის საბჭომ, პარლამენტს მიაწოდა დამოუკიდებელი საექსპერტო დასკვნა კანონში შეტანილ ცვლილებათა შესახებ. დასკვნის თანახმად, არსებული კანონი არ შეესაბამებოდა ევროკავშირის ცალკეულ სტანდარტებს და არსებობს მთელი რიგი დებულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, დაარღვევს ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს - გამოხატვის თავისუფლებას.

 

საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ვიდეოგაზიარების პლატფორმების რეგულირებისა და ავტორიზაციის საკითხი. საკითხის სიახლისა და ციფრულ უფლებებზე მისი პოტენციური შედეგებიდან გამომდინარე, IDFI-მ, ევროპის საბჭოს დასკვნისა და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, მოამზადა ანალიზი. 

 

შეხვედრის დასაწყისში IDFI-ის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი მნიშვნელოვანი გამოწვევები წარუდგინეს. სხვა დაინტერესებულ მხარეთა შორის ღონისძიებას ევროპის საბჭოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ვიდეოგაზიარების ქართული მასშტაბური პლატფორმის MYVIDEO.GE-ს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. განხილვაზე მოწვეულმა სტუმრებმა კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და გამოყვეს პრობლემური საკითხები, რომლებიც შემდგომ ცვლილებებს საჭიროებს, მათ შორის ვიდეოგაზიარების პლატფორმების ანგარიშვალდებულება, ავტორიზაცია, საჩივრების განხილვის სისტემა და ზიანის შემცველი შინაარსის განსაზღვრა. გამოწვევების იდენტიფიცირებასთან ერთად, მონაწილეებმა მზაობა გამოთქვეს აღნიშნულ საკითხებზე მომავალში საკუთარი გეგმების ერთმანეთთან გაზიარებისა და თანამშრომლობის შესახებ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ღონისძიებები ახმეტის მუნიციპალიტეტში 1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცეჟ–გლუზასთან

01.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024