საჯარო დისკუსია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პანდემიის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების განხილვა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 9 მარტი 2021

2021 წლის 9 მარტს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის - „კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი“ ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითგამართა დისკუსია.

 

აღნიშნული აქტი არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პანდემიასთან დაკავშირებულ სარჩელთაგან პირველი, რომელზეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების  ფარგლებში განვითარებულმა მსჯელობამ არაერთი სამართლებრივი ბუნდოვანება წარმოშვა, რის გამოც გადაწყვეტილებამ სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.

 

ონლაინ დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა ამ გადაწყვეტილებით დამკვიდრებული სამართლებრივი სტანდარტები. დისკუსიის ფარგლებში მოხსენებები წარმოადგინეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა.  კერძოდ, დისკუსიაში მონაწილეობდა:

 

- ირაკლი ქსოვრელი – სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (CCoG)

- გიორგი ჩიტიძე – ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი, ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

- გიორგი გოცირიძე – საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

- თამარ სამხარაძე – სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

- დავით ზედელაშვილი – საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი , კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise თანამშრომელი.

 

მოხსენებების დასრულების შემდგომ გაიმართა დისკუსია,  რომლის ფარგლებშიც თითოეულ მონაწილეს მომხსენებლებთან კითხვების დასმისა და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცა.

 

ღონისძიების ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024