საჯარო დისკუსია: de facto საგანგებო მდგომარეობის ერთი წელი საქართველოში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 24 მაისი 2021

2021 წლის 24 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის - „კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი“ ფარგლებში გამართა დისკუსია თემაზე  de facto საგანგებო მდგომარეობის ერთი წელი საქართველოში.

 

2021წლის 23 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ პანდემიის სამართავად აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ექსტრაორდინალურად ფართო უფლებამოსილებების გადაცემიდან ერთი წელი გავიდა. საჯარო დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა იდენტიფიცირებული პერიოდის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გამოვლენილი ძირითადი გამოწვევები.

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის მინიჭებული უფლებამოსილების შესაძლო არაპროპოციული და დისკრიმინაციული გამოყენების შემთხვევებზე, შესუსტებულ საპარლამენტო კონტროლსა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით გამოვლენილ პრაქტიკულ პრობლემებზე.

 

დისკუსიაში მოხსენებები წარმოადგინეს  სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფო დაწესებულებისა და აქტივისტური მოძრაობების წარმომადგენლებმა. კერძოდ, დისკუსიაში მონაწილეობდა:

 

- ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი;

- თამარ აბაზაძე, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი;

- გიგა მაქარაშვილი, მოძრაობა „სირცხვილია“-ს დამფუძნებელი.

- გიორგი დავითური, მთავარი იურისტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);

 

მოხსენებების დასრულების შემდგომ გაიმართა დისკუსია სადაც თითოეულ მონაწილეს მიეცა მომხსენებლებთან კითხვების დასმისა და განხილულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. 

 

ღონისძიების ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024