დისკუსია „კერძო სექტორთან დიალოგის მნიშვნელობა კანონპროექტის კონცეფციის შემუშავების ეტაპზე“

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 4 აპრილი 2017

“საჯარო თანამონაწილეობა აუცილებელია ეფექტიანი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში. IDFI-ის მიმდინარე ინიციატივა ერთადერთია, რომლიც ამოწმებს კანონპროექტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხს“ - განაცხადა თამარ ქაფიანიძემ(USAID G4G) მის მისასალმებელ სიტყვაში დისკუსიაზე „კერძო სექტორთან დიალოგის მნიშვნელობა კანონპროექტის კონცეპტუალური შემუშავების სტადიაზე“ (ჩატარდა 2017 წლის 30 მარტს).

 

ღონისძიებამ საშუალება მისცა კერძო და საჯარო სექტორის 30-ზე მეტ წარმომადგენელს, ესაუბრა საჯარო-კერძო დიალოგის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე რეფორმის დაგეგმვის საწყის ეტაპზე.

 

ღონისძიება დაიწყო IDFI-ის საჯარო პოლიტიკისა და სამოქალაქო ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელის თამარ იაკობიძისა და მთავარი იურისტის ნინო მერებაშვილის პროექტის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგიის პრეზენტაციით, რომელიც გამოიყენება საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შესაფასებლად საქართველოში. ისინი ასევე შეეხნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების  ჩართულობის არსებულ მექანიზმს და აუდიტორიას გააცნეს პირველი საანგარიშო პერიოდის შეფასების შედეგები.

 

პრეზენტაციამ შემდეგი კანონპროექტები მოიცვა: ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში - როგორც საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი წინა მონიტორინგის პერიოდიდან; ცვლილებები სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის შემუშავება - შეფასებულ იქნება მიმდინარე მონიტორინგის პერიოდში; და კანონი ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ - ასევე შეფასდება მიმდინარე მონიტორინგის პერიოდში.

 

შეხვედრის მეორე ნაწილი მოიცავდა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების მიერ მათი გამოცდილების გაზიარებას საჯარო-კერძო დიალოგის მიმართულებით (ფინანსთა სამინიტრო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; საგარეო საქმეთა სამინიტრო; ენერგეტიკის სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტრო). 

 

„IDFI-ის მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია ხელს უწყობს საჯარო ჩართულობას პოლიტიკის შემუშავების პროცესში. მეტი მონაწილეობა და დიალოგი ადრეულ ეტაპზე მეტად ეფექტიანი და წარმატებული კანონმდებლობის წინაპირობაა, რომელსაც, საბოლოო ჯამში, უკეთესი სოციალური და ეკონომიკური პირობებისკენ მივყავართ“ - მალხაზ ჭკადუა, USAID-ის მიერ დაფინანსებული G4G-ის პროგრამის მრჩეველი.

 

ღონისძიება ნაწილია პროექტისა „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში“. პროექტი მხარდაჭერილია USAID-ის „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“(G4G) პროგრამის მიერ და მიზნად ისახავს კერძო სექტორის მაღალი ეკონომიკური გავლენის მქონე კანონებში მონაწილოების ხარისხის შეფასებას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024