OGP –ის მხარდამჭერი სამოქალაქო ორგანიზაციები საჯარო მიმართვას ავცელებენ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 დეკემბერი 2013

 

2013 წლის 17 დეკემბერს, მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI), საჯარო მიმართვა გაავრცელა ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანა-თავმჯდომარეების, მუდმივმოქმედ კომიტეტისა და OGP-ის წევრი ქვეყნების სახელზე.

საჯარო მიმართვა მსოფლიო მასშტაბით მიყურადების არაპროპორციულ პრაქტიკას და გამჭვირვალობის ეფექტურ უზრუნველყოფის მოთხოვნას უკავშირდება. ,,დამკვიდრებული პრაქტიკა ძირს უთხრის ძალაუფლების გადანაწილების პრინციპს, რაზეც დამყარებულია ანგარიშვალდებულება და საფრთხეს უქმნის გამოხატვის, ინფორმაციისა და გაერთიანების თავისუფლებას. აღნიშნულის გარეშე კი ღია მმართველობის იდეალები კარგავს მნიშვნელობას“, ნათქვამია ხელისმომწერთა მიმართვაში.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლების ,,ღია მმართველობა პარტნიორობის“ ინიციატივის მიზნებს იზიარებენ, საჯარო განცხადებით გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას მიყურადების მასიურად გავრცელებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რაც ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ ძირითად პრინციპებს უქმნის საფრთხეს.

საქართველოში არაკანონიერი მიყურადების ტენდენციები მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს და სენსიტიურ საკითხებს უკავშირდება. IDFI-ი სრულად იზიარებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს და იმედოვნებს, რომ საქართველოს ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმაში იქნება გათვალისწინებული.

 

საჯარო მიმართვის ხელისმომწერნი გადაწყვეტილების მიმღებებს კონკრეტულ რეკომენდაციებს უწევენ:

 

აღიარონ პირადი სივრცისა და ადამიანის უფლებების არსებული კანონმდებლობის გადახედვის საჭიროება, რათა მოხდეს მათი მოდერნიზება იმგვარად, რომ ასახოს თანამედროვე სამეთვალყურეო ტექნოლოგიები;

 

2014 წლის ოქტომბრისთვის დაასრულონ ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში აღებული ვალდებულება და გადახედონ ეროვნულ კანონმდებლობებს, რათა დაიგეგმოს ისეთი რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწოფოს მხრიდან კანონიერ და პროპორციულ ზედამხედველობას; უზრუნველყონ პრესის თავისუფლება და დაიცვან ის მამხილებლები, რომლებიც კანონის ფარგლებში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მცდელობებს ხდიან საჯაროს;

 

უზრუნველყონ OGP-ის სამოქმედო გეგმებით გაწერილი ზედამხედველობის მექანიზმების, მიყურადების ტექნოლოგიების გავრცელების, მიყურადების ტექნოლოგიების განხორციელებისთვის ხელშეწყობისა და სახელმწიფოთა შორის მოქალაქეების მონაცემთა გაცვლის გამჭვირვალობა;

 

მიმართვაზე ხელისმომწერნი სთხოვენ მუდმივმოქმედ კომიტეტს, დროულად განიხილოს მათ მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და შესაბამისად გათვალისწინებული იქნეს ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების სამოქმედო გეგმებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024