თანამშრომელთა შვებულება გენდერულ ჭრილში

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 21 ოქტომბერი 2013

IDFI  კვლავ აგრძელებს შემოთავაზებული კვლევის  “საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში “  კონკრეტული თავების განცალკევებით გამოქვეყნებას. ამჯერად ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნება ბოლო თავი,  რომელიც დაკავშირებულია თანამშრომელთა შვებულებასთან გენდერულ ჭრილში.

საქართველოს შრომის კოდექსის V თავის 21 მუხლით დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღით, ხოლო ანაზღაურების გარეშე არანაკლებ 15 სამუშაო დღით წელიწადში. ინსტიტუტი შეეცადა გამოერკვია, თუ რამდენად ხშირად სარგებლობენ საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლები ანაზღაურების გარეშე შვებულებით. როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა საქართველოს 164 საჯარო დაწესებულებაში 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე ანაზღაურების გარეშე შვებულებით ისარგებლა 1674 თანამშრომელმა, რომელთაგან სამინისტროების ცენტრალურ და სახელმწიფო მინისტრის აპარატებში დასაქმებულია – 100 თანამშრომელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და საქვეუწყებო დაწესებულებებში – 432 თანამშრომელი, ადგილობრივ თვითმმართველობებში (მერია, გამგეობა) – 1077 თანამშრომელი, ხოლო სხვა დაწესებულებებში – 65 თანამშრომელი.

shvebuleb1

საქართველოს შრომის კოდექსის VI თავის 27 მუხლით დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით. ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხევაში – 140 კალენდარული დღე.  იმავე თავის 28 მუხლი ითვალისწინებს შვებულებას ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

საქართველოს 164 საჯარო დაწესებულებაში 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე  ე.წ. ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით ისარგებლა 1143 თანამშრომელმა, ხოლო არა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით 354 თანამშრომელმა.

 

  • ანაზღაურების გარეშე შვებულებით მოსარგებლე თანამშრომლების სტატისტიკა გენდერულ ჭრილში

2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე ანაზღაურების გარეშე შვებულებით მოსარგებლე თანამშრომელ მამაკაცთა რაოდენობაა – 731, ხოლო ქალების – 943.

shvebuleb2

დაწესებულებათა სახეების მიხედვით ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობაში ნებისმიერ შემთხვევაში ჭარბობენ ქალები. სამინისტროების ცენტრალურ და სახელმწიფო მინისტრების აპარატებში ანაზღაურების გარეშე შვებულებით მოსარგებლე ქალთა რაოდენობამ 56% შეადგინა, სსიპ-ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში – 65,9%, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებში (მერია, გამგეობა) – 51,8%.

shvebuleb3

 

 

  • ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით მოსარგებლე თანამშრომლების სტატისტიკა გენდერულ ჭრილში

 საქართველოს შრომის კოდექსის მუხლი 27-ის მიხედვით, დასაქმებულს საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო. აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს ბუნდოვან განმარტებას, რამდენად ვრცელდება აღნიშნული პუნქტი ასევე დასაქმებულ მამაკაცებზე. სასურველია საქართველოს შრომის კოდექსში „ბავშვის მოვლის გამო“ გატანილი იქნას ცალკეულ პუნქტად. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ინსტიტუტის მიერ საჯარო დაწესებულებებისთვის გაგზავნილ მოთხოვნაზე, ე. წ. დეკრეტული შვებულებების გამოყენების რაოდენობის შესახებ გენდერულ ჭრილში, საჯარო დაწესებულებები, ხშირ შემთხვევაში, თავიანთ მოწოდებულ მონაცემებში არ აკონკრეტებდნენ რომელი სქესის მიერ იყო აღნიშნული გამოყენებული, ვინაიდან დეკრეტული შვებულება მათთვის თავის მხრივ, ცალსახად, ნიშნავს მხოლოდ ქალის მიერ გამოყენებად უფლებას.

163 საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული დოკუმენტაციიდან დაზუსტებით მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვხვდებით მამაკაცთა მიერ აღნიშნული მიზეზით შვებულების გამოყენების შემთხვევას.

shvebuleb4

რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პასუხს, წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს შრომის კოდექსისას 22 მუხლში არსებული ჩანაწერის მიხედვით  დადგენილი შვებულებით ისარგებლა 8 მამაკაცმა. ეს მუხლი მოიცავს ასევე დროებითი შრომის უუნაროებისთვის აღებულ შვებულებას, რაც არ გვაძლევს საშუალებას გავარკვიოთ შვებულება შრომის უუნაროებისათვის თუ ბავშვის მოვლის გამო იქნა გამოყენებული.

shvebuleb5

ყველაზე მეტი შემთხვევა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობისა საჯარო დაწესებულებების სახეების მიხედვით დაფიქსირდა საქართველოს საჯარო სამართლის  იურიდიულ პირებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში – 655 შემთხვევა.

shvebuleb6

 

  • ანაზღაურების გარეშე  დეკრეტული შვებულებით მოსარგებლე თანამშრომლების სტატისტიკა გენდერულ ჭრილში

 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე საქართველოს 163 საჯარო დაწესებულებაში ანაზღაურების გარეშე დეკრეტული შვებულებით ისარგებლა მხოლოდ 354 ქალმა.

shvebuleb7

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შრომის კოდექსით ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ 126 კალენდარული დღე, თანამშრომლები მაინც თავს არიდებენ ანაზღაურების გარეშე დეკრეტული შვებულებით სარგებლობას. როგორც მიღებული მონაცემებიდან ირკვევა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების შემდგომ ანაზღაურების გარეშე დეკრეტული შვებულებით სარგებლობს საჯარო მოსამსახურეთა მხოლოდ 31%.  დაწესებულებების სახეების მიხედვით ანაზღაურების გარეშე დეკრეტული შვებულებით სარგებლობის მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

shvebuleb8

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ჩეხეთში საერთაშორისო კონფერენცია “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ” გაიმართა

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024