პროექტის სახელწოდება: „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა საჯარო ინფორმაციის რეესტრი“
პროექტის ბიუჯეტი: $26,972.19
პროექტი დაფინანსებულია ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქრთველოს’’ მიერ
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
პროექტი მიზნად ისახავს საჯარო უწყებების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლებას, საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობას და ტრანსფარენტულობას, ელექტრონული დემოკრატიის სტანდარტების დამკვიდრების გზით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობასა და მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის ჩართულობით საჯარო დაწესებულებებზე საზოგადოებრივი კონტროლის გაუმჯობესებას.
ონლაინ რესურს ბაზის საშუალებით მოსახლეობას, მედიას, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა თვალი ადევნონ საჯარო ინფორმაციის გავრცელების ტენდენციებს, ონლაინ მონიტორინგი აწარმოონ სხვადასხვა უწყებების ანგარიშების, გეგმების, ხარჯვითი ნაწილის, განვითარების და სხვა შესახებ.
მონაცემთა ბაზის საძიებო სისტემის სტრუქტურა საშუალებს აძლევს მომხმარებლებს მოიძიონ საჭირო ინფორმაცია როგორც თემატურად ისე საჯარო უწყებების ჩამონათვალის მიხედვით.
თემატურად შექმნილ განსხვავებულ ბლოკებში განთვსებულია სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მიერ ოფიციალურად გაცემული ინფორმაცია– სახელმწიფო დაწესებულებების ბიუჯეტი, სახელმწიფო პროგრამები, სახელფასო ფონდები, დამოცხადებული ტენდერები და სახელმწიფო შესყიდვები,შიდაუწყებრივი პრემიების და სარეზერვო ფონდების ოდენობა, უწყებების საშტატო ერთეულების რაოდენობა, სამივლინებო ხარჯები, სახელმწიფო უწყებების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები, საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკა და სხვა ინფორმაცია.
მონაცემთა ბაზის განახლება მოხდება რეგულარულად ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ოფიციალური გამოთხოვნით, საჯარო უწყებებთან თნამშრომლობის გზით საჯარო ინფორმაციის მოპოვებით, ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიერ მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მოძიების და განთავსების გზითა და ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის’’ მიერ განხორციელებული საჯარო უწყებების ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგის საშუალებით.
ონალინ რესურს ბაზის ინფორმაციით შევსება ხორციელდება სამ ეტაპად. პირველ რიგში განთავსდება საჯარო ინფორმაცია სამინისტროებისა და თბილისის მერიის შესახებ, შემდგომ ეტაპზე ბაზა შეივსება საქართველოს საჯარო სამართლისიურიდიული პირების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, რეგიონალური მთავრობების და მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციით. პროექტის ფარგლებში ინფორმაციის არაკანონიერი დაკავების შემთხვევაში ინსტიტუტის ექსპერტები ჩაატარებენ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე რამდენიმე რეზონანსული საქმის დეტალურ კვლევას რომლის შედეგებიც გამოტანილი იქნება საზოგადოების სამსჯავროზე.
პროექტის ეფექტურად განხორციელების მიზნით, შექმნილია მედია-კლუბი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ინსტიტუტთან და რეგულარულად იღებს მნიშვნელოვან განახლებულ საჯარო ინფორმაციას. შექმნილი მონაცემთა ბაზის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ასევე ხორციელდება საზოგადოებრივი გამოკითხვები და ხდება ინფორმაციის გავრცელება სოციალური ქსელების გამოყენებით.