საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge 2013-2015

პროექტები | დასრულებული პროექტები 1 ოქტომბერი 2013

    

 

პროექტის დასახელება: საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ღია საზოგადოების ფონდები (OSF) (75 542,5 USD) და ღია საზოგადოება საქართველოს ფონდი (OSGF) (75 543 USD)
მთლიანი ბიუჯეტი: $151 085
პროექტის ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი, 2013 - 1 ოქტომბერი, 2015

 

პროექტის აღწერა: იდეის განხორცილება 2010 წელს დაიწყო საპილოტო პროგრამით „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - საჯარო ინფორმაციის რეესტრი“, რომელიც ორჯერ იქნა გახანგრძლივებული - 2011 წლის მარტსა და 2012 წლის ივნისში.

 

პროექტის მიზნები: პროექტის მიზანს წარმოადგენს ხელი  შეუწყოს ინფორმაციის თავისუფლების  განვითარებას, სახელისუფლებო პირების ანგარიშვალდებულების ზრდის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში  სამოქალაქო ჩართულობისა და  სახელმწიფოზე საჯარო მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმების განვითარების გზით.

პროექტის ამოცანები:  პროექტში  „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“ IDFI გამოყოფს სამ მთავარ ამოცანას:

  •       ცნობიერების ამაღლება (დაინტერესებული მხარეებისა და სამოქალაქო საზოგადოების)
  •       ადვოკატირების კამპანია (ინფორმაციის თავისუფლების აქტის (FOI) ცვლილებები)
  •       Watchdog აქტივობები

 

პროექტის აქტივობები:

 

1.1. კვლევითი აქტივობები: საჯარო ინფორმაციის ანალიზის გამოქვეყნება

 

პროექტის სამწლიანი გამოცდილება მიუთითებს  ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე (მაგ. „ინფორმაციის თავისუფლების გზამკვლევი“, 90-მდე სტატია Opendata-ს ბლოგზე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რეგიონებზე გაცემული სპეციალური ტრანსფერების კვლევები, სერბეთისა და საქართველოს ინფორმაციის თავისუფლების აქტების (FOI)  საკანონმდებლო შედარება, კომისიონერი და საჯარო ინფორმაციის ღიაობა - მსოფლიო პრაქტიკის მიმოხილვა და სხვ), ასევე საჯარო ინტერესის ზრდაზე, მოსახლეობის მაღალ  ჩართულობასა და მედია საშუალებების მხარდაჭერაზე, IDFI მიზნად ისახავს პროექტის კვლევითი კომპონენტების გავრცობას. ამის მისაღწევად კი შემდეგი ნაბიჯები იქნება გადადგმული:

 

  •  ანალიტიკური ბლოგის მუდმივი განახლება
  •  მნიშვნელოვან საკითხებზე  ჩატარებული კვლევებისა და ანგარიშების გამოქვეყნება
  • მიმდინარე საკითხებზე პოლიტიკის ანგარიშების მომზადება
  • პოლიტიკის ანალიზისა და შეფასების მომზადება
  • გზამკვლევში ყველა საკანონმდებლო ცვლილებისა და სიახლის შეტანა

 

1.2.  საჯარო ცნობიერების ამაღლების კამპანია:

საჯარო ცნობიერების ამაღლების მიზნით IDFI აგრძელებს პროაქტიულ სტრატეგიებს, კერძოდ კი:

  1. სოციალური ქსელების გამოყენება (სიახლეების გაზიარება, Facebook, Twitter and opendatablog
  2. მედია ადვოკატირების კოალიციისა და სხვა არასამთავრობო კოალიციებისთვის ინფორმაციის მუდმივი მიწოდება და მათი ჩართულობის მხარდაჭერა
  3. არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა
  4. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები
  5. სამოქალაქო და რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა
  6. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
  7. განხილვები ფოკუს ჯგუფებში
  8. შეხვედრები
  9. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებული რჩევები (ვებ გვერდი, Opendata -ს ბლოგი, იმეილი, ტელეფონი, პირადი შეხვედრები და ა.შ)
  • ინფორმაციის გავრცელება-პოპულარიზაცია მოხდება შემდეგი წყაროების საშუალებით:
  • ინფორმაციის გაზიარება სოციალური ქსელებისა და საჯარო კვლევევის გამოყენებით;
  • დამატებული ინფორმაციის შესახებ ბაზის მომხმარებლების  ელექტრონული ინფორმირება;
  • საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა, ღონისძიებები საქართველოს რეგიონებში;
  • ბაზაში დამატებული ინფორმაციის გაზიარებისთვის, პროექტში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო რესურსების გამოყენება;
  • ელექტრონული ფოსტის საშუალებით მედიისა და პრესის ინფორმირება ბაზაში ატვირთული მონაცემების შესახებ;
  • არსებული პრობლემების, გამოცდილებისა და პროექტის განხორციელების პროცესში გაჩენილი ტენდენციების გაზიარების მიზნით პრეს-კონფერენციების, შეხვედრების, მრგვალი მაგიდებისა და დისკუსიების ორგანიზება;
  • ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო ფლაერებისა და ვიდეოების მომზადება/გავრცელება;
  • ინტერნეტ სივრცეში მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული სოციალური რეკლამების გავრცელება;
  • NGO-ების, ფონდებისა და ქსელებისთვის ინფორმაციის მიწოდება;

 

1.3.საგანმანათლებო აქტივობები:

პროექტის ფარგლებში  IDFI გეგმავს შეხვედრებს  რეგიონებში ადგილობრივ საზოგადოებასა და მედიის წარმომადგენლებთან.  მოსახლეობა ინფორმირებულ იქნება IDFI-ის აქტივობების შესახებ, პროექტის გუნდი დისკუსიებს გამართავს სახელმწიფო მოხეელეების ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობის, ასევე სამოქალაქო ჩართულობისა და სხვა მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო.  საჯარო ინფორმაციის მოწოდებაზე უარის თქმის ან მოთხოვნის დაიგნორების შემთხვევებში, IDFI დაეხმარება ადგილობრივ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შეადგინონ საჩივრის წერილები სახელისუფლებო ორგანოების წინააღმდეგ  და მონაწილეობას მიიღებს სასამართლო პროცესებშიც. ამ ტიპის აქტივობები დაეხმარება სამოქალაქო ჩართულობის ზრდასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს.

 

2.1. სამართლებრივი პრაქტიკა და რეფორმები:

IDFI შეიტანს ადმინისტრაციულ სარჩელებს სახელისუფლებო უწყებების წინააღმდეგ ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის ან უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში. რეზონასნული გახდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შემთხვევები (სასამართლო ინსტანციების ბოროტად გამოყენება და  გაზიარება). შემთხვევები აქტიურად იქნება გაშუქებული მედია საშუალებებისა და პრესის მიერ.

IDFI აქტიურად აგრძელებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებასა და ადვოკატირებას. 2013 წელი ერთ-ერთი კრიტიკული პერიოდი უნდა იყოს ამ თვალსაზრისით, რადგანაც მთავრობა „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში  გეგმავს საერთო ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის დახვეწას (ინფორმაციის თავისუფლება) და მასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო აქტების გადახედვას. „ინფორმაციის თავისუფლების“ (FoI) დამოუკიდებელი კანონმდებლობისა და ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის ინსტიტუტის შექმნის იდეა შეთავაზებულ იქნა IDFI-ს მიერ, და მათ გარშემო აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. 2013 წელს ასევე მნიშვნელოვანი იქნება ელექტრონული გზით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების მონიტორინგი. ამ კუთხით, პროექტის გუნდი აქტიურად აგრძელებს რელევანტური კვლევების შესწავლას და ორგანიზებას უწევს შეხვედრებს.

კვლევის შედეგები და რეკომენდაციები სახელისუფლებო ორგანიზაციებს ინდივიდუალური შეხვედრების საშუალებით მიეწოდებათ. ასეთი, პირისპირ შეხვედრები იქნება ინტერაქციის უმთავრესი ფორმა რეკომენდაციების მიცემის პროცესში. კვლევის შედეგების უფრო დეტალური გამოქვეყნება მოხდება პრეზენტაციების დროს. რაც შეეხება საჯარო განხილვებსა და შეხვედრებს NGO-ებთან, მედია საშუალებებსა და სამიზნე ჯგუფებთან, მათ საშუალება მიეცემათ უფრო ღრმად გაერკვნენ პროექტის სპეციფიურ საკითხებში და უფრო მეტიც, ინფორმირებული იქნებიან წინასწარი შედეგებისა და/ან პროექტის მოლოდინების შესახებ.    

ეს შეხვედრები და დისკუსიები შეიძლება აგრეთვე დაყოფილ იყოს სამიზნე ჯგუფების მიხედვით, მაგ. NGO წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები, ან შეიძლება გაკეთდეს შერეული ჯგუფები. სახელისუფლებო წრეებიდან, კი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები იქნება მთავარი სამიზნე ჯგუფი.

 

2.2. ადვოკატირების სტრატეგიები: პოლიტიკის ცვლილებაში მონაწილეობა, არსებული ექსპერტული შეფასებების გამოყენება უკეთესად ინფომირებული პოლიტიკის გადაწყვეტილებებისთვის

IDFI საკჯარო სექტორში საკუთარი რეკომენდაციების რეკლამირების დიდი გამოცდილება აქვს, რაც განპირობებულია აქტიური დიალოგებითა და შეხვედრებით. წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით შგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები ყველა სახელისუფლებო ინსტიტუციისთვის საყურადღებო იქნება და ისინი აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენთან. ასევე უმნიშვნელოვანესია, პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე გამოყენებული იყოს სამოქალაქო საზოგადოების არსებული გამოცდილება.

ასე რომ, შეხვედრები მიზნად დაისახავს სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებას და მათი მოსაზრებების მოსმენას გამოკვლეული და შემოწმებული მასალების თაობაზე. შეხვედრათა უმეტესობა რეგიონებში გაიმართება. გამოყენებულ იქნება ფოკუს ჯგუფის მეთოდი, რაც სხვადასხვა თემების მოკლე დროში განხილვის საშუალებას იძლევა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები სამოქალაქო საზოგადოების მთავარი მოთამაშეები იქნებიან - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია, სტუდენტები, აქტივისტები და ა.შ. შედეგად IDFI მიიღებს განახლებულ ინფორმაციას იმ აქტუალური პრობლემებისა და საკითხების შესახებ, რომლებიც მეტ ყურადღებას საჭიროებენ, და რომელთა გარშემოც საჯარო ინფორმაცია იქნება გამოთხოვილი.

ასევე შეიქმნება ფლაერები, პუბლიკაციები, რეკლამები, სოციალური ვიდეოები-პროექტის შედეგების რეკლამირების მიზნით. ვიდეოები ფოკუსირებული იქნება მოქალაქეებისთვის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საშუალებების გაცნობაზე; ფლაერებში მოცემულ იქნება მოკლე ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის ინტერნეტ-მოთხოვნის უფლებებისა და საშუალებების შესახებ, პუბლიკაციებში კი კვლევის შედეგები უფრო დეტალურად იქნება გადმოცემული. რეკლამირების ისეთი საშუალებები, როგორიცაა ბლოგი, სოციალური ვიდეოები ან www.opendata.ge პროექტის შედეგების წარმოსაჩენად იქნება გამოყენებული. ასეთი ბანერები გამოყენებულ იქნება პროექტის უკეთესად რეკლამირებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებაში ცნობადობის ასამაღლებლად. რას შეეხება განვრცობის საშუალებებს, რეკლამები განთავსებულ იქნება პოპულარ ვებ-გვერდებზე, სოციალური  ვიდეოები აიტვირთება YouTube-ზე, ბლოგი, IDFI-ის ვებ-გვერდი, გაზიარებულ იქნება სოციალური მედიის დახმარებით. პუბლიკაციები და ფლაერები ხელმისაწვდომი იქნება პროექტის პრეზენტაციების დროს. ასევე, ფლაერები დარიგდება საჯარო თავშეყრის ადგილებში, ან სპეციალურ სამიზნე ადგილებში, მაგ. უნივერსიტეტებში.

 

3.1. კოალიციის აქტივობები: ვებ-გვერდის ტექნოლოგიური გაუმჯობესება

პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და ღია საზოგადოება საქართველოს ფონდის მიერ, და განხორციელებულია ადამიანის ულებათა ინფორმაციის და დოკუმენტირების საერთაშორისო სისტემის, მიერ (Human Rights Information and Documentation Systems, International (HURIDOCS)) მიერ, იგეგმება ტექნოლოგიური გაუმჯობესება, რაც გულისმობს NGO-ებისთვის (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მწვანე ალტერნატივა), რომლებიც დაინტერესებულნი არიან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, შესაძლებლობის შექმნას თვითონ ატვირთონ საჯარო ინფორმაცია www.opendata.ge - ზე, ეს კი საჯარო მონაცემთა ბაზას, უნივერსალურ ელექტრონულ რესურსად გარდაქმნის. ამ კონცეფციის წარმატებული განხორციელების შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა, საქართველოში ამ მიმართულებით მომუშავე NGO-ებისთვის მონაცემთა მიღების ერთობლივი რესურსი იქნება. მონაცემთა გაერთიანებულ ბაზად გარდაქმნა, საძიებო სისტემის გაუმჯობესება და სტატისტიკური მონაცემების ერთად თავმოყრა,  უფრო მეტად გაზრდის www.opendata.ge - ს მნიშვნელობას და გააძლიერებს ადვოკატირებისა და სტრატეგიულ მექანიზმებს, ორგანიზაციებისთვის რომლებიც პროექტში მონაწილეობენ.

 

3.2. ჯილდოები: ნომინაციები ყველაზე ანგარიშვალდებული და დახურული საჯარო დაწესებულებებისათვის

პროექტისა და მის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისადმი საჯარო, მედიისა და სახელმწიფო დაწესებულებების ინტერესის მისაპყრობად, ერთ-ერთი  საუკეთესო საშუალებაა ყველაზე ანგარიშვალდებული და დახურული  სახელისუფლებო დაწესებულებების დაჯილდოვება.

დაჯილდოვების ცერემონიალმა, რაც IDFI-ის მიერ 2012-ში იქნა შემოღებული ყველაზე ანგარიშვალდებული და დახურული საჯარო დაწესებულებების გამოსავლენად, დიდი საზოგაოდებრივი და მედია ინტერესი დაიმსახურა პროექტის შედეგების პრეზენტაციისას 2012 წლის 12 აპრილს. ხელისუფლების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ცერემონიალს. 2013 წლის 12 სექტემბერს IDFI-მ 2012-2013 წლების შედეგებიდან გამომდინარე გამოავლინა ყველაზე ანგარიშვალდებული და დახურული სახელისუფლებო დაწესებულებები. IDFI გეგმავს დაჯილდოვების ტრადიციის გაგრძელებას, რამდენადაც ის ძალიან პრესტიჟული გახდა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით შეიძლება განხილულ იქნას როგორც დამატებითი სტიმული საჯარო მოხელეებისთვის. ამას გარდა, ინსტიტუტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს თანამშრომლობას იმ სახელმწიფო დაწესებულებებთან, რომლებმაც უაროფითი ჯილდო მიიღეს. ეს იქნება მათთვის დამატებითი სტიმული, სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის გამჭვირვალობის თვალსაზრისით გაიუმჯობესონ რეიტინგი და მდგომარეობა. დაჯილდოვების ცერემონიალის პრაქტიკა აქტიურად იქნა გამოყენებული პარტნიორი ორგანიზაციების მიერ (ეროვნული უსაფრთხოების არქივი - „როზმარის ჯილდო“ (Rosemary Award) და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროგრამა - „ ოქროს გასაღები და ოქროს ბოქლომი“).

 

3.3. ორენოვანი FOI მონაცემთა ბაზის განვითარება

ვებ-გვერდზე ინფორმაციის მუდმივი განახლება პროექტის წარმატებულად განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ის ქმნის საფუძველს სხვა ანალიტიკური, ადვოკატირებისა და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობებისთვის. დანერგილ პრაქტიკაზე დაყრდნობით გაგრძელდება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოს საჯარო დაწესებულებებიდან (დაახლოებით 230 ადმინისტრაციული ორგანო).

მონაცემთა ბაზის ინფორმაციული შევსება მოხდება შემდეგი რესურსებით:

  1. FoI-ის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის შესწავლა და ვებ-გვერდზე განთავსება;
  2. ღია წყაროებიდან (საჯარო სამსახურის ბიუროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს  ელექტრონული ვერსია);
  3. NGO-ებისა და მოქალაქეების მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის ატვირთვა (წყაროს მითითებით).

 

პროექტის მედია გაშუქება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024