ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პარლამენტის ღიაობის საკითხებზე საჯარო დისკუსია გაიმართება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 დეკემბერი 2015

3 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები - თამარ კორძაია და ხათუნა გოგორიშვილი, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენლები: დირექტორი - გიორგი კლდიაშვილი და პროექტის კოორდინატორი - დავით მაისურაძე გამართავენ შეხვედრას საპარლამენტო ღიაობის საკითხებზე, განიხილავენ საქართველოს ღია პარლამენტის 2015 - 2016 წლების სამოქმედო გეგმას და საქართველოს პარლამენტის გამოწვევებს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში.

 

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით.

 

საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა შემუშავდა პროექტის - ,,ღია მმართველობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა" - ფარგლებში, რომელსაც IDFI ახორციელებს 2014 წლიდან.პროექტი დაფინანსებულია და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა. საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016 წლებზეა გათვლილი და 18 ვალდებულებას მოიცავს მოქალაქეთა ჩართულობის, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გაძლიერების კუთხით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024