საჯარო დისკუსია თემაზე „ინფორმაციის თავისუფლება და საზოგადოების აქტიური ჩართულობა“ ქუთაისში გაიმართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 2 აგვისტო 2013
2013 წლის 27 ივლისს, საჯარო დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის წარმომადგენლებისა და აქტიური მოქალაქეების მონაწილეობით USAID-ის ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.   
 
ღია შეხვედრები  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI) და USAID-ის G-3  პროგრამის “კანონმდებლობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში” კოალიციური პროექტის ფარგლებში დაიწყო. პროექტის  მიზანია საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ეფექტური მექანიზმებისა და პროცესების დანერგვის უზრუნველყოფა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის თანამშრომლობა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა-მიღების წესების/პროცედურების  შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების   ხელშეწყობა.
 
საჯარო დისკუსიას გიორგი კლდიაშვილი, IDFI- ის დირექტორი უძღვებოდა. დისკუსიის პირველ ნაწილში დეტალურად განხილულ იქნა საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობები, ინფორმაციის მოთხოვნისა და არსებული ხარვეზების შესახებ პრაქტიკული მაგალითები. ასევე, მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საქართველოში  ინფორმაციის თავისუფლებასთან მიმართებაში მიღებული ახალი  რეგულაციები, „ღია მართველობის პარტნიორობა“ ფარგლებში  მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში მიმდინარე პროცესები. 
 
შეხვედრის მეორე ნაწილში USAID-ის მოწვეულმა ექსპერტმა, ინფორმაციის თავიუსუფლების საკითებში, დოქტორმა ტომას ჰარტმა ისაუბრა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის, საჯარო ინფორმაციის მიღების,  მოქალაქეთა  ჩართულობის საერთაშორისო პრაქტიკისა და  მაგალითების შესახებ.
 
დისკუსია კითხვა პასუხის  რეჟიმში მიმდინარეობდა ზოგადად, როგორც  ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობაზე ასევე, საკანონმდებლო ცვილებების პერსპექტივებზე, რაც ერთის მხრივ გააუმჯობესებს ხელისუფლების გამჭვირვალეობას მმართველობის ყველა დონეზე, მეორეს მხრივ გაზრდის მათ ანგარიშვალდებულებებს საზოგადოების წინაშე.  
 
დისკუსიის მონაწილეებმა რეგიონებში განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს, როგორც მედიის როლს, ასევე სამოქალაქო სექტორის ერთიან ძალისხმევას მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების კუთხით, საჯარო მოხელეების მომზადებასა და მათი დაცულობის გარანტიების  დანერგვას.  
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024