საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით

პროექტები | დასრულებული პროექტები 5 აპრილი 2021

პროექტის სახელწოდება: საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით

დონორი ორგანიზაცია: Deloitte Consulting LLP, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში.

გრანტის ნომერი: R-2010-00014

სრული ბიუჯეტი:328,259 ლარი
ხანგრძლივობა: 2021 წლის 5 აპრილი - 2024 წლის 4 ოქტომბერი

 

პროექტის მოკლე აღწერა და მიზნები

 

პროექტის მიზანია საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების პრაქტიკის გაგრძელება, მოცემული მექანიზმის განვრცობა რეგიონებში და დიალოგის შესახებ ცნობიერების ამაღლება დაინტერესებულ მხარეებს, ისევე როგორც ფართო საზოგადოებაში. პროექტის ფარგლებში შეირჩევა შესაბამისი კანონები და რეგულაციები, რომლებიც დაექვემდებარებიან შეფასებას და განხორციელდება ცნობიერების ამაღლების აქტივობები (შეხვედრები, ტრენინგები, სემინარები) თბილისსა და რეგიონებში.

 

კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასება დაეფუძნება პოლიტიკის შემუშავების წინასწარ განსაზღვრულ ოთხ ეტაპს: პოლიტიკის ზოგადი მიმართულებების შემუშავების ეტაპი, კანონპროექტის ტექსტის შემუშავების ეტაპი, ინფორმაციის გავრცელება და კომენტარები საზოგადოების მხრიდან და Ex-ante რეგულირების გავლენის შეფასება. შესაბამისად საჯარო და კერძო დიალოგის შეფასების მექანიზმი მიანიჭებს რეიტინგებს შერჩეულ კანონებს და რეგულაციებს შემდეგი ეტაპების მიხედვით:

 

- პოლიტიკის ზოგადი მიმართულებების შემუშავების ეტაპი - ამ ეტაპზე ფასდება შესაბამისი არა-სახელმწიფო დაინტერესებული მხარეების (კერძო სექტორი, ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება, მხარე რომელზეც პოლიტიკას პირდაპირი გავლენა აქვს) ან ექსპერტების (პროფესორები, იურისტები, ეკონომისტები, აკადემია, კვლევითი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები) ჩართულობა პოლიტიკის შემუშავების თავდაპირველ პროცესში. მოცემულ ეტაპზე შემუშავებული კონცეფცია საფუძვლად ედება შემდგომ საკანონმდებლო ცვლილებას, თუმცა ამ ეტაპზე დაწყებული არ არის კანონპროექტის ტექსტზე მუშაობა;

 

- კანონის/რეგულაციის ტექსტზე მუშაობის ეტაპი - ამ ეტაპზე ფასდება შესაბამისი არასამთავრობო დაინტერესებული მხარეების (კერძო სექტორი, ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება, მხარე რომელზეც პოლიტიკას პირდაპირი გავლენა აქვს) ან ექსპერტების (პროფესორები, იურისტები, ეკონომისტები, აკადემია, კვლევითი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები) ჩართულობა უშუალოდ კანონპროექტის/რეგულაციის ტექსტის შემუშავების პროცესში;

 

- Ex-ante რეგულირების გავლენის შეფასების ეტაპი - კანონპროექტთან დაკავშირებით რეგულირების გავლენის შეფასების ხარისხის შეფასება.

 

- ინფორმაციის გავრცელება და კომენტარები საზოგადოების მხრიდან: ამ ეტაპზე ფასდება კანონპროექტის ავტორების მცდელობა (i) საჯარო გახადონ და გაავრცელონ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება, როგორც დაინტერესებულ მხარეებს შორის, ისე ფართო საზოგადოებაში (კერძო სექტორი, ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება, მხარე რომელზეც პოლიტიკას პირდაპირი გავლენა აქვს და ფართო საზოგადოება); (ii) ასევე ფასდება საზოგადოების მხრიდან კომენტარების მიღებისთვის გადადგმული ნაბიჯების შესაბამისობა და ხარისხი.

 

აქტივობები (აქტივობების დაწყების თარიღი 01 მაისი, 2021):

 

1) მოსამზადებელი პერიოდი: მეთოდოლოგიის შემუშავება და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების გაგზავნა

 

2) ინტერვიუების და საინფორმაციო სესიების ჩატარება

 

3) შერჩეული ექვსი მუნიციპალიტეტის ანალიზი.

 

4) პროექტის მონიტორინგი და ანგარიში მომზადება

 

5) საჯარო და კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების კვლევის მომზადება

 

6) საბოლოო პრეზენტაცია და სოციალური აქტივობები, მედიასთან თანამშრომლობა

 

აქტივობები

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024