პროექტის სახელწოდება: ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში. იგი წარმოადგენს ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფართო ინიციატივის ნაწილს.
დაფინანსებულია: ევროკავშირის მიერ საქართველოს პარლამენტთან და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამონაწილეობით
პროექტის ნომერი: 00113526
მთლიანი ბიუჯეტი: 290,000.00 ევრო
ხანგრძლივობა: 2019 წლის 11 ნოემბერი –2022 წლის 30 აპრილი
EU-UNDP-ის პროექტი „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებას, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გაძლიერების გზით, ახალ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში, UNDP-ი თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), რათა განახორციელოს ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში, ინსტიტუციების ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიზნით, მათ შორის, მოქალაქეების მეტი ჩართულობით.
თანამშრომლობის მიზანია (1) საპარლამენტო პროცესებში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება
- ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობით;
- ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმების განხორციელების პროგრესის მონიტორინგში საბჭოს მხარდაჭერით;
- ღიაობის რეფორმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის კუთხით პარლამენტის მხარდაჭერით;
- სოციალური ქსელის შინაარსის მენეჯმენტისა და ინსტრუმენტების თაობაზე პარლამენტის საკომუნიკაციო ჯგუფებისათვის შესაბამისი უნარების განვითარებით;
- პარლამენტსა და OGP -ის წევრ სხვა პარლამენტებს შორის პარტნიორობის ჩამოყალიბებისა და განმტკიცების მხარდაჭერით.
და (2) აჭარის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციონალური ღიაობის, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა
- აჭარის უმაღლეს საბჭოში ღიაობის მექანიზმის ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობით;
- აჭარის უმაღლესი საბჭოს სამუშაო ჯგუფისათვის ღიაობის საკითხში დახმარების გაწევით;
- აჭარის უმაღლესი საბჭოს სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერით ღიაობის სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და მათი შესრულების მონიტორინგის პროცესში;
პროექტის სამიზნე ჯგუფია: საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და თანამშრომლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ახალგაზრდები, ეთნიკური უმცირესობები, აკადემიური წრეები, მედია და ზოგადად საზოგადოება.