პროექტები

2018-2022 წლებში, ორგანიზაცია NGOsource შეამოწმა IDFI-ის ფინანსური და ორგანიზაციული გამართულობა და შედეგად IDFI-ს აშშ-ის საზოგადოებრივი ორგანიზაციის ეკვივალენტობის სერტიფიკატი მიანიჭა. შედეგად, IDFI შევიდა სპეციალურ სიაში, საიდანაც აშშ-ის გრანტის გამცემ ორგანიზაციებს შეუძლიათ გაეცნონ IDFI-ის ფინანსურ და ორგანიზაციულ გამართულობას და დამატებითი შემოწმების გარეშე გამარტივებული და სწრაფი პროცედურით გადასცეს ორგანიზაციას გრანტი.

პროექტი დონორი პერიოდი თანხა ხელშეკრულება
ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტი / შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2012-2013 $59,800

 

პროექტის სათაური:„ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“.
პოექტის ფინანსურიმხარდაჭრა: შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა
„საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC)
პროექტის ბიუჯეტი: $59 800,00 
პროექტის ხანგრძლივობა: 01 ივნისი 2012 – 31 მაისი, 2013

 

2012 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის 31 მაისის ჩათვლით „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრთან“ (CPSS) ერთად, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) პროგრამა „საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC)-ის ფარგლებში არსებული გრანტის „პარტნიორობა ცვლილებისთვის“ დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“.

 

პროექტის მიზანია ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული მონაწილეობის საერთაშორისო მაგალითების კვლევა-ანალიზის საფუძველზე, საქართველოში თანამედროვე ელ-კომუნიკაციის განვითარების ხელშესაწყობად, ქართული საზოგადოებისთვის პოლიტიკურ დაგეგმვაში მათი ჩართულობის დონის ასამაღლებლად საჭირო საშუალებების გაცნობა და სამთავრობო/სამოქალაქო პლატფორმების დანერგვა-დახვეწის გზების ძიება.

 

აღნიშნული მიზნის მისაღწევად ორგანიზაცია აპირებს რამდენიმე ამოცანის განხორციელებას/მიღწევას:

 

- საერთაშორისოგამოცდილებისგათვალისწინებით, ელ-მონაწილეობისა და ელ-ჩართულობის უზრუნველსაყოფად საჭირო ტექნიკების, ინოვაციური პროექტების, პლატფორმების  შესახებ კვლევისმომზადება;

 

- ქართული საჯარო უწყებებისა და პოლიტიკური პარტიების ვებ-გვერდების საკომუნიკაციო ელემენტებისა და მათი სოციალური ქსელების შესწავლით, მათ მიერ ათვისებული ელ-ჩართულობის კომპონენტების განსაზღვრა და  გამოწვევების გამოაშკარავება;

 

- ელ-მონაწილეობის უცხოური მაგალითებისა და მექანიზმების შესწავლით,  საქართველოს საჯარო სტრუქტურებისთვის რეკომენდაციების შემუშავება;

 

- აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის ელექტრონული ფორმატის თანამედროვე საშუალებების განვითარების ადვოკატირება სამთავრობო ვებ-სივრცისა და ელექტრონული ჩართულობის გზით;

 

- სოციალური ქსელებისა და ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, რიგითი მოქალაქეების ინფორმირება ელ-ჩართულობის მნიშვნელობის, ამ მიმართლებით მათ ხელთ არსებული რესურსებისა და ბერკეტების შესახებ;

 

- საზოგადოებასა და საჯარო სტრუქტურებს შორის ნდობის ამაღლებისა და მათ შორის კომუნიკაციის გაზრდის მიზნით, უკვე დანერგილი ინიციატივების გაუმჯობესებისა და ახალი ინიციატივების წასახალისებლად, ერთობლივი გზების ძიება, დისკუსიების მოწყობა;

 

- ელექტრონული მედიის მიერ გაშუქებული საარჩევნო კამპანიის მონიტორინგი.

 

პროექტის მოსალოდნელი შედეგებია:

 

- მოსამზადებელ ეტაპზე შემუშავდება კვლევის მეთოდოლოგია;

 

- შემდეგ ეტაპზე დაიწერება კვლევა, რომლის ფარგლებში ჩატარდება სამთავრობო უწყებების, პოლიტიკური პარტიის, მედიის, საჯარო დაწესებულებების და დამოუკიდებელი კანდიდატების სოციალური ქსელების მონიტორინგი;

 

- შემუშავდება რეკომენდაციები საჯარო სექტორისა და პოლიტიკური პარტიებისთვის;  

 

- შემუშავდება სამართლებრივი რეკომენდაციები საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის;

 

- შეიქმნება ბლოგი, სადაც მუდმივად განახლდება ინფორმაცია;

 

- მოეწყობა საჯარო დისკუსიები;

 

- მოეწყობა შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან;

 

- ჩატარდება სოციალური ქსელების მომხმარებელთა გამოკითხვა;

 

- მომზადდება ვიდეო რგოლები ელ-მონაწილეობის შესახებ და განთავსდება პროექტისთვის შექმნილ YouTube არხზე;

 

- მომზადდებადა გავრცელდება პროექტის ძირითადი შედეგების ბროშურა;

 

- გაკეთდება პროექტის პირველადი და საბოლოო შედეგების პრეზენტაცია.

 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული მონაწილეობის საერთაშორისო მაგალითების კვლევა-ანალიზის საფუძველზე, საქართველოში თანამედროვე ელ-კომუნიკაციის განვითარების ხელშესაწყობად, ქართული საზოგადოებისთვის პოლიტიკურ დაგეგმვაში მათი ჩართულობის დონის ასამაღლებლად საჭირო საშუალებების გაცნობა და სამთავრობო/სამოქალაქო პლატფორმების დანერგვა-დახვეწის გზების ძიება.

იხილეთ მეტი →
საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge 2012-2013 ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო და ფონდები ღია საზოგადოება 2012-2013 $61,000

      

 

 

პროექტი დაფინანსებულია ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ (Open Society Georgia Foundation) და „ფონდ ღია საზოგადოების“ (Open Society Foundations) მიერ.
პროექტის ბიუჯეტია - $61 000.00
პროექტის ხანგრძლივობაა - ივნისი 2012 - ივნისი 2013

 

2012 წლის ივნისში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა განაახლა პროექტი „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო ვებ-პორტალის შემდგომი დახვეწა და ანალიტიკური მიმართულების განვითარება. იდეის განხორციელება დაიწყო 2010 წელს საპილოტო პროექტის “საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის” სახით, რომელიც გაგრძელდა 2011 წლის მარტში და დასრულდა 2012 წლის აპრილში.


არსებული ონლაინ რესურს ბაზის საშუალებით მოსახლეობას, მედიას, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა თვალი ადევნონ საჯარო ინფორმაციის გავრცელების ტენდენციებს, აწარმოონ სხვადასხვა უწყებების ანგარიშების, გეგმების, ხარჯვითი ნაწილის, განვითარების და სხვა შესახებ ონლაინ მონიტორინგი.


პროექტის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი შექმნის და განავითარებს საინფორმაციო ვებ-პორტალს, რომელზეც პერმანენტულად გამოქვეყნებული იქნება საჯარო დაწესებულებებიდან ოფიციალურად გამოთხოვილი სხვასასხვა თემატიკის საჯარო ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:

  • საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება; 
  • საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობა; 
  • ელექტრონული დემოკრატიის სტანდარტების დამკვიდრებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობა;
  • მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის ჩართულობით საჯარო დაწესებულებებზე საზოგადოებრივი კონტროლის გაუმჯობესება; 
  • მოსახლეობის ინფორმირებულება და საზოგადოების ჩართულობის ინტენსივობის გაზრდა საჯარო სექტორის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

 

პროექტის განხორციელების სტრატეგიას წარმოადგენს:

  • ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) FoI ერთიანი საჯარო საინფორმაციო ვებ-რესურსის განვითარება;
  • FoI ერთიან საინფორმაციო ვებ-რესურსის ბაზაზე აქტუალური და სოციალურად მნიშვნელოვანი საჯარო ინფორმაციის მონაცემთა-ბაზის ჩამოყალიბება;
  • ინტერნეტ მონაცემთა-ბაზის მუდმივმოქმედი განახლება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის და საჯარო ინფორმაციის ალტერნატიული წყაროებიდან შევსების გზით;
  • მონაცემთა ბაზის ინფორმაციული რესურსების შესახებ საზოგადოების/საერთაშორისო ორგანიზაციების მუდმივი ინფორმირებულობა;
  • ინფორმაციის თავისუფლების საკითხების აქტიური ადვოკატირება;
  • ინფორმაციის თავისუფლების საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის გააქტიურება და მხარდაჭერა.

 

ზემოთხსენებული სტრატეგიის განსახორციელებლად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ მიზნად დასახულია შემდეგი ღონისძიებები:

  • მონაცემთა ბაზის ინფორმაციული შევსება და განახლება;
  • კოალიციური საქმიანობა; ვებ-გვერდის ტექნოლოგიური სრულყოფა;
  • ერთიანი მონაცემთა-ბაზის პროაქტიული საზოგადოებრივი ლობინგი;
  • რეზონანსულ საქმეებზე ქეისების შედგენა, სასამართლო პროცესების და სარჩელების ინიცირება და მათი საჯაროობის მხარდაჭერა;
  • პროექტის ფარგლებში მომზადებული და გამოქვეყნებული გამოცემები;
  • საქართველოს რეგიონებში გასვლითი ღონისძიებებით დაინტერესებულ საზოგადოებასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრების ორგანიზება.

 

განახლებული პროექტის ძირითადი სიახლეები:


დაჯილდოება


2011-2012 წლის პროექტის დასასრულს დაწესდა სპეციალური ჯილდოები და ნომინაციები ყველაზე დახურული და გაუმჭვირვალე ადმინისტრაციული ორგანოების გამოსავლენად, რაც მიზნად ისახავდა საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის გაჩენასა და წახალისებას. საზოგადოებისა და საჯარო დაწესებულებების მხრიდან დიდი ინტერესის შედეგად ინსტიტუტი გეგმავს დაჯილდოებისთვის სისტემატიური ხასიათის მიცემას.

 

  • ანალიტიკური საქმიანობა 

იქიდან გამომდინარე, რომ ქართული საგამოძიებო ჟურნალისტიკა ხშირად ვერ ახერხებს საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ადეკვატურ დამუშავებას, ინსტიტუტმა გადაწყვიტა საკუთარი ანალიტიკური რესურსები განვითარება. 2011-2012 წლების პროექტის მსვლელობისას მიმდინარეობდა მიღებული ინფორმაციის დეტალური ანალიზი და მონაცემების აღრიცხვა. საჯარო ინფორმაციის საფუძველზე გამოვლინდა ის საჯარო დაწესებულებები, რომლებმაც საქმიანობის სხვადასხვა სფეროებში ყველაზე მეტი ხარჯი გასწიეს 2011 წლის მეორე კვარტალის განმავლობაში. პარალელურად, მიღებული მონაცემების საფუძველზე შემუშავდა და გავრცელდა რამდენიმე ანალიტიკური სტატია:

  • რა თანხით გაიზრდება დეპუტატებისთვის გამოყოფილი დაფინანსება პარლამენტის წევრთა 40-ით გაზრდის შემთხვევაში - http://www.opendata.ge/#!lang/ka/cat/project_researches/topic/34
  • ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში - http://www.idfi.ge/?cat=researches&topic=44&lang=ka
  • ლაზიკა: დემოკრატიის დეფიციტი საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში – http://www.idfi.ge/?cat=researches&topic=48&lang=ka ინფორმაცია 2011 წლის I-II კვარტალში
  • გუბერნატორებსა და გამგებლებზე გაცემული პრემიების შესახებ - http://www.opendata.ge/#!lang/ka/cat/news/topic/562 პროექტის ახალ ეტაპზე IDFI გეგმავს კვლევითი
  • კომპონენტის შემდგომ განვითარებას და გაფართოებას. მოპოვებული მონაცემების საფუძველზე რეგულარულად გამოქვეყნდება ანალიტიკური ხასიათის ცნობები და სტატიები. ამისთვის შეიქმნება www.opendata.ge-ს სპეციალური ბლოგი: https://opendatablog.wordpress.com/




საგრანტო ხელშეკრულება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი შექმნის და განავითარებს საინფორმაციო ვებ-პორტალს, რომელზეც პერმანენტულად გამოქვეყნებული იქნება საჯარო დაწესებულებებიდან ოფიციალურად გამოთხოვილი სხვასასხვა თემატიკის საჯარო ინფორმაცია.

იხილეთ მეტი →
კვლევა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2012 $14,960

 

პროექტის სათაური: “საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა“
პოექტის ფინანსური მხარდაჭრა: შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
პროექტის ბიუჯეტი: $ 14 960,00  (24 980 GEL)
პროექტის ხანგრძლივობა:
12 მარტი - 28 მაისი, 2012


2012 წლის 12 მარტიდან - 28 მაისამდე “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3)” ფარგლებში ახორციელებს პროექტს - “საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა“, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის გაუმჯობესებას და საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდას   საქართველოში.

პროექტის ძირითადი მიზანია:

პროექტის მიზანია ადმინისტრაციული ორგანოების (საქართველოს იუსტიციის სამინსიტრო, საჯარო სამსახურის ბიურო, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, საქართველოს კონტროლის პალატა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა) გამჭვირვალობისა და ეფექტიანი მმართველობის ხარისხის გაუმჯობესება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვისა და ამ სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის გზით.  

პროექტის ამოცანებია:

  • სამიზნე დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ხელიმისაწვდომობის ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტური ფუნქციონირების ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრა/ნიველირება;
  • საჯარო დაწესებულებების საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის საინტერესო და ყველაზე მოთხოვნადი საჯარო ინფორმაციის თემატიკის დადგენა/განსაზღვრა, მათი პროაქტიულ რეჟიმში გამოქვეყნების პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით;
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა (შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფო/შოტლანდია, ესტონეთი);
  • სარეკომენდაციო პაკეტის შემუშავება და მათი იმპლემენტაცია სამიზნე საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციულ საქმეწარმოებაში.
     
საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია ადმინისტრაციული ორგანოების (საქართველოს იუსტიციის სამინსიტრო, საჯარო სამსახურის ბიურო, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, საქართველოს კონტროლის პალატა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა) გამჭვირვალობისა და ეფექტიანი მმართველობის ხარისხის გაუმჯობესება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვისა და ამ სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის გზით.

იხილეთ მეტი →
საქართველოს სასამართლო სისტემის მონიტორინგი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი / აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი / ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2011 $49,720


         

 

პროექტის სახელწოდება: საქართველოს სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება“

პროექტის ფინანსური მხარდაჭრა: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ (EPF).

პროექტის ბიუჯეტი- $49 720,00

პროექტის ხანგრძლივობა- 12 თვე

 

2011 წლის ოქტომბერში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ პროგრამის ფარგლებში დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობას საქართველოში.

 

პროექტის ძირითადი მიზანია:

პროექტის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის ელექტრონული რესურსების მონიტორინგის და სასამართლო სფეროს მუშაობასთან დაკავშირებული სახვადასხვა სტატისტიკური მონაცემების ვიზუალიზაციის გზით საქართველოს სასამართლო სისტემის მუშაობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების, სასამართლო სისტემაში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

 

პროექტის ამოცანებია:

  • სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება;
  • საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
  • ელექტრონული დემოკრატიის სტანდარტების დამკვიდრებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობა;
  • მოქალაქეების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის ჩართულობით საჯარო დაწესებულებებზე საზოგადოებრივი კონტროლის გაუმჯობესება;
  • გამჭვირვალე სასამართლო სისტემის განვითარებით მოსახლეობის მხრიდან სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ხარისხის ამაღლება.

 

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოების ელექტრონული რესურსების მონიტორინგი:

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითრებასთან ერთდ, ინტერნეტი საზოგადოებისთვის იქცა ეფექტური კონტროლის მნიშვნელოვან მექანიზმად. თანამდეროვე სამყაროში ინტერნეტმა განსაკუთერბით გაადვილა ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობა, ხელი შეუწყო მართვის გამჭვირვალობასა და მუდმივ საზოგადოებრივ კონტროლს ხელისუფლების საქმიანობაზე. ინტერნეტის დახმარებით, საჯარო დაწესებულებების ელექტრონული რესურსები, მათ შორის, ოფიციალური ვებ-გვერდები, ყველაზე ოპტიმალურ საშუალებად იქცა სახელმწიფო დაწესებულებებისა და საზოგადოების პირდაპირი ურთიერთკავშირისთვის. ამ მხრივ ძალზედ მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების ორგანოების ოფიციალური ვებ-გვერდები, რომლებიც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საჭირო და საინტერესო ინფორმაციას უნდა მოიცავდეს და აქვეყნებდეს.

 

პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და სპეციალურად ქართული რეალობიდან გამომდინარე შედგენილი, მეთოდოლოგიითჩატარდება საქართველოს სასამართლო სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების ვებ-გვერდების ინფორმაციული შიგთავსისა და მათი ელექტრონული კომპონენტის შეფასების მონიტორინგი ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის (ინფორმაციის ელექტრონული ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური გამართულობის) ხარისხის დასადგენად. მონიტორინგი განხორციელდება სასამართლო ხელისუფლების შემდეგი ორგანოების ოფიციალურ ვებ-გვერდებს:  

 

უზენაესი სასამართლო:                            http://www.supremecourt.ge

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო:    http://www.kutaisiappeal.court.gov.ge

ბათუმის საქალაქო სასამართლო:            http://batumi.court.gov.ge

გორის რაიონული სასამართლო:            http://gori.court.gov.ge

ზესტაფონის რაიონული სასამართლო: http://zestafoni.court.gov.ge   

ზუგდიდის რაიონული სასამართლო:    http://zugdidi.court.gov.ge

თბილისის საქალაქო სასამართლო:         http://tcc.gov.ge

თელავის რაიონული სასამართლო:        http://telavi.court.gov.ge

მცხეთის რაიონული სასამართლო:         http://mtskheta.court.gov.ge

რუსთავის საქალაქო სასამართლო:          http://rustavi.court.gov.ge

საჩხერის რაიონული სასამართლო:        http://sachkhere.court.gov.ge

ფოთის საქალაქო სასამართლო:                http://foti.court.gov.ge

ქუთაისის საქალაქო სასამართლო:           http://kutaisi.court.gov.ge

ხაშურის რაიონული სასამართლო:          http://khashuri.court.gov.ge

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო:               http://www.msajuli.ge

საკონსტიტუციო სასამართლო:                http://www.constcourt.ge

 

სასამართლო სისტემის ცალკეული ერთეულების მონიტორინგის შედეგები, შეფასების ანალიზი და დეტალური რეკომენდაციები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებ-გვერდზე და მიეწოდება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

მონიტორინგის შედეგების განზოგადებით, შესაძლებელი გახდება სასამართლო სისტემის ელექტრონული რესურსების განვითრების კომპლექსური კონცეფციის შემუშვება.

 

სტატისტიკური მონაცემების დამუშვება და ვიზუალიზაცია:

სასამართლო სისტემაში დიდი რაოდენობის საზოგადოებრივი მნიშვნელობის სტატისტიკური მონაცემების მოძიება არის შესაძლებელი. ყველა სასამართლო ან შესაბამისი უფლებამოსილები ადმინისტრაციული ორგანო ყოველთვიურად, ყოველკვარტალურად ან ყოველწლიურად აქვეყნებს საკუთარის საქმიანობასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს.

 

პროექტის ფარგლებში გაკეთდება ქართულ სინამდვილესთან მისაფაგებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც ადვილი გახდება სასამართლო სისტემაში არსებული სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების ელექტრონულ სივრცეში, კერძოდ კი, ვებ-გვერდებზე და სოციალურ ქსელებში „ვიზუალიზაცია“. 

 

პროექტის ბენეფიციარები:

•       ადვოკატები;

•       სამართალმცოდნეები;

•       სოციალურად აქტიური მოქალაქეები;

•       ექსპერტები

•       მკვლევარები

•       საჯარო სექტორის წარმომადგენლები;

•       სასამართლო სისტემის წარმომადგენლები.

 

/public/upload/Reports/sasamartlo-sistemis-el-gamchvirvaloba-2012.pdf

 

კვლევა - სასამართლო სისტემის ელ-გამჭვირვალობა 2012

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის ელექტრონული რესურსების მონიტორინგის და სასამართლო სფეროს მუშაობასთან დაკავშირებული სახვადასხვა სტატისტიკური მონაცემების ვიზუალიზაციის გზით საქართველოს სასამართლო სისტემის მუშაობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების, სასამართლო სისტემაში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

იხილეთ მეტი →
ვებ-გვერდების მონიტორინგი 2011 ღია საზოგადების ინსტიტუტი, ფონდ ღია საზოგადება საქართველო და ეროვნული უსაფრთხოების არქივი 2011 $64,000

          

 

პროექტის სახელწოდება: „საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგი“

პროექტი დაფინანსებულია ღია საზოგადების ინსტიტუტის (Оpen Society Institute) და ფონდ ღია საზოგადება საქართველოსა (Оpen Society Georgia Foundation) ($60 000.00)  და ეროვნული უსაფრთხოების არქივის (The National Security Archive) ($6 000.00) მიერ.
პროექტის ბიუჯეტია - $64 000.00
პროექტის ხანგრძლივობაა - 12 თვე

პროექტის ძირითადი მიზანია:
საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგის მეშვეობით ინფორმაციის თავისუფლების, ელ-გამჭვირვალობისა და ელ-მმართველობის განვითარების ხელშეწყობა.

2011 წლის აპრილში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (შემდგომში „ინსტიტუტი“) დაიწყო პროექტი „საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგი“. პროექტი წარმოადგენს 2010 წელს ინსტიტუტის მიერ განხორციელებული "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების (ოფიციალური ვებ-გვერდების) მონიტორინგის” პროექტის გაგრძელებას.
პროექტის ფარგლებში, ელექტრონული გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დონის შესაფასებლად ინსტიტუტი განახორციელებს საქართველოს საჯარო დაწესებულებათა ოფიციალური ვებ-გვერდების აუდიტს.

პროექტის მიზანია:

1.    საქართველოს საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება;
2.    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობა;
3.    საქართველოში ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება;
4.    საქართველოში ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული გამჭვირვალობის განვითარება.

გრძელვადიანი მიზნები:

პროექტი „საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგი“ მიმართულია იმ გამოწვევების აღმოფხვრაზე, რომლებიც დაკავშირებულია ცენტრალური და რეგიონული სამთავრობო დაწესებულებების ინფორმაციული გამჭვირვალობის, ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული დემოკრატიის სფეროებთან. ინსტიტუტის მიერ შესასრულებელი სამუშაო გამიზნულია საქართველოში ღია საინფორმაციო სივრცის ჩამოყალიბებაზე; ინფორმაციის თავისუფლების თავით განმტკიცებული უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლებაზე; რეგიონული (ადგილობრივი) და ცენტრალური მთავრობების საქმიანობის პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის დონის ამაღლებაზე; ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის სფეროებში საჯარო თანამდებობის პირთა უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის გაუმჯობესებაზე; ადგილობრივ  თემთა წარმომადგენლებს,  სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მასმედიასა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის ინტერაქტიული დიალოგის უფრო მაღალი დონის სისტემის დანერგვაზე.

მოკლევადიანი მიზნები:

•    სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და მაღალი დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და მიღების უფლების შესახებ ფიზიკური / იურიდიული პირების და საჯარო მოსამსახურეების ინფორმირებულობის ამაღლების გზით;
•    მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული გზებით საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის საჯაროობისა და ღიაობის მხარდაჭერა;
•    თანამედროვე სტანდარტების მქონე ელექტრონული მმართველობის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში;
•    საგამომძიებლო ჟურნალიზმის განვითარება და მედიის თავისუფლების ხარისხის ამაღლება;
•    საჯარო დაწესებულებების მხარდაჭერა ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზის განვითარების საკითხებში; საქართველოს საკანონმდებლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა სამეცნიერო და პრაქტიკული ხასიათის ღონისძიებათა ჩატარების მეშვეობით და დემოკრატიული პრინციპების გამყარება კანონმდებლობაში;
•    ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული, დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული დეტალური სამართლებრივი აქტების შედგენის და აქტების მიღების ლობირების პროცესში მონაწილეობა (ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი (FOIA) და ონლაინ საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონი (POIA), რომელიც დაარეგულირებს პირთა კონსტიტუციით გამყარებულ უფლებას მოიძიონ, მოითხოვონ, მიიღონ და გაავრცელონ საჯარო ინფორმაცია. ონლაინ საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონი უშუალოდ დაარეგულირებს საჯარო ინფორმაციის ონლაინ ხელმისაწვდომობის საკითხის სპეციფიკას.

მოსალოდნელი შედეგები და პრობლემათა აღმოფხვრა:

ინსტიტუტის მიერ შესრულებული პროექტ(ებ)ი გააუმჯობესებს საჯარო დაწესებულებათა გამჭვირვალობას ყველა დონეზე; ხელს შეუწყობს მთავრობას  უფრო ღია, ანგარიშვალდებულ და რეაგირებად ინსტიტუტად ჩამოყალიბებაში, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს სამთავრობო დაწესებულებათა მუშაობის ხარისხსაც; გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას და ხელს შეუწყობს სამოქალაქო ჩართულობას, რაც სხვა სამთავრობო პროცესებში მონაწილეობასთან ერთად აგრეთვე გულისხმობს მოქალაქეთა ჩართულობას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის პროცესში. პროექტ(ებ)ის შესრულებით დაინერგება არასამთავრობო სექტორსა და საჯარო თანამდებობის პირთა შორის საერთო საყურადღებო საკითხებზე მიმართული კოორდინირებული მუშაობის უფრო ძლიერი მექანიზმები.

ინსტიტუტის მიერ შესრულებული სამუშაო სარგებელს მოუტანს:

•    საქართველოს და (უცხო ქვეყნის) მოქალაქეებს, რომელთაც მიეცემათ საშუალება მიიღონ სარგებელი მთავრობის ანგარიშვალდებულობისა და ღიაობის უფრო მაღალი დონით;
•   საქართველოს მთავრობას / სხვა საჯარო დაწესებულებებს, რომელთა სარგებელი აისახება უფრო განვითარებულ შიდაუწყებრივ კომუნიკაციაში, სამუშაოს შესრულების ეფექტურობის გაზრდილ დონესა და ზოგადად ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული დემოკრატიის თანამედროვე სტანდარტების ათვისებაში;
•    საჯარო მოხელეებს, რომლებიც შეიძენენ ახალ უნარ-ჩვევებსა და კვალიფიკაციას ელექტრონული მმართველობის სფეროში;
•    ჟურნალისტებსა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს;
•    სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს;
•    საერთაშორისო საზოგადოებას (საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი), რომელთაც მიეცემათ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების განვითარების უკეთესი მონიტორინგისა და აუდიტის საშუალება გაუმჯობესებული და გამჭვირვალე ოფიციალური სამთავრობო ვებ-სივრცის მეშვეობით;
•    ზოგადად საზოგადოების ფართო ფენებს.

შესასრულებელი ღონისძიებანი:

პროექტის ფარგლებში ინსტიტუტის მთავარი ყურადღება გამახვილებული იქნება საჯარო მმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე საქართველოში, რაც აისახება შემდეგ ღონისძიებებში:

•   იმ სამინისტროებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების („სსიპ“-ების) მონიტორინგი, რომლებიც შესწავლილ იქნენ 2010 წლის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ან ინტერესის სამიზნე ობიექტად შერჩეულ საჯარო უფლებამოსილებათა განმახორციელებელი დაწესებულებების შესახებ მუდმივ რეჟიმში ინფორმაციის უზრუნველყოფას;
•  პროექტის - „საინფორმაციო რესურსების მონიტორინგი“ სამიზნე ობიექტთა ჯგუფის გავრცობა, რომელიც მოიცავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დაწესებულებას (მთავრობასა და პრეზიდენტთან ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, რეგიონული სამთავრობო დაწესებულებები), საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების დაწესებულებები, დამოუკიდებელი ორგანოები;
•     მონიტორინგის მეთოდოლოგიის დახვეწა და გავრცობა;
•   ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს და დაარეგულირებს ონლაინ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტებს საჯარო დაწესებულებებისათვის;
•   საჯარო დაწესებულებებთან აქტიური არაკომერციული ხასიათის საკონსულტაციო საქმიანობის საჭიროებაზე ყურადღების გამახვილება, ინსტიტუტის მხრიდან შესაბამისი რეკომენდაციებისა და კონსულტაციების მონიტორინგს დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულებებისათვის მიწოდების გზით;
•     საქართველოში ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ლობირება;
•  ინფორმაციის თავისუფლების საკითხის შესახებ საზოგადოებრივი ინფორმირებულობის დონის ამაღლება, აგრეთვე ორგანიზაციული საქმიანობისა და ინსტიტუტის მიზნების ეფექტური განხორციელების შესახებ ინფორმაციის ფართო საზოგადოებისათვის წარმატებული მიწოდება მედიის, სოციალური ქსელების და ინსტიტუტის ვებ-გვერდის მეშვეობით;
•   საზოგადოებასთან ინტერაქტიული კომუნიკაციის დასამყარებლად ინსტიტუტი კვლავ განაგრძობს სოციალური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებას;
•    მონიტორინგის დასრულების შემდგომ, ინსტიტუტის მიერ მიღებული შედეგების დეტალური ანალიზის განხორციელება, რაც აგრეთვე მოიცავს პროექტისა და მიღებული შედეგების შეჯამებასა და შეფასებას.

2011 წლის მონიტორინგის პროგრამით გათვალისწინებული სხვა საკითხები:

•     სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა პროცესებში მოქალაქეთა დემოკრატიული ჩართულობის პოპულარიზაცია;
•     დამოუკიდებელ მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება და საგამოძიებო ჟურნალიზმის წახალისება;
•     სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ადგილობრივ თემთა წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ მედიასთან მჭიდრო და პროდუქტიული თანამშრომლობის საშუალებების შემუშავება და განვითარება;
•     საჯარო დაწესებულებებთან ეფექტური და სისტემატური კომუნიკაციის დამყარების მიზნით მოწინავე აპლიკაციებისა და მექანიზმების შემოღება და საქართველოს მთავრობასა და არასამთავრობო სექტორს შორის ურთიერთობის სრულიად ახალი ინტერაქტიული განზომილების დანერგვა.
 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის ძირითადი მიზანია საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგის მეშვეობით ინფორმაციის თავისუფლების, ელ-გამჭვირვალობისა და ელ-მმართველობის განვითარების ხელშეწყობა.

იხილეთ მეტი →
სტალინის სიები საქართველოზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო და საქართველოში შვეიცარიის საელჩო 2011-2012 €20,920

              

 

პროექტი - „სტალინის სიები საქართველოზე“

პროექტის საერთო ბიუჯეტი - 20,920.00 ევრო

პროექტის ხანგრძლივობა - მარტი 2011 - ოქტომბერი 2012

პროექტი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს (10,365.00  ევრო) და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით (10,550.00 ევრო)

პროექტი ხორციელდება სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან ერთად.

 

წიგნი „სტალინის სიები საქართველოზე“ მოიცავს 1937-1938 წლების „დიდი ტერორის“ მსხვერპლთა შესახებ მონაცემებს, კერძოდ, იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებიც უშუალოდ სტალინის და პოლიტბიუროს სხვა წევრების გადაწყვეტილებით გასამართლდნენ (საერთო ჯამში 3616 პირზე). წიგნი დაეფუძნება საერთაშორისო საზოგადოება "მემორიალის" მიერ მოწოდებულ სიებს: http://stalin.memo.ru/index.htm

 

წიგნში გამოყენებული იქნება ასევე საქართველოს საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება "მემორიალის" არქივში დაცული მასალები.

 

დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ მოიძიონ ინფორმაცია მათი წინაპრების შესახებ, რომლებიც გახდნენ 1937-1938 რეპრესიების მსხვერპლნი. ამავე დროს, საქართველოს მოსახლეობა მეტად იქნება ინფორმირებული დიდი ტერორის მსვლელობაში სტალინისა და ბერიას უშუალო მონაწილეობის შესახებ. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტალინის, როგორც „დადებითი ქართველი გმირის“ დამკვიდრებული სტერეოტიპის დამსხვრევას. ნაშრომი გამოიწვევს საზოგადოებრივ განხილვებსა და დისკუსიებს საქართველოს ისტორიაში სტალინის როლის შესახებ. ასევე, წიგნმა შეიძლება დაამკვიდროს ახალი სიტყვა საქართველოში და საერთაშორისო დონეზე საბწოთა კვლევების მიმართულებით.

 

პროექტის ფარგლებში, IDFI-ი მჭიდროდ თანამშრომლობს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან. წიგნში „სტალინის სიები“, საარქივო მასალებზე დაყრდნობით (სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ყოფილი არქივი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი არქივი)  და ასევე მოგროვებული ფოტო და დოკომუნეტური მასალის საფუძველზე მოცემული იქნება ზოგადი ინფორმაცია რეპრესირებულ პირებზე. მონაცემები შეგროვდება საარქივო მასალებიდან, პატიმართა პირადი საქმეებიდან, „სამეულის“ სხდომების ოქმებიდან, კერძო არქივებიდან, რეპრესირებულთა ოჯახებიდან და ინფორმაციის სხვა წყაროებიდან. წიგნისთვის შედგება ფართო კვლევითი წინასიტყვაობა 1937-1938 წლების ტერორის შესახებ. მოცემული იქნება ტერმინთა და შემოკლებების ლექსიკონი. შედგება სპეციალური სტატისტიკური გრაფები. დაგეგმილია წიგნის ქართულენოვანი და რუსულენოვანი გამოცემა.

 

"სტალინის სიების" ციფრული ვერსიები ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის და პროექტში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე.

 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია წიგნის „სტალინის სიები საქართველოზე“შექმნა, რომელიც მოიცავს 1937-1938 წლების „დიდი ტერორის“ მსხვერპლთა შესახებ მონაცემებს, კერძოდ, იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებიც უშუალოდ სტალინის და პოლიტბიუროს სხვა წევრების გადაწყვეტილებით გასამართლდნენ. წიგნში გამოყენებული იქნება ასევე საქართველოს საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება "მემორიალის" არქივში დაცული მასალები.

იხილეთ მეტი →
საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა 2011-2012 ღია საზოგადოება - საქართველო 2011 $59,978.43

 

პროექტის სახელწოდება: „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა www.opendata.ge"

პროექტი დაფინანსებულია ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს’’ (Open Society Georgia Foundation) მიერ.

პროექტის ბიუჯეტია - $59 978.43

პროექტის ხანგრძლივობაა - 12 თვე.

 

2011 წლის მარტში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა დაიწყო პროექტი „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“ განხორციელება. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საინფორმაციო ვებ-პორტალის დახვეწა და განვითარება, რაც წარმოადგენს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ 2010 წელს განხორციელებული პროექტის “საჯარო ინფორმაციის მონაცმეთა ბაზა” (საპილოტო პროექტი) გაგრძელებას.

 

არსებული ონლაინ რესურს ბაზის საშუალებით მოსახლეობას, მედიას, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა თვალი ადევნონ საჯარო ინფორმაციის გავრცელების ტენდენციებს, აწარმოონ სხვადასხვა უწყებების ანგარიშების, გეგმების, ხარჯვითი ნაწილის, განვითარების და სხვა შესახებ ონლაინ მონიტორინგი.

 

პროექტის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი შექმნის და განავითარებს საინფორმაციო ვებ-პორტალს, რომელზეც პერმანენტულად გამოქვეყნებული იქნება  საჯარო დაწესებულებებიდან ოფიციალურად გამოთხოვილი სხვასასხვა თემატიკის საჯარო ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:

 

  •   საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება;
  •   საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
  •   ელექტრონული დემოკრატიის სტანდარტების დამკვიდრებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობა;
  •   მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის ჩართულობით საჯარო დაწესებულებებზე საზოგადოებრივი კონტროლის გაუმჯობესება;
  •   მოსახლეობის ინფორმირებულება და საზოგადოების ჩართულობის ინტენსივობის გაზრდა საჯარო სექტორის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

პროექტის განხორციელების სტრატეგიას წარმოადგენს:

  • FoI ერთიანი საჯარო საინფორმაციო ვებ-რესურსის განვითარება;
  • FoI ერთიან საინფორმაციო ვებ-რესურსის ბაზაზე აქტუალური და სოციალურად მნიშვნელოვანი საჯარო ინფორმაციის მონაცემთა-ბაზის ჩამოყალიბება;
  • ინტერნეტ მონაცემთა-ბაზის მუდმივმოქმედი განახლება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის და საჯარო ინფორმაციის სხვა საშუალებებით მოგროვების გზით;
  • ინტერნეტ მონაცემთა ბაზის ინფორმაციული რესურსების შესახებ საზოგადოების/საერთაშორისო ორგანიზაციების მუდმივი ინფორმირებულობა.

 

ზემოთხსენებული სტრატეგიის განსახორციელებლად  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ მიზნად დასახულია შემდეგი ღონისძიებები:

 

მონაცემთა ბაზის ინფორმაციული შევსება და განახლება

  • ვებ-გვერდის რეგულარული განახლება და საიტის ინგლისურენოვანი გვერდის დახვეწა; 
  • უკვე დანერგილი პრაქტიკის საფუძველზე სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნა საქართველოს საჯარო დაწესებულებიდან (საერთო რაოდენობით 150-ზე მეტი საჯარო დაწესებულება - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოები,  საჯარო სამართლის იურიდიული პირები, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, გუბერნატორების ადმინისტრაციები).

 

კოალიციური საქმიანობა:

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის საქმიანობაში, ისევე, როგორც საპილოტო პროექტის განხორციელებისას ჩართული იქნებიან პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia), საქართველოს ახალგახრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF), მწვანე ალტერნატივა (Green Alternative)), რომელთაგან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიღებს მათ მიერ გამოთხოვნილ და შეგროვებულ საჯარო ინფორმაციას.

 

ვებ-გვერდის ტექნოლოგიური სრულყოფა:

  • ინტეგრირებულიტექნიკური და ვიზუალური მონაცემების დახვეწა და გაუმჯობესება;
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მონაცემების სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვით ვიზუალიზაცია;
  • პროექტის სტატისტიკის ვებ-გვერდზე პროგრამული უზრუნველყოფით ინტეგრაცია და ვებ 2.0 სხვა სიახლეების დანერგვა.

 

ერთიანი მონაცემთა-ბაზის პროაქტიული საზოგადოებრივი ლობინგი

 

საზოგადოების მუდმივი ინფორმირებულობა ვებ-რესურსზე ატვირთული მონაცემების შესახებ, რისთვისაც გამოყენებულ იქნება შემდეგი სახის პროაქტიული სტრატეგიები: საზოგადოებრივი ქსელების გამოყენება, ინსტიტუტის მედია კლუბის წევრ ჟურნალისტების სამუშაო ჯგუფის მუდმივი ინფორმირებულობა-ჩართულობა, არასამთავრობო სექტორის კოორდინირებული საქმიანობა, საზოგადოებრივი გამოკითხვები, საერთაშორისო არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა.

 

რეზონანსულ საქმეებზე ქეისების შედგენა, სასამართლო პროცესების და სარჩელების ინიცირება და მათი საჯაროობის მხარდაჭერა

 

საჯარო დაწესებულების მხრიდან ინფორმაციის არ გაცემის, მოთხოვნის იგნორირების ან ინფორმაციის არასრული მოწოდების შემთხვევაში ინსტიტუტის მიერ  შეტანილ იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სარჩელები. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე შედგება რეზონანსული ქეისები. შედგენილი ქეისები გავრცელდება მასმედიის და პრესის საშუალებით. აგრეთვე, დაწესდება ყველაზე არასაჯარო და გაუმჭვირვალე სახელმწიფო ორგანოთა საზოგადოებრივი ნომინაციები.

 

პროექტის ფარგლებში მომზადებული და გამოქვეყნებული გამოცემები

 

კვარტალურად (სამ თვეში ერთხელ) საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის ანგარიშის გამოქვეყნება. ასევე სამი თვის განმავლობაში ინფორმაციის გამოთხოვნის პროცესში გამოვლენილი უარყოფითი პრაქტიკის აღწერა. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის წლიური ანგარიში შეაჯამებს  წლის განმავლობაში საქმიანობის შედეგებს, სტატისტიკას, ტენდენციებს და პრაქტიკას.

ინფორმაციის თავისუფლების გზამკვლევის (Freedom information guidebook) შემუშავება და გამოქვეყნება. გზამკვლევში დეტალურად იქნება მოცემული ინფორმაციის თავისუფლების შესახებ არსებული კანონმდებლობა, საჯარო ინფორმაციის და საჯარო დაწესებულებების აღწერითი და განმარტებითი საკითხები, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის პროცედურები და სხვა ინფორმაცია.

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი შექმნის და განავითარებს საინფორმაციო ვებ-პორტალს, რომელზეც პერმანენტულად გამოქვეყნებული იქნება საჯარო დაწესებულებებიდან ოფიციალურად გამოთხოვილი სხვასასხვა თემატიკის საჯარო ინფორმაცია.

იხილეთ მეტი →
ვებ-გვერდების მონიტორინგი 2010 ღია საზოგადების ინსტიტუტი და ეროვნული უსაფრთხოების არქივი 2010 $45,000

     

 

პროექტის სახელწოდება: „საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების მონიტორინგი“

პროექტი დაფინანსებულია ღია საზოგადების ინსტიტუტის ($30 000.00) (Оpen Society Institute) და ეროვნული უსაფრთხოების არქივის ($15 00.00)  (The National Security Archive)  მიერ.

პროექტის ბოუჯეტია - $45 000.00

პროექტის ხანგრძლივობაა-6 თვე.

 

2010 წლის ივლისში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა დაიწყო პროექტი: "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების (ოფიციალური ვებ-გვერდბის) მონიტორინგი”. ეს პროექტი დაფინანსებული და მხარდაჭერილია ღია საზოგადოების ინსტიტუტის($30 000.00)  და  არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია “ეროვნული უსაფრთხოების არქივის” ($15 000.00) მიერ.

 

პროექტის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი განახორციელებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების ოფიციალური საიტების აუდიტსდა მათ დეტალურ ანალიზს გამჭვირვალობის და ინფორმატიულობის შეფასების მიზნით. ეს პროექტი არის 2009 წელს ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების (სამინისტროების) ოფიციალური  ვებ-გვერდების მონიტორინგის პროექტის გაგრძელებას.

 

პროექტის მიზანია საქართველოს საჯარო დაწესებულებების ოფიციალური საიტების შესწავლის და აუდიტის საშუალებით ხელი შეუწყოს:

  • საჯარო დაწესებულებების განჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლებას;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარებას;
  • ელექტრონული მმართველობის განვითარებას საქართველოში.

 

ინსტიტუტი პროექტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას აპირებს შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:

  • საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ვებ-გვერდების აუდიტი და ანალიზი;
  • მონიტორინგის და ანალიზის საფუძველზე საჯარო დაწესებულებების სარეიტინგო ცხრილის შედგენა მათი გამჭვირვალობის და ინფორმაციულობის ხარისხის მიხედვით;
  • საჯარო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციების შემუშვება  ინფორმაციის თავისუფლების და ელექტრონული მმართველობის  განვითრების შესახებ (და ამ მიმართულებით ცვლილებების პროაქტიური ლობირება);
  • მოხსენებების მომზადება საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ.
     


ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტალური ფუნქციაა მოემსახუროს თავის მოქალაქეებს თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე. მთავრობის საქმიანობა მიმართული უნდა იყოს სამოქალაქო სამსახურისაკენ ღია ეფექტური დიალოგის გზით საზოგადოებასთან, სადაც არ არის არანაირი განსხვავება მდიდარსა და ღარიბს შორის და სადაც ყველა თანაბრად ჩართულია მიმდინარე პროცესში.

 

წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფოსა და ცივილური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, ერთის მხრივ, ღია და ტრანსფარენტული პოლიტიკური სისტემის, მეორეს მხრივ კი – საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების მცოდნე აქტიური საზოგადოების არსებობა.

 

კარგი მმართველობა საჭიროებს ამ ორ ასპექტს შორის დაბალანსებულ ურთიერთკავშირს. დამაკავშირებელი რგოლის გაძლიერება ხელს შეუწყობს საზოგადოების ინტეგრირებას და სახელმწიფო საქმიანობაში ჩართვას ინტერაქტიული ფორმით,  რაც თავის მხრივ განაპირობებს სახელმწიფო ლეგიტიმურობის გამტკიცებისა და ნდობის  გაძლიერებას.

 

კარგი მმართველობა წარმოუდგენელია გამჭვირვალობის ანუ ინფორმაციის უფლების გარეშე. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლებისათვის სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა გააუმჯობესოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მომსახურების ხარისხი ცალკეული მოქალაქეებისა და ბიზნესებისათვის.

 

საქართველოში, სადაც სწრაფად მზარდი ინტერნეტ სივრცის მიუხედავად, ელექტრონული დემოკრატიის კულტურა ესესაა ვითარდება, ამ პროცესების  მონიტორინგი განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია.

 

ქართული ვებ-სივრცის განვითარება ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უფლებების სრულ რეალიზებას ინფორმაციის მოპოვების, მოთხოვნის, მისაწვდომობის და გავრცელების კუთხით. ხალხისთვის ღნიშნული უფლებების რეალურად მინიჭება გახდის ჩვენს მთავრობას ანგარიშვალდებულს და პასუხისმგებელს მოქალაქეთა მოთხოვნებისა და საჭიროებების მიმართ.

 

ზემოთხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე ინფორმაციის თავისუფლების საკითხი რჩება ჩვენი ორგანიზაციის სტრატეგიის მთავარ პრიორიტეტად და აუცილებელ კომპონენტად. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აგრძელებს გასულ წელს განვითარებული პროექტის (საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების მონიტორინგი) განხორციელებასა და განვითარებას, რომლის მიზანია მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაადვილება და ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის დანერგვა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ახლად დაარსებული ინსტიტუტი არ იყო ცნობილი არასამთავრობო სექტორში, საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ, პროექტის შედეგები და შესრულებული სამუშაო საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ეს შეიძლება აიხსნას რამდენიმე ფაქტორით: პირველ რიგში, ეს არის ნოვატორული (განახლებადი) იდეა, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოში, როცა სამთავრობო ინტერნეტ-სივრცის ტრანსფარენტულობაზე განსხვავებულად გაკეთდა აქცენტი. აგრეთვე, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ, ზოგადად, ახალი ქართული საზოგადოება უფრო აქტიურადაა ჩართული ინტერნეტ-სინამდვილეში. თუ მანამდე ინტერნეტი იყო მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის საშუალება, ახლა იგი გამოიყენება სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური მომსახურებების გაცვლისთვის.

 

პროექტის მთავარი მიზანია კვლევითი სამუშაოების ჩატარებითა და ქართული სამთავრობო ინტერნეტ-სივრცის შესახებ ანალიზის მომზადებით, საქართველოში ტრანსფარენტული საინფორმაციო სივრცის განვითარების მხარდაჭერა. ინსტიტუტის მიერ ჩატარებული პირველი მონიტორინგი მოიცავდა მხოლოდ საქართველოს სამინისტროებს, მაშინ, როცა მიმდინარე პროექტის ჩარჩოებში წარმოებული კვლევა მიზნად ისახავს ქართველი საზოგადოებისთვის სამთავრობო ინტერნეტ-სივრცის შესახებ უფრო ფართო სურათის წარმოდგენას. საჯარო დაწესებულებების დაახლოებით 45 ოფიციალურ ვებ-გვერდს ჩაუტარდება დეტალური მონიტორინგი ჩვენი ინსტიტუტის იურიდიულ ექსპერტთა ჯგუფის მიერ. ზოგადი სურათი გვიჩვენებს რეალურად არსებულ პრობლემებს შედარებითი ანალიზი კი გამოკვეთს საქართველოში ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული დემოკრატიის დამყარების ტენდენციებს.

 

პროექტის მთავარი მიზანია არამარტო მონიტორინგის ჩატარება და ქართული სამთავრობო ინტერნეტ-სივრცის ზოგადი სურათის წარმოგენა, არამედ რეალური ცვლილებების განხორციელება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გეგმების თანახმად. აქედან გამომდინარე, კვლევის სტრატეგია ითვალისწინებს კონკრეტული გარემოს შექმნას სამთავრობო სტრუქტურებში ვებ-სივრცის განვითარებისთვის.  

 

საჯარო ინსტიტუტებთან კომუნიკაციის ინტერაქტიული არხის შექმნითა და განმტკიცებით აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს სამთავრობო ორგანოებს შორის შიდა კონკურენციის ზრდას, რაც, შესაბამისად, განაპირობებს ინტერნეტ-სივრცეში პოზიტიურ ცვლილებს.

სტრატეგია

 

ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ძირითადი კვლევის მიზანი იყო იმის გამორკვევა, თუ რა დოზით არის ხელმისაწვდომი სახელმწიფო საინფორმაციო წყაროები და ინფორმაციის რა ნაწილი ქვეყნდება სახელმწიფო ორგანიზაციების ოფციალურ ვებ-გვერდებზე. გარდა ამისა მნიშნელოვანი იყო გამოქვეყნებული ინფორმაციის ხარისხობრივი ინდექსები. კვლევის საწყისი ეტაპი მიზნად ისახავდა ზოგადი პრობლემებისა და არსებული ნააკლოვანებების გამოვლენასა და შეფასებას.

 

მიმდინარე პროექტის სტრატეგია, თავისი არსით უცვლელი დარჩა, თუმცა, ახლა იგი ეფუძნება უფრო პროაქტიულ მეთოდებს. აქცენტი კეთდება არამარტო სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობებზე, არამედ – მოქალაქეების ჩართულობაზე. ინტერაქტიული სტრატეგია ეყრდნობა სამ კომპონენტს, იგი ორიენტირებულია: სახელმწიფო ორგანოებთან პროდუქტიული სამუშაო ურთიერთობების ხელშეწყობაზე, მედიისა და ექსპერტთა რესურსების გააქტიურებასა და ამ პროცესებში სოციალური ქსელის გამოყენებით საზოგადოების უშუალო მონაწილეობაზე. Mმონიტორინგის თითოეული სტადიის დასრულებისთანავე, წინასწარი შედეგები და მოკლე სარეკომენდაციო სია ეგზავნება საჯარო დაწესებულებას. ფუნქციონალური ურთიერთთანამშრობლობის მხარდასაჭერისა და განვითარებისთვის ინტერნეტ-სტრუქტურის გამაუმჯობესებელი ინიციატივებზე დაყრდნობით.

 

მედიისა და ექსპერტთა მხრიდან ფართო დაინტერესების მისაღწევად, ინსტიტუტი ამზადებს ელექტრონულ ბიულეტენს და აქვეყნებს  მას IDFI-ის ვებ-გვერდზე. ინსტიტუტი ელექტრონულ ბიულეტენს უგზავნის დაინტერესებულ კვლევით ცენტრებს და ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ფონდებსა და მედია სექტორს.

 

მთელი რიგი სოციალური ქსელების გამოყენებით, (სახელდობრ, Facebook  http://www.facebook.com/pages/IDFI/111225785601207, ბლოგებით და ინტერნეტ ფორუმებით) ხდება მონიტორინგის შედეგების  ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება რაც სმოქალაქეებს შორის ინტერესისა და ცოდნის გაღრმავებას ემსახურება და  ხელს  უწყობს საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას საკითხების განხილვაში.

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი განახორციელებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების ოფიციალური საიტების აუდიტსდა მათ დეტალურ ანალიზს გამჭვირვალობის და ინფორმატიულობის შეფასების მიზნით. 

იხილეთ მეტი →
საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა 2010 ფონდი ღია საზოგადოება - საქრთველო 2010 $26,972.19

 
პროექტის სახელწოდება: „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა საჯარო ინფორმაციის რეესტრი“

პროექტის ბიუჯეტი: $26,972.19
პროექტი დაფინანსებულია ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქრთველოს’’ მიერ 

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე


პროექტი მიზნად ისახავს  საჯარო უწყებების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლებას, საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობას და ტრანსფარენტულობას, ელექტრონული დემოკრატიის სტანდარტების დამკვიდრების გზით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობასა და მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის ჩართულობით საჯარო დაწესებულებებზე საზოგადოებრივი კონტროლის გაუმჯობესებას.



ონლაინ რესურს ბაზის საშუალებით მოსახლეობას, მედიას, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა თვალი ადევნონ საჯარო ინფორმაციის გავრცელების ტენდენციებს, ონლაინ მონიტორინგი აწარმოონ სხვადასხვა უწყებების ანგარიშების, გეგმების, ხარჯვითი ნაწილის, განვითარების და სხვა შესახებ.


მონაცემთა ბაზის საძიებო სისტემის სტრუქტურა საშუალებს აძლევს მომხმარებლებს მოიძიონ საჭირო ინფორმაცია როგორც თემატურად ისე საჯარო უწყებების ჩამონათვალის მიხედვით.



თემატურად შექმნილ განსხვავებულ ბლოკებში განთვსებულია სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მიერ ოფიციალურად გაცემული ინფორმაცია– სახელმწიფო დაწესებულებების ბიუჯეტი, სახელმწიფო პროგრამები, სახელფასო ფონდები, დამოცხადებული ტენდერები და სახელმწიფო შესყიდვები,შიდაუწყებრივი პრემიების და სარეზერვო ფონდების ოდენობა, უწყებების საშტატო ერთეულების რაოდენობა, სამივლინებო ხარჯები, სახელმწიფო უწყებების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები, საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკა და სხვა ინფორმაცია.



მონაცემთა ბაზის განახლება მოხდება  რეგულარულად ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ოფიციალური გამოთხოვნით, საჯარო უწყებებთან თნამშრომლობის გზით საჯარო ინფორმაციის მოპოვებით, ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიერ მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მოძიების და განთავსების გზითა და ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის’’ მიერ განხორციელებული საჯარო უწყებების ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგის საშუალებით.



ონალინ რესურს ბაზის ინფორმაციით შევსება ხორციელდება სამ ეტაპად. პირველ რიგში განთავსდება საჯარო ინფორმაცია სამინისტროებისა და თბილისის მერიის შესახებ, შემდგომ ეტაპზე ბაზა შეივსება საქართველოს საჯარო სამართლისიურიდიული პირების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, რეგიონალური მთავრობების და მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციით.  პროექტის ფარგლებში ინფორმაციის არაკანონიერი დაკავების შემთხვევაში ინსტიტუტის ექსპერტები ჩაატარებენ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე რამდენიმე რეზონანსული საქმის დეტალურ კვლევას რომლის შედეგებიც გამოტანილი იქნება საზოგადოების სამსჯავროზე.



პროექტის ეფექტურად განხორციელების მიზნით, შექმნილია მედია-კლუბი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ინსტიტუტთან და რეგულარულად იღებს მნიშვნელოვან განახლებულ საჯარო ინფორმაციას. შექმნილი მონაცემთა ბაზის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ასევე ხორციელდება საზოგადოებრივი გამოკითხვები და ხდება ინფორმაციის გავრცელება სოციალური ქსელების გამოყენებით.

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტი მიზნად ისახავს საჯარო უწყებების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლებას, საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობას და ტრანსფარენტულობას, ელექტრონული დემოკრატიის სტანდარტების დამკვიდრების გზით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობასა და მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის ჩართულობით საჯარო დაწესებულებებზე საზოგადოებრივი კონტროლის გაუმჯობესებას.

იხილეთ მეტი →
პროექტი გამჭვირვალე არქივები ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი და საქართველოში შვეიცარიის საელჩო 2010 €4,950

             

 

 

„საარქივო დოკუმენტების კრებულის  გამოცემა" (საარქივო მასალების კვლევა და გამოცემა - 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენები საქართველოში)
(პროექტი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ  კავკასიის რეგიონალური ოფისის მხარდაჭერით  და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დაფინანსებით - 4950 ევრო)

 



ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ერთობლივი პროექტი - "საარქივო დოკუმენტების კრებულის  გამოცემა" (საარქივო მასალების კვლევა და გგგამოცემა - 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენები საქართველოში), დააფინანსებულია საქართველოში შვეიცარიის საელჩო მიერ. პროექტის ბიუჯეტი არის 4950 ევრო.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), რომელიც მიზნად  ისახავს, დოკუმენტების შესწავლითა საარქივო  საქმის განვითარებას საქართველოში, უკვე შეთანხმებულია შსს საარქივო ადმინისტრაციასთან რათა კვალიფიციურმა მეცნიერებმა შეისწავლონ არქივებში დაცული დოკუმენტები, შემდგომში მათი პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნების მიზნით.

პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელშეწყობით მოხდება არქივებში დაცული დოკუმენტების მოძიება, გადახარისხება, დამუშავება, მისი შესწავლა და გადარჩევა. გამოვლინდება ყველაზე საინტერესო დოკუმენტები. შერჩეული დოკუმენტები ორიგინალი ვერსიით, მკვლევარების მიერ გაკეთებული განმარტებითი კომენტარებით და ტერმინოლოგიის ლექსიკონით  გამოქვეყნდება საარქივო დოკუმენტების კრებულის სახით.

ასეთი კრებული, რომელიც გაჯერებული იქნება ფაქტობრივი დოკუმენტური მასალით, საშუალებას მისცემს ყველა დაინტერესებულ მკვლევარსა და ფართო საზოგადოებას გაეცნოს საბჭოთა ყოფის იმ რეალიებს, რომელიც 70 წლის განმავლობაში  დაფარული იყო გრიფით “სრულიად საიდუმლო.” პირველ თემატური კრებული მიძღვნილი იქნება 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენებისადმი როდესაც საბჭოთა ჯარებმა ჩაახშვეს სახალხო გამოსვლები თბილისში. ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ჯერ კიდევ შეუსწავლელია ამ მოვლენების რეალური საფუძვლები. იყო ეს სახალხო პროტესტი ნიკიტა ხრუშოვის მიერ გამოცხადებული “პიროვნების კულტის” წინააღმდეგ თუ პროტესტი ეთნიკური შინაარსით? საბჭოთა საქართველოს ისტორია კვლავ შეუსწავლელი რჩება და ასეთი პუბლიკაციების სერია მნიშვნელოვნად შეავსებს ამ ნაპრალს.  

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელშეწყობით მოხდება არქივებში დაცული დოკუმენტების მოძიება, გადახარისხება, დამუშავება, მისი შესწავლა და გადარჩევა. გამოვლინდება ყველაზე საინტერესო დოკუმენტები. შერჩეული დოკუმენტები ორიგინალი ვერსიით, მკვლევარების მიერ გაკეთებული განმარტებითი კომენტარებით და ტერმინოლოგიის ლექსიკონით გამოქვეყნდება საარქივო დოკუმენტების კრებულის სახით.

იხილეთ მეტი →
ვებ-გვერდების მონიტორინგი 2009 ეროვნული უსაფრთხოების არქივი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი (ვაშინგტონი) 2009 $10,000


 

პროექტის სახელწოდება: საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების (სამინისტროების) ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგი

პროექტის დაფინანსება: ეროვნული უსაფრთხოების არქივის მიერ (ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ვაშინგტონი)-

პროექტის ბიუჯეტი: $10 000.00

 

2009 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა განახორციელა პროექტი: "საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალური ვებ გვერდების მონიტორინგი”. ეს პროექტი დაფინანსებული და მხარდაჭერილი იქნა არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია “ეროვნული უსაფრთხოების არქივის” (ჯორჯ  ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტი) მიერ.

პროექტის ფარგლებში, IDFI სამუშაო ჯგუფის და ინსტიტუტის მოწვეული ექსპერტების მიერ ჩატარდა კვლევა მსოფლიოში ელექტრონული მთავრობების განვითარების და არსებული გამოწვევების, აგრეთვე საქართველოში ელექტრონული მმართველობისა და ინტერნეტ გამჭვირვალობის საკანონმდებლო საფუძვლების შესახებ. IDFI სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა საქართველოს სამინისტროების ოფიციალური საიტების აუდიტი და დეტალური ანალიზი. შეფასდა ვებ-გვერდების გამჭვირვალობის ხარისხი და შედგა სამინისტროების ელექტრონული გამჭვირვალობის რეიტინგი.

 

ლევან ავალიშვილი
გიორგი კლდიაშვილი


საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების
ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგი
2009 წლის ივლისი/სექტემბერი



კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია

წარმოდგენილი კვლევა ეფუძნება რუსეთის ფედერაციაში მოღვაწე არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციის - `ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (“Институт Развития Свободы Информации”, Санкт-Петербург, РФ. (www.svobodainfo.org))  მიერ შემუშავებულ, სახელმწიფო ორგანიზაციების ოფიციალური ვებ-ვერდების მონიტორინგის მეთოდოლოგიას. ინსტიტუტს აქვს მრავალწლიანი პრაქტიკა და გამოცდილება სახელმწიფო ორგანიზაციების ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგისა და მათი გამჭვირვალობის შეფასების საქმეში. ამერიკულ ორგანიზაციებთან ერთად, ინსტიტუტი არის ჩვენი ერთ-ერთი პირველი პარტნიორი.

`ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის"  მიერ აპრობირებული მეთოდოლოგია დაიხვეწა და საქართველოს რეალობას მიესადაგა. შემუშავდა ახალი მიდგომები საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების კომპეტენციის ფარგლებისა და მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით. ჩვენ ასევე განვსაზღვრეთ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიმდინარე საქმიანობის გამჭვირვალობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები.
    
ინსტიტუტის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის მიზანი იყო გაგვერკვია, თუ რამდენად ხელმისაწვდომია სახელმწიფო საინფორმაციო რესურსები საზოგადოებისთვის და ინფორმაციის რა მოცულობაა გამოქვეყნებული სახელმწიფო ორგანოების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე. ასევე, მნიშვნელოვანი იყო გამოქვეყნებული ინფორმაციის ხარისხობრივი მაჩვენებლები. კვლევა პირველ ეტაპზე ატარებდა მხოლოდ შეფასებით ხასიათს, გამიზნული იყო საერთო პრობლემების და არსებული ხარვეზების გამოსავლენად.

პირველადი კვლევის მიზნები:

•    პარამეტრების ჩამონათვალის განსაზღვრა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ოფიციალური საიტების კონტენტის შესაფასებლად. პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს სამართლებრივ ნორმატიულ აქტებს (რომლებიც არეგულირებენ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობას), საიტზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსის საყოველთაოდ აღიარებულ ტექნიკურ მახასიათებლებსა და ასევე ვებ-გვერდის მიმართ მომხმარებელთა ცხად მოთხოვნებს;
•    თითოეული პარამეტრისადმი სოციალური მნიშვნელობის გარკვეული კოეფიციენტის მინიჭება;
•    საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების თითოეული ორგანოს კომპეტენციის გათვალისწინება შესაბამისი პარამეტრების განსაზღვრის დროს;
•    პარამეტრებისთვის კრიტერიუმებისა და შეფასების სკალის შემუშავება;
•    ექსპერტთა მიერ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ოფიციალური საიტების კონტენტის შეფასება შემუშავებული პარამეტრებისა და კრიტერიუმების სკალის მიხედვით;
•    საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ოფიციალური საიტების ჯამური კოეფიციენტების გამოთვლა.

შეფასების კრიტერიუმები

კვლევის მიმდინარეობისას თითოეულ პარამეტრს მიენიჭა სოციალური მნიშვნელობის კოეფიციენტი (კ-მნიშვნელობა). ეს კოეფიციენტი, კვლევის მეთოდოლოგიის შესაბამისად, განსაზღვრავს კონკრეტული ინფორმაციის მნიშვნელობას და მისდამი საზოგადოების ინტერესის ხარისხს. აღნიშნული კოეფიციენტის განსაზღვრა საჭიროა,  რადგან ყველა პარამეტრი ხარისხობრივად ვერ იქნება თანაბარი, სოციალური მნიშვნელობის თვალსაზრისით. მაგალითისთვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საკონტაქტო ინფორმაცია გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დეპარტამენტის თანამშრომელთა ჩამონათვალი. სოციალური მნიშვნელობის კოეფიციენტი განისაზღვრება სამიდან ერთი ხარისხობრივი მაჩვენებლით (1, 2 ან 3).

საბოლოო შეფასების ობიექტურობის მიზნით გაანალიზდა ის გარემოებები, რომლებიც განსაზღვრავს თითოეული სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციის ფარგლებს, ფუნქციებსა და ამოცანებს. განისაზღვრა ის პარამეტრებიც, რომლის მიხედვითაც საიტები არ უნდა შეგვეფასებინა. საბოლოოდ, მიღებული მაჩვენებელი/კოეფიციენტი განისაზღვრება, როგორც სახელმწიფო ორგანოს ოფიციალურ საიტზე ამა თუ იმ ინფორმაციის განთავსების აუცილებლობა (კ-აუცილებლობა).

პარამეტრების შეფასების კრიტერიუმებად შეირჩა ინფორმაციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები:

•    ინფორმაციის არსებობა/არარსებობა;
•    ინფორმაციის სისრულე;
•    ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
•    ინფორმაციის აქტუალობა.


ოფიციალურ საიტზე ინფორმაციის განთავსება ან განუთავსებლობა განისაზღვრება არსებობის კოეფიციენტით (კ-არსებობა). კოეფიციენტი ასახავს ინფორმაციის რაოდენობრივ მახასიათებელს და მას შეიძლება გააჩნდეს ორიდან ერთი მაჩვენებელი (1 – ვებ-გვერდზე ინფორმაცია მოცემულია ან 0 - ინფორმაცია საიტზე არ მოიძებნება).

ინფორმაციის სისრულის კოეფიციენტით (კ-სისრულე) განისაზღვრება თუ რამდენად სრულად აისახება ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობებში ესა თუ ის ინფორმაცია. კოეფიციენტს შეიძლება ჰქონდეს, ინფორმაციის სისრულის ხარისხის მიხედვით, სამიდან ერთი მაჩვენებელი:

•    სისრულის მაღალი ხარისხი (70-100%) - კ-სისრულე = 1 (ცნობები პარამეტრზე დეტალურადაა მოცემული და ინფორმაციაც წარმოდგენილია სრული მოცულობით);
•    სისრულის საშუალო ხარისხი (30-70%) – კ-სისრულე = 0,5 (აუცილებელი ცნობები პარამეტრზე წარმოდგენილია საჭირო რაოდენობით, მაგრამ ინფორმაცია   განთავსებულია არასრული მოცულობით; ან ცნობები პარამეტრზე წარმოდგენილია ნაწილობრივ, მაგრამ ინფორმაცია სრული მოცულობით არის განთავსებული);
•    სისრულის დაბალი ხარისხი (5-30%) – კ-სისრულე = 0,2 (ინფორმაცია პარამეტრზე მწირია და ზედაპირული).

ინფორმაციის აქტუალობაში იგულისხმება ინფორმაციის მიღების მომენტისთვის მისი ფასეულობის ხარისხი.  კოეფიციენტი დამოკიდებულია მისი მახასიათებლების დინამიკის ცვალებადობაზე და იმ დროის ინტერვალზე, რომელიც გასულია მოვლენის წარმოქმნიდან. აქტუალობა განისაზღვრება კოეფიციენტით (კ-აქტუალობა) და ინფორმაციის აქტუალობის ხარისხიდან გამომდინარე შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთი მაჩვენებელი:

•    აქტუალობის მაღალი ხარისხი - კ-აქტუალობა = 1 (ოფიციალური გამოსვლებისა და განცხადებების ტექსტები, ცნობები ოფიციალური ღონისძიებების, ოფიციალური ვიზიტებისა და სამუშაო შეხვედრების შესახებ არაუგვიანეს 7 დღისა. ცნობები სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის შესახებ, საქმიანობის გეგმები, მოხსენებები, ანგარიში, განვითარების პროგრამების აღწერილობები, ცნობები რეგიონული მიზნობრივი პროგრამების განვითარების და ბიუჯეტის შესახებ, მოქალაქეთა მიმართვების მიმოხილვები,  გამართული ტენდერები  და სავაჭრო ოპერაციები მოცემულია რეალურ რეჟიმში);
•    აქტუალობის საშუალო ხარისხი - კ-აქტუალობა = 0,85 (ოფიციალური გამოსვლების და განცხადებების ტექსტები, ცნობები ოფიციალური ღონისძიებების, ვიზიტების და სამუშაო შეხვედრების შესახებ მოცემულია 14 დღის დაგვიანებით. საქმიანობის - გეგმების, მოხსენებების, ანგარიშის, განვითარების პროგრამების აღწერილობების, რეგიონული მიზნობრივი პროგრამების განვითარებისა და ბიუჯეტის, მოქალაქეთა მიმართვების მიმოხილვების, გამართული ტენდერებისა და სავაჭრო ოპერაციების შესახებ ცნობებში ასახულია გასული წლის ვითარება);
•    აქტუალობის დაბალი ხარისხი - კ-აქტუალობა = 0,7 (ოფიციალური გამოსვლების და განცხადებების ტექსტები, ცნობები ოფიციალური ღონისძიებების, ვიზიტების და სამუშაო შეხვედრების შესახებ არის 14 დღეზე გვიანდელი. საქმიანობის - გეგმების, მოხსენებების, ანგარიშის, განვითარების პროგრამების აღწერილობების, რეგიონული მიზნობრივი პროგრამების განვითარებისა და ბიუჯეტის, მოქალაქეთა მიმართვების მიმოხილვების, გამართული ტენდერებისა და სავაჭრო ოპერაციების შესახებ ცნობებში ასახულია წელიწადზე მეტი ხნის მდგომარეობა).

ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში იგულისხმება საიტზე მისი მოძებნის სიმარტივის ხარისხი. ხელმისაწვდომობა განისაზღვრება კოეფიციენტით (კ-ხელმისაწვდომობა.), რომელსაც, ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხიდან გამომდინარე, შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთი მაჩვენებელი:

•    ხელმისაწვდომობის მაღალი ხარისხი – კ-ხელმ. = 1 (ინფორმაცია განთავსებულია მომხმარებლისთვის  მოხერხებულად, საიტის ლოგიკურ ნაწილში, თემატურ რუბრიკებში, მისი მოძებნა ადვილია);
•    ხელმისაწვდომობის საშუალო ხარისხი – კ-ხელმ. = 0,95 (ძიება გართულებულია, ინფორმაცია განთავსებულია ლოგიკურ ნაწილში, მაგრამ ცუდადაა სტრუქტურირებული და მოსაძებნად რთულია ინფორმაციის მთელ მოცულობაში, ან გაბნეულია მთელს საიტზე და არ არის მოხერხებულად დაჯგუფებული შესაბამის გვერდზე;
•    ხელმისაწვდომობის დაბალი ხარისხი – კ-ხელმ. = 0,9 (ძიება ძალიან გართულებულია, საიტზე ინფორმაცია განთავსებულია მისთვის არალოგიკურ ნაწილში, რუბრიკაში, ინფორმაციის მიკვლევა შეიძლება მხოლოდ სხვა დოკუმენტის ტექსტიდან, ან ინფორმაციის მოძებნა შეიძლება მხოლოდ ძიების ფუნქციის ან საიტის რუკის გამოყენებით.

ინფორმაციის რაოდენობის კოეფიციენტი (კ-რაოდენობა) ასახავს საიტზე უშუალოდ ინფორმაციის არსებობას და არ არის დამოკიდებული ინფორმაციის ხარისხობრივ მახასიათებელზე. კ-რაოდ. გამოითვლება შემდეგი ფორმულით: კ-რაოდენობა  = კ-სისრულე X კ-არსებობა.

ინფორმაციის ხარისხის კოეფიციენტი (კ-ხარისხი) ასახავს ინფორმაციის ყველა ხარისხობრივ მაჩვენებელს და გამოითვლება ფორმულით: კ-ხარისხი = კ-სისრულე X (კ-აქტუალობა + კ-ხელმისაწვდომობა -1)

ინფორმაციის სოციალური მნიშვნელობის ჯამური კოეფიციენტი (კ-ჯამი) გამოითვლება შემდეგი ფორმულით: კ-ჯამი = კ-მნიშვნელობა X კ-რაოდენობა X კ-ხარისხი.  ინფორმაციის ჯამური კოეფიციენტი ასახავს ექსპერტების მიერ არჩეული პარამეტრის ყველა მახასიათებელს.

თითოეული სახელმწიფო ორგანოს ოფიციალური საიტის გამჭვირვალობის კოეფიციენტი (კ-გამჭვირვალობა) გამოითვლება შემდეგი ფორმულით:L კ-გამჭვირვალობა =
კ-ჯამი/∑  (კ-მნიშვნელობა X კ-აუცილებლობა).


ინფორმაციის გამჭვირვალობის ხარისხი ასახავს სახელმწიფო ორგანოების ინფორმაციის გამჭვირვალობის ჯამური კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკულს.

აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალური ვებ-საიტების (პირველ ეტაპზე მხოლოდ სამინისტროების და საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების საიტების მონიტორინგი მოხდა. აღსანიშნავია, რომ ორ სამინისტროს, კერძოდ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს www.mrdi.gov.ge და კულტურის ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს www.mcs.gov.ge ოფიციალური ვებ გვერდები არ ფუნქციონირებდნენ მონიტორინგის ჩატარების განმავლობაში (2009 წლის ივლის-აგვისტო) და მათი შეფასება ვერ მოხერხდა) კონტენტ-ანალიზი ჩატარდა თემატურად დაჯგუფებული პარამეტრების მიხედვით, რომლებიც განაწილებული იყო 11 ბლოკში.


 

ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემები თემატური ბლოკების მიხედვით:

ბლოკი 1 - ზოგადი ცნობები და ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს შესახებ:
   
•    მონაცემები სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელზე უმეტეს შემთხვევაში შემოიფარგლება მისი ავტობიოგრაფიით. ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების კომპეტენციის აღწერა მხოლოდ საერთო დებულებებშია მოცემული (თუ სახელმწიფო ორგანოს დებულება საერთოდ დევს ოფიციალურ ვებ-გვერდზე). Mმოადგილეების კომპეტენცია და საქმიანობის სფერო უმრავლეს შემთხვევაში არასრულადაა წარმოდგენილი;
•    საერთო საკონტაქტო ინფორმაცია გაბნეულია საიტზე, ზოგ შემთხვევაში კონტაქტის გვერდი არ არის მოცემული ცალკე, სხვადასხვა უწყებებისა და სტრუქტურული ერთეულების საკონტაქტო ინფორმაცია ხშირად არასრულია და რთულად მოსაძებნია, სახელმწიფო ორგანოს ერთიანი საკონტაქტო ცნობარი იშვიათად შეგხვდებათ;
•    ინფორმაცია ზემდგომი სახელმწიფო ორგანოს შესახებ მხოლოდ დებულებაშია მოცემული, ხოლო მსგავსი კომპეტენციის სახელმწიფო ორგანოთა ჩამონათვალი არც ერთ ვებ-გვერდზე არ არის მოცემული. ეს, თავის მხრივ, ურთულებს მომხმარებელს სახელმწიფოს სტრუქტურულ წყობაზე და იერარქიაზე სრულფასოვანი წარმოდგენის შექმნას;
•    ხშირად საიტზე სახელმწიფო ორგანოს ამოცანების, მიზნებისა და ფუნქციების განსაზღვრა არასრულია. ამის შესახებ ინფორმაცია დებულებაშია მოცემული, მაგრამ ცალკე საიტზე გამოყოფილი არ არის,
•    საიტის ოფიციალურობის დამადასტურებელი აღნიშვნა მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო ორგანოს ვებ-გვერდზეა წარმოდგენილი (აქ მხედველობაშია აღნიშვნა “სახელმწიფო ორგანოს ოფიციალური საიტი” და არა “ყველა უფლება დაცულია”).

ბლოკი 2 - სახელმწიფო ორგანოს სტრუქტურა:

•    უმრავლეს შემთხვევაში არ არის სტრუქტურული ერთეულების  დებულებები, მათი მიზნებისა და კომპეტენციის აღმწერი სრული ცნობები;
•    სტრუქტურული ერთეულების საკონტაქტო ინფორმაცია, ხშირად, არასრულად არის მოცემული;
•    ცნობები სახელმწიფო ორგანოების ტერიტორიულ ერთეულებზე ზოგად ხასიათს ატარებს. სათანადოდ არ არის ასახული ტერიტორიული ერთეულების კომპეტენცია, მათი ამოცანები და საქმიანობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალზედ არასრულადაა წარმოდგენილი მათი საკონტაქტო მონაცემები.
•    სახელმწიფოს საქვეუწყებო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ინფორმაცია ხშირად მხოლოდ მათ ვებ-გვერდებზე ბმულებით შემოიფარგლება, მათი დებულებები, მიზნები და ამოცანები, ისევე როგორც საკონტაქტო ინფორმაცია, არასრულია და ხელმისაწვდომობის დაბალი ხარისხით გამოირჩევა ხელმძღვანელი ორგანოს საიტებზე.

ბლოკი 3 - მონაცემები სახელმწიფო ორგანოს საინფორმაციო რესურსებზე:

•    ეს ერთ-ერთი ყველაზე არასრული კომპონენტია სახელმწიფო ორგანოების ვებ-გვერდებისა. სახელმწიფო ფლობს დიდი მოცულობის საინფორმაციო მასალას, საინფორმაციო დატა-ბაზებს, რეგისტრებს, რეესტრებს. როგორც საჯაროს, ისე შიდა მოხმარების. სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო რესურსებზე ხელმისაწვდომობა ან მათი ჩამონათვალი ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით;
•    ამავე დროს, ძალიან იშვიათადაა წარმოდგენილი სახელმწიფო ორგანოს საინფორმაციო რესურსებიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის, გაგზავნის, მიღებისა და გაცემის პროცედურული აღწერა. (დადებითად შეიძლება შეფასდეს ის ფაქტი, რომ რიგმა სახელმწიფო უწყებებმა უკვე შექმნეს საჯარო მომსახურების სააგენტოები თუმცა მათი საქმიანობა სათანადოდ არ არის აღწერილი თავად ხელმძღვანელი ორგანოს ვებ-გვერდებზე).

ბლოკი 4 - მონაცემები სახელმწიფო ორგანოს საქმიანობაზე, მისი ძირითადი კომპეტენციის ფარგლებში:

•    უმრავლეს საიტზე არ არის ცალკე გამოყოფილი რუბრიკა მინისტრისა, ასევე მინისტრის მოადგილეების საქმიანობა. ინფორმაცია მიმდინარე საქმიანობაზე გაბნეულია საიტზე და თემატურად არ არის დალაგებული. ინფორმაციის მოსაძიებლად საიტის არქივებში ხანგრძლივი ძიებაა ჩასატარებელი;
•    არასრულად და ზედაპირულადაა მოცემული ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც კომპეტენციის სფეროში არსებული მაჩვენებლები, განვითარების დინამიკა, დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია, დარგის განვითარების პროგნოზები და არსებული მაჩვენებლებია;
•    ინფორმაცია სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებზე და მათ განხორციელებაზე ასევე ზედაპირულად არის წარმოდგენილი უმეტეს შემთხვევაში;
•    სახელმწიფო ორგანოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება, როგორიცაა კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული შემოწმებებისა და თავად სახელმწიფო უწყებაში ჩატარებული შემოწმებების შედეგები. ასეთი სახის მასალა ძალზედ იშვიათია და მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს ატარებს. მისასალმებელია, რომ მრავალ ვებ-გვერდზე არსებობს უწყებრივი ინსპექციების ცხელი ხაზი, მაგრამ მათი საქმიანობა და გაწეული სამუშაოს ანგარიშები სათანადოდ არ არის წარმოდგენილი;
•    თითქმის იგნორირებულია ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოებისა და მისი თანამშრომლების ქმედებებისა და გადაწყვეტილებების ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების პროცედურების შესახებ. 

ბლოკი 5 - კანონმდებლობა და სახელმწიფო ორგანოს ნორმატიული საქმიანობა:

•    ძალიან არასრულადაა წარმოდგენილი სახელმწიფო ორგანოს შიდა სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული აქტები;
•    ისეთი ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფო ორგანოს ინფორმაციული რესურსების შექმნისა და მოხმარების წესებს თითქმის არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას არ უდევს ვებ-გვერდზე;
•    ასევე არადამაკმაყოფილებლად შეიძლება შეფასდეს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში შემუშავების პროცესში მყოფი კანონპროექტები და ამ კანონპროექტებისთვის განკუთვნილი განმარტებითი ჩანაწერები თითქმის სრულიად არის იგნორირებული ოფიციალურ ვებ-გვერდებზე;
•    ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასრულადაა წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის უახლესი დადგენილებები და განკარგულებები, რომლებიც ეხება სამინისტროების საქმიანობის სფეროს;
•    მწირი ინფორმაციაა საკანონმდებლო-ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც ეხება სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს, რომლის აღმსრულებელი ან დამკვეთი სახელმწიფო ორგანოა;
•    ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებენ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართვების ფორმებს სახელმწიფო ორგანოებისადმი, მათ შორის ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურას, ასევე იშვიათია ოფიციალურ ვებ-გვერდებზე;
•    შედარებით უკეთ არის წარმოდგენილი ის ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებენ სახელმწიფო ორგანოში ტენდერებისა და აუქციონების გამართვის წესს. თუმცა, იშვიათად შეხვდებით ნორმატიულ აქტებს, რომლებიც უხსნიან მოქალაქეებს სახელმწიფო ორგანოში ვაკანტურ თანამდებობაზე მიღებისა და კონკურსების გამართვის წესებს. ასევე სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლების ქმედებებისა და უმოქმედობების გასაჩივრების წესებს.

ბლოკი 6 - სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობა ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებათა, თავისუფლებათა და კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით:

•    ამ ბლოკში თავმოყრილი აუცილებელი პარამეტრები ძალიან პირობითადაა წარმოდგენილი ოფიციალურ ვებ-გვერდებზე. ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან განმარტებითი საქმიანობის განხორციელების მასალები, (კონსულტაციები, რჩევები, საინფორმაციო შეტყობინებები) ისევე როგორც მოქალაქეთა მიღების გრაფიკი და პირობები, თავად მოქალაქეთა მიმართვების მიმოხილვა, ძალზედ არასრულადაა წარმოდგენილი;
•    არასრულია ოფიციალური ვებ-გვერდის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიც არის სახელმწიფო ორგანოში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მოთხოვნების წარდგენის წესი და პროცედურა, მოთხოვნათა განხილვის და ინფორმაციის გაცემის გრაფიკი, ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია, პირდაპირ საიტიდან მიმართვებისა და განცხადებების გაგზავნის საშუალება.
•    სამინისტროების კომპეტენციაში შემავალი სანებართვო და სახელისუფლო მოქმედებების (ლიცენზირება, აკრედიტაცია, აღრიცხვიანობის პირობები, დეკლარაციის გაცემა და ა.შ.) დაწვრილებითი აღწერა, უმეტესწილად, არ არის წარმოდგენილი ოფიციალურ ვებ-გვერდებზე. თუმცა, ასეთი სერვისი ბევრ სამინისტროში არსებობს და მათი ბმულები ცალკეა გამოყოფილი;
•    ძალზედ მნიშვნელოვანი იქნებოდა ოფიციალურ საიტებზე სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციაში მომხდარი შემთხვევებისა და კანონდარღვევების შესახებ განცხადებების მიღების წესის აღწერაც.

ბლოკი 7 -   ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოში მიმდინარე ტენდერების, აუქციონების და სავაჭრო ოპერაციების შესახებ:

•    უმეტეს ვებ-გვერდზე ცალკეა გამოყოფილი ტენდერების გვერდი, მიუხედავად ამისა, გაზეთ 24 საათის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ტენდერების შესახებ უფრო ახალია, ვიდრე ანალოგიური ინფორმაცია ოფიციალურ საიტებზე;
•    საიტებზე ასევე არ არის განთავსებული სახელმწიფო ორგანოსა და ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს შორის გაფორმებული საზოგადოებრივ-სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულებების მოთხოვნები.

ბლოკი 8 - სახელმწიფო ორგანოების საკადრო პოლიტიკა:

•    ჩვენის ღრმა რწმენით, სახელმწიფო ორგანოების გამჭვირვალობის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია სახელმწიფო სტრუქტურაში არსებული ვაკანსიებისა და თანამდებობებზე მიღების წესების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა და მაქსიმალური ხელმისაწვდომობა. ამავე დროს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ რიგ სამინისტროებს ცალკე არა აქვთ გამოყოფილი ვაკანსიების გვერდი;
•    ხშირად ინფორმაცია გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ აქტუალობა დაკარგულია;
•    არ ქვეყნდება ჩატარებული კონკურსების შედეგები და არც კონკურსის შედეგების გასაჩივრების პროცედურებია აღწერილი.
•       მნიშვნელოვანი იქნებოდა ვებ-გვერდებზე საჯარო სამსახურის ბიუროს -    ჰტტპ://ცსბ.გოვ.გე საიტის ბმულის ცალკე არსებობაც.

ბლოკი 9 – საფინანსო პოლიტიკა:

•    სახელმწიფო ორგანოს გამჭვირვალობასა და მასზე სრულყოფილი საზოგადოებრივი კონტროლის შესახებ, პირველ რიგში, მეტყველებს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ანალიზმა ცხადყო, რომ სახელმწიფო ორგანოები სრულად არ ხსნიან ამ ინფორმაციას. გამოქვეყნებული ინფორმაცია უმეტესწილად შემოიფარგლება ბიუჯეტის ზოგადი მუხლების აღწერით, ხოლო წინა წლების ბიუჯეტის აღსრულება არასრულყოფილადაა მოცემული.

ბლოკები 10 - 11 - ინფორმაციის მარტივად აღქმის კრიტერიუმები და დამატებითი პარამეტრები:

•    ამ მხრივ ოფიციალური ვებ-გვერდები კარგად არის სტრუქტურირებული, უმეტეს საიტს აქვს საკუთარი რუკა, რაც აადვილებს ინფორმაციის მოძიებას. თუმცა შენიშვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ იშვიათია საიტებზე კონტექსტური საძიებო სისტემების არსებობა, ჩამოსატვირთი დოკუმენტების ზომისა და ფორმატის აღნიშვნა, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა;
•    მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო ორგანოს საიტი იძლევა ოფიციალური ინფორმაციის გამოწერის შესაძლებლობას, ფორუმისა თუ ინტერაქტიული გამოკითხვების მეშვეობით საზოგადოებრივი აზრის დაფიქსირების საშუალებას და ა.შ.

ჩატარებული მონიტორინგის შედეგების ანალიზი

ანალიზის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახელმწიფო ორგანოების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ ქმნის მომხმარებლისთვის, საჯარო უწყებების საქმიანობის ყველა ასპექტზე სრულ წარმოდგენას. ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა საბიუჯეტო სახსრების ათვისება, ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოების ხელთ არსებული საინფორმაციო სისტემების შესახებ, მონაცემები გაწეული და დაგეგმილი სამუშაოს შესახებ, კომპეტენციის სფეროს მაჩვენებლების სრული ანალიზი, კანონშემოქმედებითი საქმიანობა და საკადრო პოლიტიკა - ძალზედ არასრულადაა წარმოდგენილი.

სახელმწიფო ორგანოთა უმეტესობა ჯერჯერობით ვერ აღიქვამს საკუთარ ვებ-გვერდს, როგორც საკუთარ საქმიანობაზე სრული ინფორმაციის გავრცელების ეფექტურ საშუალებას, მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო საინფორმაციო რესურსების მოხმარების ხელმისაწვდომ ალტერნატივას/ბაზას.

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ორგანოები ჯერ კიდევ არ იყენებენ ინტერნეტს, როგორც მოქალაქეებთან და ორგანიზაციებთან ინტერაქტიული ურთიერთობის ეფექტურ გზას.

სახელმწიფო ორგანოს  წარმომადგენლობა ინტერნეტ-სივრცეში არა მხოლოდ როგორც ინფორმაციული ხასიათის ვებ-გვერდის, არამედ სახელმწიფო სერვისის ვებ-პორტალის სახით, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს შექმნილი. ასეთ ვითარებაში საქართველოში თანამედროვე ელექტრონულ მმართველობაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია.  


იმისთვის, რომ სახელმწიფო ორგანოების ოფიციალურ ვებ-გვერდებს ჰქონდეთ მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლები, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ ოთხ ძირითად კრიტერიუმს:

•    ვებ-გვერდების შინაარსის/კონტენტის საყოველთაოდ მიღებული ტექნიკური მაჩვენებლები;
•    ფიზიკური და იურიდიული პირების კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება ოფიციალური ვებ-გვერდებიდან საჯარო ინფორმაციის მიღების გზით;
•    საიტის შინაარსის შესატყვისობა საკანონმდებლო ნორმებთან, რომლებიც არეგულირებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის შესახებ;
•    სახელმწიფო ორგანოების ერთიან მიდგომას ოფიციალური ვებ-გვერდების შინაარსისა და სტრუქტურული წყობის მიმართ.


სამწუხაროდ, ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგმა დაადასტურა, რომ ყველა გამოკვლეულ ვებ-გვერდზე არსებობს ხარვეზები ოთხივე ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით. 

 

ფინანსთა სამინისტრო www.mof.ge 41.17%
საგარეო საქმეთა სამინისტრო www.mfa.gov.ge 24.76%
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო www.moe.gov.ge 23.76%
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო www.mes.gov.ge 22.45%
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო www.economy.gov.ge 22.26%
ენერგეტიკის სამინისტრო www.minenergy.gov.ge 21.60%
იუსტიციის სამინისტრო www.justice.gov.ge 20.05%
თავდაცვის სამინსიტრო www.mod.gov.ge 18.40%
შინაგან საქმეთა სამინისტრო www.police.ge 17.19%
სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში www.diaspora.gov.ge 14.88%
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო www.moh.gov.ge 14.68%
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო www.mcla.gov.ge 14.66%
სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში www.eu-nato.gov.ge 14.41%
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო www.mra.gov.ge 14.09%
სოფლის მეურნეობის სამინისტრო www.moa.gov.ge 13.87%
სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში www.smr.gov.ge 13.59%
კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო www.mcs.gov.ge 0.00%
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო www.mrdi.gov.ge

0.00%

 

 

 

 

 

 

 

ხელშეკრულება 

 

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

DFI სამუშაო ჯგუფის და ინსტიტუტის მოწვეული ექსპერტების მიერ ჩატარდება კვლევა მსოფლიოში ელექტრონული მთავრობების განვითარების და არსებული გამოწვევების, აგრეთვე საქართველოში ელექტრონული მმართველობისა და ინტერნეტ გამჭვირვალობის საკანონმდებლო საფუძვლების შესახებ.

იხილეთ მეტი →
პირველი 1 3 4 5 6 7 8 ბოლო შემდეგი