ღია მონაცემების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება ქუთაისის და ახალციხის მერიებისთვის (2019-2020) |
USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში / Tetra Tech ARD |
2019 |
$18,578 |
პროექტის სახელწოდება: ღია მონაცემების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება ქუთაისის და ახალციხის მერიებისთის (2019-2020) დონორი ორგანიზაცია: USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD პროექტის ნომერი: GGI-SUB-023 ბიუჯეტი: 50,160 ლარი ($18,578) ხანგრძლივობა: 03 მაისი, 2019 – 20 ოქტომბერი, 2019
მიზნები
GGI-ის მიზანია, დაეხმაროს ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიებს ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების პროცესში, რაც უზრუნველყოფს მონაცემების მეტ ხელმისაწვდომობას, თავსებადობასა და შემდგომ გამოყენებას. GGI-ის საბოლოო მიზანია პარტნიორი მუნიციპალიტეტების დახმარება ღირებული მონაცემთა ბაზების გამოქვეყნებაში, რათა დაკმაყოფილდეს ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური წრისა და სხვათა მოთხოვნები.
პროექტის კონკრეტული მიზანია ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიებს ღია მონაცემების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2019-2020), ასევე, მონიტორინგის მექანიზმების შექმნაში, რაც გააუმჯობესებს მონაცემთა მართვას და დაამკვიდრებს მონაცემების გასაჯაროების საუკეთესო პრაქტიკას, რაც სხვადასხვა ტიპის მთავარი პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების მნიშვნელოვანი ელემენტია.
პროექტის აქტივობები
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
- დეტალური მეთოდოლოგიის შემუშავება
- დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავება
- სიტუაციის ყოვლისმომცველი ანალიზის მომზადება
- სიტუაციური ანალიზის ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება
- მიგნებებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია
- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პირველადი ვერსიების შემუშავება
- საჯარო დისკუსიების ჩატარება (ფოკუს ჯგუფი)
- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების დასრულება
- ტრენინგ მოდულის შემუშავება
- შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება
- საბოლოო შედეგების ჩაბარება
დაგეგმილი ღონისძიებები
პროექტის ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიებს ღია მონაცემების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2019-2020), ასევე, მონიტორინგის მექანიზმების შექმნაში, რაც გააუმჯობესებს მონაცემთა მართვას და დაამკვიდრებს მონაცემების გასაჯაროების საუკეთესო პრაქტიკას, რაც სხვადასხვა ტიპის მთავარი პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების მნიშვნელოვანი ელემენტია.
იხილეთ მეტი →
|
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დახმარება თემატური მოკვლევის ჩატარებაში თემაზე - სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტები და პრაქტიკები |
United Nations Development Program (UNDP) |
2019 |
$5,613 |
პროექტის სახელწოდება: ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დახმარება თემატური მოკვლევის ჩატარებაში თემაზე - სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტები და პრაქტიკები დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ბიუჯეტი: $5,613 ხანგრძლივობა: მაისი, 2019 – ნოემბერი, 2019
პროექტის აღწერა
აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ღია და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე წლის 29 მაისს ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ (საბჭო) შექმნა სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების შემსწავლელი თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფი (სამუშაო ჯგუფი). საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო როლის გამოყენებით საბჭომ მიზნად დაისახა თანამონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობა არა მარტო საკანონდებლო, არამედ ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე.
საბჭოს გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის ჩატარების შესახებ გამომდინარეობდა პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით საქართველოში არსებული პრობლემებიდან. გადაწყვტილებათა მიღების თანამონაწილეობითი პროცესის დანერგვა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს (იხ.: ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, გამოწვევა 1, ვალდებულება 2; ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი 2017-2020, პრიორიტეტი 2.2; საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020, მიზანი 1). მიუხედავად აღნიშნულისა, ნელია მოცემული მიმართულებით პროგრესი. ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მმართველობის განვითარებისა და მენეჯმენტის მხარდაჭერის ინიციატივის (SIGMA) 2018 წლის შეფასებით, საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში საჯარო კონსულტაციების შეფასების კომპონენტში საქართველომ 0 ქულა მიიღო.
IDFI როგორც საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წვერი ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხზე, სამუშაო ჯგუფს მიაწვდის ექსპერტულ დახმარებას, რომელიც აუცილებელი იქნება თემატური მოკვლევის დაგეგმვის, ჩატარებისა და წარმატებით დასრულებისთვის.
პროექტის მიზანი
პროექტის მთავარი მიზანია თემატური მოკვლევის ჩატარების პროცესის ხელშეწყობა. ამ მიზნით IDFI შეიმუშავებს ყველა აუცილებელ მოსამზადებელ მასალებს, მონაწილეობას მიიღებს თემატური მოკვლევის შეხვედრებსა და ზეპირ მოსმენებში, გააანალიზებს მასალებს, შეისწავლის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოამზადებს თემატური მოკვლევის საბოლოო ანგარიშს. პროექტის ფარგლებში მომზადებულ ყველა დოკუმენტს, მასალების პარლამეტში ოფიციალურ რეგისტრაციამდე, IDFI შეათანხმებს სამუშაო ჯგუფის წევრებთან. პროექტის მთავარი პროდუქტი იქნება IDFI-ის მიერ მომზადებული და სამუშაო ჯგუფის მიერ დამტკიცებული თემატური მოკვლევის ანგარიში. ანგარიში სხვა საკითხებს შორის მოიცავს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ დაწესებულებებში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკისა და კანონმდებლობის შესწავლის პროცესში გამოვლენილ ძირითად მიგნებებსა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს.
სამოქმედო გეგმა
საგრანტო ხელშეკრულება
|
IDFI როგორც საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წვერი ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხზე, სამუშაო ჯგუფს მიაწვდის ექსპერტულ დახმარებას, რომელიც აუცილებელი იქნება თემატური მოკვლევის დაგეგმვის, ჩატარებისა და წარმატებით დასრულებისთვის.
იხილეთ მეტი →
|
სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის |
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი |
2019-2020 |
€33,670 |
პროექტის სახელწოდება: სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის
დონორი ორგანიზაცია: ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი პროექტის ნომერი: 21830043 ბიუჯეტი: 33,670 ევრო ხანგრძლივობა: 1 მარტი, 2019 – 29 თებერვალი, 2020 პარტნიორი ორგანიზაციები: KohoVolit.eu (ჩეხეთიდასლოვაკეთი), K-Monitor Public Benefit Association (უნგრეთი), ePaństwo Foundation (პოლონეთი)
საკონტაქტო პირი: ლევან ავალიშვილი
პროექტის მიზნები
პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს საქართველოში მოქმედი სადამკვირვებლო ჯგუფები და ზოგადად საზოგადოება, რათა მათ უფრო ეფექტურად შეძლონ ხელისუფლებაზე დაკვირვება და მისი გაკონტროლება. პროექტის მიზანია, ასევე, საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
1) ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების შესაძლებლობების გაზრდა მათი ზედამხედველობითი უნარების გაუმჯობესებითა და სადამკვირვებლო საქმიანობის წახალისებით;
2) საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდა ადვოკატირების სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით.
პროექტი გულისხმობს ერთიანი მიდგომის გამოყენებას საზოგადოებრივი ზედამხედველობის გასაძლიერებლად. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს სადამკვირვებლო ჯგუფებისთვის, მათი პროფესიული უნარების გამდიდრებით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, საგამოძიებო ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის თანამშრომლობის წახალისებითა და მეტ საჯარო მონაცემზე ხელმისაწვდომობის გაზრდით.
ეს მიდგომა მთელს ქვეყანაში კიდევ უფრო გაზრდის მაღალკვალიფიციური დამკვირვებლებისა და საგამოძიებო ჟურნალისტების რაოდენობას, რომლებსაც ექნებათ საკმარისი უნარები, რომ გააკონტროლონ საჯარო ფინანსების ხარჯვა. გარდა ამისა, სადამკვირვებლო საქმიანობის წახალისებით პროექტი გაზრდის საზოგადოების მხარდაჭერას კარგი მმართველობისადმი. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი პარტნიორების გამოცდილების გაზიარება ვიშეგრადის ქვეყნებიდან.
პროექტის შედეგები
1. ტრენინგისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოს მომზადება;
2. ვიშეგრადის ქვეყნებიდან პროექტის პარტნიორებთან კონსულტაციები;
3. სამუშაო შეხვედრები/პრაქტიკული ტრენინგები;
4. ჟურნალისტებისთვის/აქტივისტებისთვის/სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის კონსულტაციების უზრუნველყოფა; 5. ანალიტიკური/საგამოძიებო სტატიების მომზადება;
6. ვიზუალიზაციებისა და ინფორმაციული ვიდეოების მომზადება;
7. მონაცემთა ბაზების მომზადება და www.DataLab.ge-ის შემდგომი განვითარება;
8. ანალიტიკური/საგამოძიებო ანგარიშების/სტატიების კონკურსი;
9. სამუშაო შეხვედრები ღია მონაცემებზე;
10. საბოლოო პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები
პროექტის ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს საქართველოში მოქმედი სადამკვირვებლო ჯგუფები და ზოგადად საზოგადოება, რათა მათ უფრო ეფექტურად შეძლონ ხელისუფლებაზე დაკვირვება და მისი გაკონტროლება.
იხილეთ მეტი →
|
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში - 2018 |
USAID / EWMI ACCESS |
2019 |
$15,000 |
პროექტის სახელწოდება: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - 2018
დონორი ორგანიზაცია: USAID / EWMI - ACCESS
პროექტის ნომერი: G-1599-19-210-3023-20
სრული ბიუჯეტი: 15,000 აშშ დოლარი
ხანგრძლივობა: 15 მარტი – 15 ივნისი (2019)
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია საქართველოს საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ანალიზი და IDFI-ს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე ყველაზე ღია და დახურული უწყებების გამოვლენა.
პროექტის აქტივობები
- 2018 წლის განმავლობაში IDFI-ს მიერ დაახლოებით 250 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე მიღებული პასუხების შეფასება და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიშის მომზადება და საჯარო დაწესებულებების რეიტინგის შედგენა;
- სტატისტიკური მონაცემები ასახვა IDFI-ის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ელექტრონულ მოდულზე - https://idfi.ge/foi-statistics/
- ანგარიშის პრეზენტაცია და ყველაზე დახურული და ღია უწყებების დასახელება (დაჯილდოება შესაბამისი სიგელებით)
- ცენტრალური საჯარო დაწესებულებების (მთავრობის ადმინისტრაცია, პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სამინისტროები, სამინისტროებს დაქვემდებარებული სსიპ-ები) ვებგვერდებზე პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მონიტორინგი;
- ვებ-გვერდების მონიტორინგის შედეგად საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ხარისხის შეფასება;
- ცენტრალური საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ანგარიშისა და რეიტინგის შედგენა;
- საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის ამსახველი ინფოგრაფიკების, ვიზუალიზაციების და ვიდეორგოლების მომზადება და ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელება.
დაგეგმილი ღონისძიებები
პროექტის ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საქართველოს საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ანალიზი და IDFI-ს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე ყველაზე ღია და დახურული უწყებების გამოვლენა.
იხილეთ მეტი →
|
კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში (3G) |
Luminate |
2019-2022 |
$390,000 |
პროექტის სახელწოდება: კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში (3G) დონორი ორგანიზაცია: Luminate, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია გრანტის ოდენობა: 390,000 აშშ დოლარი გრანტის ხანგრძლივობა: იანვარი 1, 2019 – აპრილი 30, 2022
პროექტის აღწერა
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში საჯარო დაწესებულებებზე სამოქალაქო ზედამხედველობის გაზრდას, და ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას.
IDFI გეგმავს მონიტორინგი გაუწიოს რამდენად ეფექტური, გამჭვირვალე, ეთიკური და ანგარიშვალდებულია საჯარო მმართველობასთან და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობა, მოამზადოს საგამოძიებო და ანალიტიკური ნაშრომები, და გაზარდოს ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების სადამკვირვებლო დაანალიტიკური უნარები.
თავდაპირველად, პროექტი იმუშავებს თბილისის მასშტაბით, მეორე და მესამე წლის განმავლობაში მოიცავს მთელ ქვეყანას.
პროექტი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
- ანტიკორუფციული დღის წესრიგის წახალისება, საჯარო მონაცემებზე ხელმისაწვდომობის, ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ფისკალური პოლიტიკის განხორციელების შესახებ მონიტორინგის ანგარიშებისა და სიღრმისეული ანალიტიკური ნაშრომების მომზადებით;
- IDFI-ის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ხელისუფლების მონიტორინგისთვის ღია მონაცემებისა და არსებული ინტერნეტ და ინტერნეტმიღმა/ტრადიციული რესურსებისა და მექანიზმების გამოყენების შესახებ პრაქტიკული სახელმძღვანელოს მომზადება;
- პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის (ჟურნალისტები, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები) პრაქტიკული ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვა;
- გადამზადებული ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების ჩართულობით მონიტორინგის განხორციელება.
პროექტის ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში საჯარო დაწესებულებებზე სამოქალაქო ზედამხედველობის გაზრდას, და ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას.
იხილეთ მეტი →
|
საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში-გაგრძელება |
Deloitte Consulting / USAID |
2018-2019 |
$25,000 |
პროექტის სახელწოდება: საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში - გაგრძელება დონორი ორგანიზაცია: პროგრამა „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G), Deloitte Consulting / USAID პროექტის ნომერი: RFA#2018 – 016 გრანტის ოდენობა: 25,000.00 აშშ დოლარი პროექტის განხორციელების პერიოდი: 2018 წლის 20 დეკემბერი - 2019 წლის 12 ივლისი
პროექტის აღწერა
პროექტის ფარგლებში IDFI გააგრძელებს საჯარო-კერძო დიალოგის (PPD) ხარისხის შეფასებას. ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში (სამინისტროებში) კერძო-საჯარო დიალოგის ხარისხის შეფასებასთან ერთად, IDFI ჩაატარებს ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს საქართველოს რეგიონებში (სამ შერჩეულ მუნიციპალიტეტში - რუსთავი, თელავი, ოზურგეთი).
ამას გარდა, შერჩეული საკვანძო სამინისტროების მიერ დაგეგმილი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე კანონი ან რეგულაცია შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად და რა ხარისხით იყო უზრუნველყოფილი სამოქალაქო ჩართულობა. აღნიშნული გაიზომება საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ოთხი პარამეტრის შეფასებით:
- საჯარო პოლიტიკის შემუშავება და განვითარება;
- საკანონმდებლო პროცესი და საჯარო პოლიტიკის პროექტის შემუშავება;
- მარეგულირებელი ზემოქმედების შეფასება;
- ინფორმაციის გავრცელება და კომენტარები საზოგადოების მხრიდან.
შედეგად, თბილისსა და შერჩეულ სამიზნე რეგიონებში ჩატარდება საჯარო დისკუსიები; მომზადდება კანონების შეფასების პერიოდული და საბოლოო ანგარიშები; და დიალოგის ხარისხის კუთხით ყველაზე მაღალი შეფასების მქონე კანონპროექტი დაჯილდოვდება.
დაგეგმილი ღონისძიებები
პროექტის ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს კონსტრუქციულ დიალოგს საჯარო და კერძო სექტორებს შორის, და გააძლიეროს ორივე მხარის შესაძლებლობები იმისათვის, რომ შედგეს საჯარო პოლიტიკისა და საკანონმდებლო საკითხებზე ეფექტური თანამშრომლობა
იხილეთ მეტი →
|
საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეფორმის მხარდაჭერა |
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი / კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (POLoG) |
2018-2020 |
$25,852 |
პროექტის სახელწოდება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეფორმის მხარდაჭერა დონორი ორგანიზაცია: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი /კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) პროექტის ნომერი: G-1584-18-211-3024-20 გრანტის ოდენობა: 25, 852 აშშ დოლარი პროექტის ხანგრძლივობა: 15 დეკემბერი, 2018 – 31 იანვარი, 2020
პროექტის აღწერა
პროექტი შეეხება უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციური მოწყობის, უფლებამოსილებებისა და ფუნქციების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის, გათავისუფლებისა და ანგარიშვალდებულების, ასევე მოსამართლეთა სპეციალიზაციისა და საქმეთა განაწილების საკითხის შესწავლას.
კონსტიტუციის ახალი რედაქციით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს და მათ თანამდებობაზე უვადოდ ირჩევს საქართველოს პარლამენტი. იმავე წესით ხდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა 10 წლის ვადით. პროექტი ითვალისწინებს რეკომენდაციების წარდგენას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე, ასევე არსებული სამართლებრივი ჩარჩოსა და საერთაშორისო სტანდარტების შესწავლის საფუძველზე საბოლოო კვლევის ანგარიშის მომზადებას.
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციური რეფორმის მხარდაჭერა და საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირება.
პროექტის ამოცანები
- უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ანალიზი, არსებული გამოწვევებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება;
- საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე რეკომენდაციების წარდგენა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით;
- შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირება შესაბამის უწყებებთან.
აქტივობების განრიგი
პროექტის ბიუჯეტი
/public/upload/Magda/Keti Kukava/grant agreemant.pdf
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციური რეფორმის მხარდაჭერა და საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირება.
იხილეთ მეტი →
|
გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიის შემუშავება ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის |
GGI / Tetra Tech ARD / USAID -ის პროგრამა |
2018-2019 |
$13,074 |
პროექტის სახელწოდება: გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიის შემუშავება ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის დონორი ორგანიზაცია: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (Good Governance Initiative), Tetra Tech ARD პროექტის კოდი: GGI-SUB-015 სრული ბიუჯეტი: 35,300 ლარი ($13,074) ხანგრძლივობა: 11 ოქტომბერი , 2018 – 15 მარტი, 2019
პროექტის აღწერა
USAID-ის პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI)“ მხარს უჭერს ახალციხის მუნიციპალიტეტს განავითაროს საკუთარი მმართველობის შესაძლებლობები და გააძლიეროს შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ანტიკორუფციული სისტემის გაძლიერების ვალდებულება ღია მმართველობის პარტნიორობის 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით აიღო. აღნიშნული ვალდებულება გულისხმობს გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებას და მის განხორციელებას გულისხმობს, რაც შესაძლებლობას მიცემს ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებებს დაამკვიდრონ უფრო ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის სტანდარტები.
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერა გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და ადგილობრივი საჯარო მოხელეების შესაძლებლობების განვითარება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციის სფეროში.
პროექტის ამოცანები
ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ამოცანების მიღწევა:
- გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამის სამუშაო ჯგუფის შექმნის მხარდაჭერა;
- ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი, მათ შორის OECD-ის და GRECO-ს და მათი წევრი სახელმწიფოების პრაქტიკის შესწავლა;
- გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების კუთხით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო დაწესებულებებში არსებული ვითარების დეტალური ანალიზი და არსებული სამართლებრივი და პრაქტიკული ხარვეზების შესწავლა;
- არსებული სიტუაციის ანალიზის საფუძველზე გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაძლებლობების განვითარებისათვის სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება;
- სტრატეგიის და სამოქმედომ გეგმის მიღების და მათი ეროვნულ ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაში ინტეგრირების ადვოკატირება.
აქტივობების განრიგი
პროექტის ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერა გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და ადგილობრივი საჯარო მოხელეების შესაძლებლობების განვითარება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციის სფეროში.
იხილეთ მეტი →
|
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი - 2019 |
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) |
2018-2019 |
$60,203 |
პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი - 2019 დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) პროექტის კოდი: LDD/16/18 - 20828 სრული ბიუჯეტი: 60, 203 აშშ დოლარი (IDFI-ის წილი - 23,910 აშშ დოლარი) ხანგრძლივობა: 20 სექტემბერი, 2018 – 22 ივლისი, 2019 განმახორციელებელი ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC)
პრობლემის განსაზღვრა (არსებული სიტუაციის ანალიზი)
ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად დგას ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის რეფორმების გატარების აუცილებლობა. ამ მხრივ, რეფორმების უახლეს ტალღას წარმოადგენდა 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მიზნად ისახავდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდას.
ზოგადი სამართლებრივი ჩარჩოს უზრუნველყოფის მიუხედავად, მონაწილეობის ახალი და გადამუშავებული ფორმები (დასახლების საერთო კრება, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, პეტიცია, წარმომადგენლობითი ორგანოების სხდომებში მონაწილეობა, თანამდებობის პირთა და საკრებულოს წევრთა ანგარიშების მოსმენა) მუნიციპალიტეტებში არაერთგვაროვნად დაინერგა. ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება გამოიყოს:
მუნიციპალიტეტების ტექნიკურ-მატერიალური შესაძლებლობების, გამოცდილებისა და პოლიტიკური ნების ნაკლებობა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობა, მზაობა და უნარები, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში და საკუთარი წვლილი შეიტანონ ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია ინფორმირებული მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ. ასევე, უმნიშვნელოა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია ახლად დანერგილი მონაწილეობის მექანიზმების შესახებ.
მოსახლეობის დაბალ ინფორმირებულობასთან ერთად, პრობლემაა თავად მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ნაკლები აქტიურობა და ანგარიშვალდებულება, რაც წაახალისებდა ადგილობრივების ჩართვას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ამავდროულად, არაერთგვაროვანი და უარყოფითია მუნიციპალიტეტების მიერ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკაც. საქართველოს კანონმდებლობით, ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია ელექტრონულად, თუმცა არ არსებობს საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მარეგულირებელი ერთიანი სტანდარტი ან პოლიტიკა. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემია საქართველოს მუნიციპალიტეტების მაგალითზე.
პროექტის მიზანი
პროექტის საბოლოო მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება, თვითმმართველი ორგანოების მიერ გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესებით. ამისთვის, პროექტის კონკრეტული მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით მუნიციპალიტეტების ღიაობის და ანგარიშვალდებულების განმეორებითი შეფასება.
პროექტის ამოცანები
- პლატფორმა lsgindex.org-ის განახლება მუნიციპალიტეტების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების შესაფასებლად და მუნიციპალიტეტების შედარებითი რეიტინგების დასადგენად.
- ადგილობრივ შემფასებელთა კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლება.
- თითოეული თვითმმართველი ორგანოს შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება შეფასების შედეგებზე დაყრდნობით.
- მუნიციპალიტეტების ღიაობის და ანგარიშვალდებულების ეროვნული ანგარიშის მომზადება და პრეზენტაცია.
აქტივობების განრიგი
პროექტის ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება, თვითმმართველი ორგანოების მიერ გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესებით.
იხილეთ მეტი →
|
სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება 9 ქვეყანაში: ზიმბაბვე, ტანზანია, კენია, მალავი, ინდონეზია, ფილიპინები, გვატემალა, ბოლივია და კოსტა რიკა |
Hivos |
2018-2019 |
€28,450 |
პროექტის დასახელება: სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება 9 ქვეყანაში: ზიმბაბვე, ტანზანია, კენია, მალავი, ინდონეზია, ფილიპინები, გვატემალა, ბოლივია და კოსტა რიკა
დონორი ორგანიზაცია: Hivos
მთლიანი საგრანტო თანხა: EUR 28,450
პროექტის ნომერი: 1017089
შესრულების პერიოდი: სექტემბერი 2018 – მაისი 2019
შესავალი
პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობებისა და პრაქტიკის შეფასებას ზიმბაბვეში, ტანზანიაში, კენიაში, მალავიში, ინდონეზიაში, ფილიპინებში, გვატემალაში, ბოლივიასა და კოსტა რიკაში გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგის (TPPR) მეთოდოლოგიის გამოყენებით. შეფასების შედეგად დადგინდება, რამდენად არიან ეს ქვეყნები მზად დანერგონ თანამედროვე, ეფექტიანი სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, რომელიც ეფუძნება მონაცემთა გამჭვირვალობის პრინციპს. პროექტის საბოლოო მიზანია სამიზნე ქვეყნებში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღჭურვოს ინსტრუმენტებით, რომელთა გამოყენებითაც ისინი შეძლებენ სასარგებლო ცვლილებების ადვოკატირებას სახელმწიფო შესყიდვების სფეროში.
პროექტის აღწერა
სახელმწიფო შესყიდვები მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ მეხუთედს შეადგენს. ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში სამუშაოს, საქონლისა და მომსახურების შესყიდვა მთლიანი სამთავრობო ხარჯების მესამედია, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სფეროში კორუფციის, ფასთა შეთანხმებისა და სხვა უკანონო პრაქტიკის რისკის მართვა.
გამჭვირვალე, ელექტრონული, ეფექტიანი და ღია მონაცემებზე დაფუძნებული სახელმწიფო შესყიდვების სისტემების გარეშე კორუფცია შეუმჩნეველი რჩება მთავრობისთვის, მაკონტროლებელი ორგანიზაციებისთვის და საზოგადოებისთვის. მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობა გააძლიერებს მათ ხმას და შესაძლებელს გახდის სახელმწიფო შესყიდვების სისტემების გაუმჯობესებას.
გამჭვირვალე და ეფექტიანი სახელმწიფო შესყიდვების სისტემები ასევე უზრუნველყოფენ მოქალაქეების თანაბარ წვდომას საზოგადოებრივ საქონელსა და მომსახურებაზე. მაგალითად, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და სამხრეთ კორეის შესყიდვების სისტემები თოთოეულ მოქალაქეს აძლევს საშუალებას ჩაერთოს საჯარო რესურსების განაწილებაში და საჯარო ხარჯების მონიტორინგში.
Hivos-ის პორტფელში – „გახსენით კონტრაქტები“ – შემავალი ქვეყნების უმეტესობას აქვს საჯარო შესყიდვების პორტალი, თუმცა მათ არ გააჩნიათ თანამედროვე ელემენტები, როგორიცაა პლატფორმაში ჩაშენებული შესყიდვის სრულად ელექტრონული პროცედურები; ღია მონაცემებზე დაფუძნებული სისტემები, სადაც სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი შესყიდვების მონაცემების მიღება; დავების მოგვარების მექანიზმი და შესაბამისი პორტალი და ა.შ. ეს ხარვეზები გამომდინარეობს არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის ან ფინანსური რესურსების ნაკლებობიდან, არამედ არასრულყოფილი საკანონმდებლო ჩარჩოდან.
პროექტის მთავარი მიზანია ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით სამიზნე ქვეყნებში შეისწავლოს შესყიდვების კანონმდებლობის ნაკლოვანებები, შეიმუშაოს საკანონმდებლო ცვლილებები და შეაფასოს, არის თუ არა ამ ქვეყნების კანონმდებლობა მზად ღია, ელექტრონული და გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების სისტემის დასანერგად. შეფასებული ქვეყნები მოხვდებიან TPPR-ის საერთაშორისო რეიტინგში.
პროექტის აქტივობები:
აქტივობა 1 – პარტნიორი ორგანიზაციების გამოვლენა სამიზნე ქვეყნებში
პარტნიორი ორგანიზაციები შეირჩევიან Hivos-სთან თანამშრომლობით. შერჩევის შემდეგ, ორგანიზაციები გაივლიან TPPR მეთოდოლოგიის გამოყენების ტრენინგს.
აქტივობა 2 – სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შეფასება სამიზნე ქვეყნებში
პარტნიორი ორგანიზაციები გამოიყენებენ გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგის (TPPR) მეთოდოლოგიას, რათა შეაფასონ მათი ქვეყნის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა. მეთოდოლოგია შეიქმნა IDFI-ის მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შედეგად, როგორიცაა ღია კონტრაქტების პარტნიორობა (OGP), მსოფლიო ბანკი, EBRD-ის ექსპერტები.
TPPR-ის მეთოდოლოგია არის შესყიდვების კანონმდებლობის შეფასების მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია როგორც სამართლებრივი ჩარჩოს ისე პრაქტიკის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა. მეთოდოლოგიის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილოთ აქ.
აქტივობა 3 – სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება სამიზნე ქვეყნებში
IDFI და მისი პარტნიორები თითოეულ ქვეყანაში შეაგროვებენ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ მონაცემებს, რათა შესაძლებელი გახდეს შესყიდვების პრაქტიკის დასაბუთებული ანალიზი. მონაცემთა შეგროვების კითხვარი უკვე შექმნილია და წარმოადგენს თPPღ მეთოდოლოგიის ნაწილს. შეგროვებული მონაცემები შესაძლებელს გახდის ქვეყნების შედარებას.
აქტივობა 4 – სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისთვის რეკომენდაციების შემუშავება
საკანონმდებლო შეფასების საფუძველზე IDFI და მისი პარტნიორი ორგანიზაციები თითოეული ქვეყნისთვის შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და საკანონმდებლო პაკეტებს ღია, გამჭვირვალე და ეფექტიანი სახელმწიფო შესყიდვების სისტემების დასანერგად. ამის შემდეგ, პარტნიორი ორგანიზაციები გამოიყენებენ რეკომენდაციებსა და საკანონმდებლო პაკეტს ცვლილებების ადვოკატირებისთვის. საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს TPPR-ის საუკეთესო პრაქტიკას, ასევე TPPR ქსელის წევრი 20-ზე მეტი ქვეყნის გამოცდილებას.
პროექტის ბიუჯეტი
დაგეგმილი ღონისძიებები
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობებისა და პრაქტიკის შეფასებას ტანზანიაში, კენიაში, მალავიში, ინდონეზიაში, ფილიპინებში, გვატემალაში, ბოლივიასა და კოსტა რიკაში გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგის (TPPR) მეთოდოლოგიის გამოყენებით.
იხილეთ მეტი →
|
პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა საქართველოს საჯარო სამსახურში |
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - მმართველობის რეფორმის ფონდი (GRF), UK aid-ის ფინანსური დახმარებით |
2018 |
$35,600 |
პროექტის სახელწოდება: პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა საქართველოს საჯარო სამსახურში
დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) - მმართველობის რეფორმის ფონდი(GRF), UK Aid-ის და ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით
პროექტის ნომერი: 0095872
საგრანტო თანხა:: $35,600
პროექტის ხანგრძლივობა: 23 მაისი, 2018 – 31 იანვარი, 2019
არსებული ვითარება, პროექტის მიზანი და აღწერა:
საჯარო მოხელეთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა საჯარო სამსახურის რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც სახელმწიფოსთვის ეფექტური პროფესიული განვითარების სისტემის შექმნის ვალდებულებას ქმნის. მიუხედავად ამისა, პროფესიული განვითარების სისტემის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის აუცილებელია რამდენიმე წინასწარი ღონისძიების შესრულება.
საჯარო სამსახურის კონცეფციასთან ერთად, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი ადგენს, რომ პროფესიული განვითარების სტანდარტები, და პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის პროცედურები უნდა დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საჯარო სამსახურის ბიურომ მოამზადა დადგენილების პროექტი, თუმცა ის ჯერ არ დამტკიცებულა და არ მომხდარა მისი საჯარო განხილვა. დამატებით, გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით მოხდა ექსპერტის დაქირავება, რომელმაც მოამზადა ანგარიში და წარმოადგინა რეკომენდაციები პროფესიული განვითარების სისტემასთან დაკავშირებით.
პროფესიული განვითარების სისტემის სრულფასოვანი რეფორმისთვის აუცილებელია გამოკვლეული იქნეს სახელმწიფო ტრეინინგ ცენტრების შესაძლებლობები და განსაზღვრული იყოს თუ რა როლს თამაშობენ ისინი პროფესიული განვითარების ჩარჩოს ჩამოყალიბებაში.
ამჟამად საქართველოში 12 ტრეინინგ ცენტრი მოქმედებს სხვადასხვა სამინისტროს მმართველობის ქვეშ. აღნიშნული ტრეინინგ ცენტრები მომხმარებელს ტრეინინგ მოდულების/პროგრამების ფართო სპექტრს სთავაზობენ, რომლებიც ან ზოგადი ხასიათის არის ან მორგებულია მმართველი უწყების მიმდინარე საჭიროებებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ტრეინინგ ცენტრების სიღრმისეული ანალიზი აქამდე არ ჩატარებულა, შეუძლებელია იმის განსაზღვრა მისდევენ თუ არა აღნიშნული ტრეინინგ მოდულები/პროგრამები ერთიან სტანდარტებს და ითვალისწინებენ თუ არა ისინი საჯარო მოხელეთა განსხვავებულ საჭიროებებს. ამასთანავე, არ არის განსაზღვრული ტრეინინგ მოდულებით მხოლოდ საჯარო მოხელეები სარგებლობენ თუ ხელშეკრულებით დაქირავებული პირებიც.
პროექტის მთავარი ამოცანებია:
- პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბების მხარდაჭერისათვის, ტრეინინგ ცენტრებთან დაკავშირებული არსებული პრაქტიკის, ხარვეზების, შესაძლებლობების და ექსპერტიზის სიღრმისეული ანალიზი;
- კერძო ტრეინინგ ცენტრების, როგორც საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარების სისტემის შესაძლო მონაწილე მხარეების როლის, რესურსების და შესაძლებლობების გამოკვლევა;
- საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის ფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხელშეწყობა.
აქტივობების განრიგი:
პროექტის ბიუჯეტი
/public/upload/IDFI_2019/reports/par_audit_report_eng.pdf
საგრანტო ხელშეკრულება
|
მიზანია საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
იხილეთ მეტი →
|
ელექტრონული გამჭვირვალობის და ელექტრონული ჩართულობის ხელშეწყობა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში |
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) |
2018 |
$13,640 |
პროექტის სახელწოდება: ელექტრონული გამჭვირვალობის და ელექტრონული ჩართულობის ხელშეწყობა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში
დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
პროექტის ნომერი: LDD/08/18-20784
გრანტის ოდენობა: $13,640
პროექტის ხანგრძლივობა: 18 აპრილი 2018 – 18 ოქტომბერი 2018
პროექტის აღწერა და მიზანი
პროექტის მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესება , რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება სრულად გამოიყენონ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მათთვის მინიჭებული უფლებები და ზეგავლენა მოახდინონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.
ამ მიზნის მისაღწევად, IDFI დაამზადებს და მუნიციპალიტეტებს გადასცემს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ ვებგვერდებს, განავითარებს ადგილობრივი საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების შესაძლებლობებს ვებგვერდების მართვის კუთხით და გაზრდის ახალი ვებგვერდების შესახებ ცნობიერებას. ჯამში IDFI დაამზადებს 7 ახალ ვებგვერდს ბაღდათის, თერჯოლის, ზესტაფონის, ტყიბულის, სამტრედის, ჭიათურის და მესტიის მუნიციპალიტეტებისთვის.
ახალი ვებგვერდები IDFI-ს მიერ წარსულში დამზადებული ვებგვერდების იდენტური იქნება და აღიჭურვება სხვადასხვა მოდულებით, რომლებიც ხელს შეუწყობს გამჭვირვალობის და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ზრდას. ახალ ვებგევრდზე მოცემული იქნება ელექტრონული პეტიციები, გამოკითხვის მოდული, საჯარო ინფორმაციის გვერდი და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ელექტრონული ფორმა, ოფიციალური დოკუმენტების ბაზა, ბიუჯეტის დაგეგმვის მოდული და ა.შ.
დაგეგმილი ღონისძიებები
ბიუჯეტი
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესება, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება სრულად გამოიყენონ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მათთვის მინიჭებული უფლებები და ზეგავლენა მოახდინონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.
იხილეთ მეტი →
|
პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით |
ევროკავშირი (EU) |
2018-2020 |
€333,321.64 |
პროექტის სახელწოდება: PrIME - პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით
დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი (EU)
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით
პროექტის ნომერი: ENI/2018/396-009
სრული ბიუჯეტი: EUR 333,321.64; ევროკავშირი: EUR 299,989.48; პარტნიორების წილი: EUR 33, 332.16
ხანგრძლივობა: 14 მარტი, 2018 – 14 მაისი, 2020
PrIME - "პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით.
PrIME-ის მიზანია საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდა, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.
პროექტის სპეციფიური მიზნები ორად იყოფა:
1. საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა (შიდა დამოუკიდებლობა) პროკურატურის სტრატეგიის შესრულების, საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფისთვის;
2. ინსტიტუციებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა: საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიასა და ფართო საზოგადოებას შორის ისე, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს პროკურატურაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ.
პროექტის მიხედვით შემოთავაზებულია ყოვლისმომცველი მიდგომა, რომლის ფარგლებშიც IDFI და მისი პარტნიორები ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებენ: მონიტორინგი, ჟურნალისტური გამოძიება, შესაძლებლობების გაძლიერება, და ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება.
მონიტორინგის სრული პროცესი საბაზისო კვლევიდან პოლიტიკის რეკომენდაციებამდე მიმართულია პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდისკენ, და პროკურატურაში მიმდინარე პროცესებში საზოგადოების ჩართულობისა და მათი ინფორმირებულობისკენ. ეს პროცესი მოემსახურება საზოგადოების ჩართულობისა და მასთან დიალოგის გარეშე სამართალდამცავი სისტემების რეფორმირებისა და სხვადასხვა პოლიტიკის განხორციელების კულტურის ცვლილებას.
პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის პროცესში მედიის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოების ჩართულობის მისაღწევად. გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული საგამოძიებო ვიდეო მასალით საზოგადოებას მიეწოდება ნათელი და ობიექტური ინფორმაცია საქმისწარმოების შესახებ, და უზრუნველყოფს სამართალდამცავი სისტემების ობიექტურ მუშაობასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას. ვიდეო მასალის გავრცელების შედეგად შეკრებილი საზოგადოებრივი ყურადღება მიმართული იქნება კონკრეტულ საქმეებზე, რაც ხელს შეუწყობს შესაძლო გარე (პოლიტიკურ თუ სხვა) გავლენის მოხდენის შესაძლებლობას გამოძიებასა და სამართალწარმოებაზე. იმისათვის, რომ დისკუსია არ ჩაცხრეს აღნიშნულ საქმეზე, ვიდეოების გავრცელების შემდეგ, წელიწადში ერთხელ, გაიმართება ფოკუს ჯგუფები, საგამოძიებო ვიდეოებში წარმოდგენილი საქმეების შეჯამებისა და მსგავს გახმაურებულ საქმეებზე მსჯელობის მიზნით.
ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების აქტივობების შინაარსი დაფუძნებული იქნება მონიტორინგისა და ჟურნალისტური გამოძიების მონაცემთა და გამოწვევების ანალიზზე. ცნობიერების ამაღლების აქტივობები განხორციელდება ორი ძირითადი მიმართულებით: პროექტებისა და მისი კომპონენტების შესახებ, და დემოკრატიულ საზოგადოებაში პროკურატურის როლისა და იქ მიმდინარე რეფორმების შესახებ.
პროკურორთა და გამომძიებლების შესაძლებლობების გაძლიერება პირდაპირ იქნება დაკავშირებული პროექტის ძირითად მიზანთან. ყურადღება გამახვილებული იქნება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებსა და ქალთა მიმართ ძალადობაზე, რადგან დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულები საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. სასწავლო ვიზიტი, რომელიც განხორციელდება ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანაში, რომელიც წარმატებით ებრძვის ასეთ დანაშაულებს, ღირებული იქნება პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის.
ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით პროექტი PrIME შემდეგი შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად:
- საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა საზოგადოების წინაშე, პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ანგარიშების მომზადების, გახმაურებული საქმეების მონიტორინგის და პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ექსპერტული დისკუსიების ჩატარების გზით;
- ფართო საზოგადოებისა და მედიის ინტერესისა და ცნობიერების ამაღლება პროკურატურისა და იმ საკითხების შესახებ, რომლებიც რეფორმას საჭიროებს;
- პროკურორების შესაძლებლობების გაძლიერება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის და ასეთი დანაშაულებისთვის ზუსტი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საჭიროებისამებრ;
- პროკურატურასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გაღრმავება ინსტიტუციის შიგნით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ღია დისკუსიების ხელშეწყობის მიზნით.
დაგეგმილი ღონისძიებები
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდა, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.
იხილეთ მეტი →
|
სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა |
ევროკავშირი (EU) |
2018-2020 |
€45,900 |
პროექტის სახელწოდება: სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა
დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი (EU)
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) თანამშრომლობით
პროექტის ნომერი: ENI/2018/395-919
სრული ბიუჯეტი: EUR 267,780; IDFI-ის წილი EUR 45,900
ხანგრძლივობა: მაისი, 2018 - 2020
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში, მათი ცნობიერების ამაღლების და მობილიზაციის გზით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება:
- ბოლო წლების მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად დანერგილი საქმეთა ელექტრონული განაწილების ახალი სისტემის მუშაობისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის მონიტორინგი და პერიოდული მონიტორინგის ანგარიშების მომზადება;
- სასამართლო ხელისუფლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის და სხვა დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი და ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადება;
- მოსამართლის როლზე სოციოლოგიური კვლევა პროფესიული ჯგუფების, მათ შორის მოსამართლეების, მონაწილეობით;
- საზოგადოებრივი აზრის კვლევა სასამართლო რეფორმებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე;
- სასამართლო სისტემაში მიმდინარე ძირითადი მოვლენების მედიაში გაშუქების მონიტორინგი;
- საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრები მოსამართლეებთან;
- სამუშაო შეხვედრა გენდერული ბარიერების დაძლევის გზებზე სასამართლოში;
- ეტაპობრივი სასტიპენდიო პროგრამების გამოცხადება აკადემიური წრის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და იურისტებისთვის თემატური ბლოგების, სტატიების, ესეების მოსამზადებლად;
- მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ონლაინ ჟურნალის გამოცემა და პრეზენტაცია თბილისსა და რეგიონებში;
- სამუშაო შეხვედრა სტუდენტებისთვის, აქტივისტებისა და დაინტერესებული ჯგუფებისთვის შემდეგ საკითხებზე: ნარკოპოლიტიკა, საჯარო პროტესტები, ურბანული საკითხები, თანასწორობის თემები და მართლმსაჯულების სისტემის როლი.
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით.
იხილეთ მეტი →
|
საქართველოში მოსამართლეთა პროფესიული განათლების სისტემის ანალიზი |
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი |
2018 |
$40,515 |
პროექტის სახელწოდება: საქართველოში მოსამართლეთა პროფესიული განათლების სისტემის ანალიზი
დონორი ორგანიზაცია: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი / კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (POLoG)
პარტნიორი ორგანიზაცია: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
პროექტის ნომერი: G-1503-18-211-3024-20
გრანტის ოდენობა: 40,515 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 15 თებერვალი, 2018 – 15 ნოემბერი, 2018
პროექტის მიზანია კრიტიკულად გაანალიზებულ იქნას იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობა და მოსამართლეთა განათლების ადრეული სისტემა, რათა გამოვლენილ იქნეს არსებული ხარვეზები და გამოწვევები რომლებიც სისტემაში არსებობს. პროექტი მიზნად ისახავს შესაბამისი დასკვნების და რეკომენდაციების მომზადებას, რომლებიც დაეფუძნება არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს და პრაქტიკის სრულყოფილ კვლევას.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
- არსებული კანონმდებლობის სრულყოფილი ანალიზი და ხარვეზების გამოვლენა;
- იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურიკულუმის ანალიზი;
- იუსტიციის უმაღლესი სკოლის სემინარების სისტემის, სავალდებულო სტაჟირების და მათი მნიშვნელობის შეფასება;
- მიგნებების და რეკომენდაციების პრეზენტაცია და ადვოკატირება.
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია კრიტიკულად გაანალიზებულ იქნას იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობა და მოსამართლეთა განათლების ადრეული სისტემა, რათა გამოვლენილ იქნეს არსებული ხარვეზები და გამოწვევები რომლებიც სისტემაში არსებობს.
იხილეთ მეტი →
|
მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის ეროვნულ დონეზე ინტეგრირების ხელშეწყობა |
გაეროს განვითარების პროგრამა– მმართველობის რეფორმის ფონდი/შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო |
2017-2018 |
$82,440 |
პროექტის სახელწოდება: მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის ეროვნულ დონეზე ინტეგრირების ხელშეწყობა
დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) – მმართველობის რეფორმის ფონდი (Governance Reform Fund); SIDA -შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
პროექტის ნომერი: 00097412
საგრანტო თანხა: $82,440
პროექტის ხანგრძლივობა: 25 დეკემბერი 2017 – 25 სექტემბერი 2018
პრობლემის აღწერა
საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე ინტეგრირებისთვის მაღალი დონის პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა. 2017 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც მდგრადი განვითარების მაკოორდინირებელმა უწყებამ, მოახდინა მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგის საბჭოს ინსტიტუციონალიზაცია მის ოთხ სამუშაო ჯგუფთან ერთად: სოციალური ჩართულობის, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული მმართველობისა და მდგრადი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფები. გარდა კოორდინაციის მექანიზმისა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) და მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან ერთად მუშაობს ელექტრონული მართვის სიტემაზე, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ეფექტური მონიტორისთვის. სისტემის სატესტო რეჟიმში გაშვებისა და ამოქმედების შემდეგ, 2018 წელს, სისტემის ეფექტიანი გამოყენებისთვის ყველა ჩართული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებელ თანამშრომელს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი.
საბჭოს ფორმირების შემდგომ, საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს მისი შესაძლებლობების გაძლიერებას და მის ქცევას ეფექტიან მაკოორდინირებელ და საზედამხედველო პლატფორმად. ამ მიზნისთვის, მთავრობის ადმინისტრაცია მზადაა რეგულარულად უზრუნველყოს საბჭოს შეხვედრების ჩატარება. ერთის მხრივ საბჭოს ფუნქცია იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, ხოლო მეორეს მხრივ, სამუშაო ჯგუფები სპეციალურ თემატურ მიმართულებებზე იმუშავებენ და სხვადასხვა უწყებას გაუწევენ კოორდინაციას შინაარსის და მონაცემების შეგროვების და მდგრადი განვითარების სამიზნეების არსებულ და მომავალ ეროვნულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში ასახვის საკითხში. მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში დღეს არსებული უმთავრესი გამოწვევაა მონაცემების შეგროვებისა და მათი დამუშავების სტანდარტები. მომავალი წლიდან მონიტორინგის ანგარიშების შემუშავების აუცილებლობა საბჭოსა და სამუშაო ჯგუფებისგან მონაცემების შეგროვების საკითხში საკვანძო როლის შესრულებას მოითხოვს. რასაც დასჭირდება ექსპერტის ჩართულობა თითოეული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში და მისი დახმარება სამიზნეების ინტეგრაციის პროცესში სიზუსტის უზრუნველსაყოფად, რაც შექმნის მნიშვნელოვან საფუძველს სამომავლოდ სამიზნეების ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებში ასახვისთვის.
მიუხედავად განხორციელებული პროექტის - „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარებული ყოვლისმომცველი ცნობიერების ამაღლების კამპანიისა, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების ჩართულობის ნაკლებობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში კვლავ გამოწვევად რჩება. ამ ეტაპზე საჭიროა მიზნობრივი მიდგომა ცნობიერების ამაღლების პროცესში იმისათვის, რომ წახალისდეს აღნიშნული ჯგუფების ჩართულობა პროცესში.
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, მდგრადი განვითრების მიზნების მონიტორინგის საბჭოსა და მისი ოთხი სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერა კოორდინაციისა და მონაცემთა შეგროვების პროცესში. ამასთან, პროექტი მიზნად ისახავს საჯარო მოსამსახურეთა შესაძლებლობების გაძლიერებას ელექტრონული მონიტორინგის სისტემის გამოყენებაში და მათ ხელშეწყობას მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის პირველი ანგარიშის მომზადების პროცესში. პროექტის ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას მდგრადი განვითრების მიზნების შესახებ.
მიზნების განსახორციელებლად პროცესში ჩაერთვებიან ადგილობრივი მონაცემთა და პოლიტიკის ექსპერტები. მონაცემთა ექსპერტები გააძლიერებენ სამუშაო ჯგუფებს მონაცემთა შეგროვების მიმართულებით. ხოლო, პოლიტიკის ექსპერტი უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების მიზნების დაკავშირებას ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებთან.
ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ჩატარდება თემატური დისკუსიები არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, შეხვედრები კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.
პროექტის ამოცანები
- მდგრადი განვითარების მიზნების წამყვანი ეროვნული მექანიზმების მონაცემთა შეგროვების და საკოორდინაციო პრაქტიკების გაუმჯობესება ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების გზით;
- საჯარო მოსამსახურეთა შესაძლებლობების გაძლიერება მონიტორინგის ნაწილში, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ეფექტურობის გასაზომად და მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის პირველი ანგარიშის შემუშავების მხარდაჭერა;
- საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გლობალურ, რეგიონული და ეროვნულ სიახლეებზე, სპეციალური ფოკუსით არასამთავრობო ორგანიზაციებზე, კერძო სექტორსა და აკადემიურ წრეებზე.
მოსალოდნელი შედეგები
- მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ მონაცემთა შეგროვების სტანდარტები საბჭოს, სამუშაო ჯგუფების და მთავრობის ადმინისტრაციის საქმიანობაში გაძლიერებულია;
- მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში ჩართულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ ელექტრონული მართვის სისტემის გამოყენების შესაძლებლობები გაძლიერებულია;
- მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი ამოცანები დაკავშირებულია ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტებთან;
- მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის პირველი ანგარიში შემუშავებული და გავრცელებულია;
- არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და აკადემიის ჩართულობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში გაზრდილია.
დაგეგმილი ღონისძიებები
ბიუჯეტი
/public/upload/IDFI_Photos_2018/general/Audit_Report_UNDP_SDG_2.pdf
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, მდგრადი განვითრების მიზნების მონიტორინგის საბჭოსა და მისი ოთხი სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერა კოორდინაციისა და მონაცემთა შეგროვების პროცესში.
იხილეთ მეტი →
|
ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სახელმწიფო არქივის ღიაობის ხელშეწყობა |
ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) |
2017-2018 |
$84,155.5 |
გრანტის დასახელება: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სახელმწიფო არქივის ღიაობის ხელშეწყობა დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) გრანტის მიმღები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მთლიანი საგრანტო თანხა: 84,155.5 აშშ დოლარი პროექტის ნომერი: OR2017-34436 შესრულების პერიოდი: 2017 წლის 1 ნოემბერი - 2018 წლის 31 ოქტომბერი
არსებული მდგომარეობა
საბჭოთა არქივებსა და დოკუმენტებზე თავისუფალი წვდომის საკითხი ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებში კვლავ სადაო თემად რჩება. დემოკრატიზაციისა და საბჭოთა წარსულის გააზრების პროცესები ამ სახელმწიფოებში ერთმანეთისგან განსხვავებულად მიმდინარეობდა. ამან განაპირობა სახელმწიფოთა განსხვავებული მიდგომები არქივების მიმართ. ზოგიერთ სახელმწიფოში საბჭოთა ეპოქის დოკუმენტები საიდუმლოა, მკვლევარებსა და ისტორიკოსებს კი არ აქვთ არქივებზე წვდომა, ზოგიერთში ისინი მხოლოდ ნაწილობრივაა ღია.
საბჭოთა მმართველობის 70 წლიან პერიოდში, ისტორია გამოიყენებოდა როგორც იდეოლოგიური იარაღი, რომელიც არ ეყრდნობოდა რეალურ ფაქტებსა და სიმართლეს. იგი სავსე იყო ფალსიფიკაციებით, მცდარი ინტერპრეტაციებითა და კომუნისტური პოსტულატებით. კომუნისტები გულწრფელები მხოლოდ იმ საიდუმლო დოკუმენტებში იყვნენ, რომელსაც საბჭოთა ბიუროკრატები მმართველობის უმაღლეს რგოლსა და ელიტაში ავრცელებდნენ.
საბჭოთა წარსულის ზუსტი და სწორი გადახედვა არის წარსულის მართებული გააზრების ქვაკუთხედი. ახლად გამოქვეყნებული საარქივო დოკუმენტები ხელს შეუწყობს ისტორიოგრაფიის განვითარებას, ერების კოლექტიური მახსოვრობის ფორმირებას, იმ ცრუ ინფორმაციისა და მითების დამსხვრევას, რომელიც დამკვიდრებულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ნეოსტალინისტებისა და თანამედროვე კრემლის პროპაგანდის საშუალებით.
პროექტის აღწერა
პროექტის მთავარი მიზანია საბჭოთა არქივების ღიაობის უზრუნველყოფა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს მიზანი მიიღწევა რამდენიმე ღონისძიებისა და მოქმედების შედეგად. პირველ რიგში, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე შეიქმნება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მკვლევარების ქსელი, რომლებიც საბჭოთა არქივების ღიაობის საკითხებზე იმუშავებენ. ამას გარდა, პოსტსაბჭოთა სივრცის არქივების ღიაობის საკითხებზე საფუძვლიანი კვლევა ჩატარდება, რათა ნათელი ხედვა გაჩნდეს იმის შესახებ, თუ როგორ და სად უნდა მოვითხოვოთ მეტი ღიაობა.
პროექტის შედეგად პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნება არქივების ღიაობის ერთიანი სტანდარტი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ არქივების ხელმისაწვდომობას, არამედ მათი შემადგენელი მონაცემების ფორმატსაც. პროექტი წაახალისებს საარქივო დოკუმენტების ციფრულ ფორმატში ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, ქვეყნებს შორის საარქივო მასალების გაცვლის გასაუმჯობესებლად შეიქმნება სპეციალური მკვლევართა ქსელი. დამყარდება კავშირი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების არქივებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივ კვლევებსა და დოკუმენტაციის გაცვლას. ქსელი ასევე იმუშავებს არქივებთან წვდომის სამართლებრივ და პრაქტიკულ ასპექტებზე, ადვოკატირებაზე, გამოცდილების გაზიარებასა და მონაწილე ქვეყნებში საბჭოთა კვლევების შესახებ ერთობლივი კვლევითი პროექტების ინიცირებაზე.
პროექტის მიზნები
- პოსტსაბჭოთა სივრცეში არქივების ღიაობაზე მომუშავე მკვლევარებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შექმნა
- პოსტსაბჭოთა სივრცეში არქივების ღიაობის მხარდაჭერა
აქტივობები
- პოსტსაბჭოთა სივრცეში პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირება: უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, შუა აზიის ქვეყნები, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი.
- კონფერენციის ორგანიზება თბილისში თემაზე არქივების ღიაობა მონაწილე ქვეყნებში, არქივებზე ხელმისაწვდომობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, მკვლევართა როლი, როგორც შუამავლები სახელმწიფო სუბიექტებს შორის.
- კვლევის მომზადება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საბჭოთა არქივების ხელმისაწვდომობაზე.
- ვებგვერდის შექმნა, სადაც გამოქვეყნებდა პოსტსაბჭოთა სივრცეში საარქივო ღიაობის შესახებ კვლევის შედეგები.
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მთავარი მიზანია საბჭოთა არქივების ღიაობის უზრუნველყოფა პოსტსაბჭოთა სივრცეში.
იხილეთ მეტი →
|
გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგი - სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და აღსრულების პროცესის შეფასება ევრაზიის რეგიონში და მის მიღმა |
ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) |
2017-2019 |
$155,292 |
გრანტის დასახელება: გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგი - სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და აღსრულების პროცესის შეფასება ევრაზიის რეგიონში და მის მიღმა დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) გრანტის მიმღები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მთლიანი საგრანტო თანხა: 155, 292 აშშ დოლარი პროექტის ნომერი: OR2017-34436 შესრულების პერიოდი: 2017 წლის 1 ნოემბერი - 2019 წლის 31 მაისი
არსებული მდგომარეობა
საჯარო შესყიდვები ითვლება კორუფციის მაღალი რისკის შემცველ სფეროდ, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში. სახელმწიფო შესყიდვები შეადგენს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მეხუთედს. ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე განვითარებულ ქვეყნებში საქონლისა და მომსახურების შესყიდვა შეადგენს საერთო სახელმწიფო ხარჯების მესამედს, შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვები შესაძლოა კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავდეს, უკანონო გარიგეგების, კოლუზიისა თუ სხვა უკანონო პრაქტიკების მხრივ. გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გარეშე, რომელიც ეფუძნება ელექტრონულ საშუალებებს, API-ის და ღია მონაცემებს, კორუფცია შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს სახელმწიფო ორგანოებისთვის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო შესყიდვების სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა.
სწორედ ამიტომ, 2016 წელს, IDFI-მ შეიმუშავა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შეფასების საერთო სტანდარტი (მეთოდოლოგია), რომელიც 6 საპილოტე ქვეყანაში იქნა გამოყენებული: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. შეფასების შედეგად შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის რეიტინგი, რომელიც ეფუძნება ყველა იმ ძირითად მახასიათებელს, რაც ნებისმიერ გამართულ სახელმწიფო შესყიდვების სისტემას უნდა გააჩნდეს: გამჭვირვალობა, ეფექტიანობა, ანგარიშვალდებულება და კეთილსინდისიერება, საკანონმდებლო ჩარჩოს ერთიანობა, კონკურენტუნარიანობა და მიუკერძოებლობა. ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებით ასევე შეფასდა თითოეული მონაწილე ქვეყნის კანონმდებლობის აღსრულება, რის შედეგადაც გამოვლინდა ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკაში და შემუშავებულ იქნა ამ ხარვეზების დაძლევის რეკომენდაციები.
პროექტის აღწერა
პროექტი მიზნად ისახავს პროექტის - "გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგის (TPPR) - სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და აღსრულების პროცესის შეფასება ევრაზიის რეგიონში" გაგრძელებას და გაფართოებას ალბანეთსა და მონღოლეთში, ცენტრალური აზიისა (ყაზახეთი, ყირგიზეთი) და ვიშეგრადის ქვეყნებში (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი), საერთო სტანდარტით საკანონმდებლო ბაზის შეფასების მიზნით.
პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების ორაგანიზაციების თანამშრომლობით შეიქმნას უნიკალური პროდუქტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ქვეყნების რანჟირება სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობების მიხედვით, და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება კვლევებსა და ინფორმაციის გაცვლაზე დაფუძნებით. სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის შედეგად 6 აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყანაში შეიქმნა სტანდარტიზებული მეთოდოლოგია, რომელიც შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ქვეყნებში შესყიდვების კანონმდებლობების შეფასებას, მათ შედარებას და რეიტინგის წარმოებას. მეთოდოლოგია ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში იყო გამოცდილი.
ზემოთაღნიშნული რეგიონები იქნა არჩეული პროექტის გაფართოებისთვის, რათა მრავალფეროვანი სახელმწიფო შესყიდვების სისტემების დაფარვა ყოფილიყო შესაძლებელი. ცენტრალური აზიის, ვიშეგრადისა და ბალკანეთის ქვეყნებში განსხვავებული პოლიტიკური სისტემები აქვთ, რაც გავლენას ახდენს მათ სახელმწიფო შესყიდვების სისტემებზე.
გარდა დამატებით 8 ქვეყანაზე გაფართოებისა, პროექტში მეტი ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის ცვლილების ადვოკატირებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს სტანდარტიზებული კითხვარის შექმნას კანონმდებლობის აღსრულების შესაფასებლად, რაც ქვეყნების უკეთ შედარებას გახდის შესაძლებელს.
პროექტის მიზნები
- გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგის (TPPR) ქსელის გაფართოება (კანონმდებლობების შეფასებები, მათი განხორციელების შეფასებები) - სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობების განხორციელების შეფასების სტანდარტიზება - სამოქალაქო საზოგადოების ქსელის გაფართოება სამიზნე ქვეყნებში - მიზნობრივი ადვოკატირების კამპანიების ჩატარება შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, საჯარო მოხელეებთან, ბიზნესის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტი მიზნად ისახავს პროექტის - "გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგის (TPPR) - სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და აღსრულების პროცესის შეფასება ევრაზიის რეგიონში" გაგრძელებას და გაფართოვებას ალბანეთსა და მონღოლეთში, ცენტრალური აზიისა (ყაზახეთი, ყირგიზეთი) და ვიშეგრადის ქვეყნებში (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი), საერთო სტანდარტით საკანონმდებლო ბაზის შეფასების მიზნით.
იხილეთ მეტი →
|
კლიენტელიზმთან ბრძოლა ადგილობრივ ინვესტიციებსა და ფინანსურ გადარიცხვებში |
ღია საზოგადოების ინიციატივა ევროპისთვის / ექსპერტთა ფორუმის ასოციაცია |
2017-2019 |
$8,360 |
პროექტის დასახელება: კლიენტელიზმთან ბრძოლა ადგილობრივ ინვესტიციებსა და ფინანსურ გადარიცხვებში (CC-LIFT)
დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ინიციატივა ევროპისთვის, ექსპერტთა ფორუმის ასოციაცია (EFOR)
საგრანტო თანხა: 8,360 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 2017 წლის ნოემბერი - 2019 წლის თებერვალი
პროექტის ამოცანები და მიზნები
პროექტი (CC-LIFT) სამ ქვეყანაში – რუმინეთში, მოლდოვასა და საქართველოში მოქმედებს. იგი მიმართულია ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებისთვის გადარიცხული თანხების მონიტორინგის მექანიზმების განვითარებისკენ. ამისთვის იგი ეხმარება ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საბიუჯეტო პროცედურების გაკონტროლებაში და საბიუჯეტო რესურსების განაწილების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ დებატების წამოწყებაში.
პროექტის ზოგადი მიზანია ხელი შეუწყოს რუმინეთში, მოლდოვასა და საქართველოში ბიუჯეტისა და შესყიდვების ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას. მისი კონკრეტული ამოცანაა დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაერთოს ბიუჯეტის ზედამხედველობისა და საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესებში.
პროექტის მეშვეობით, სამი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შექმნიან მექანიზმებს, გაცვლიან პრაქტიკას და ზედამხედველობას გაუწევენ საბიუჯეტო მუნიციპალურ ტრანსფერებსა და მათ ფარგლებში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს. ისინი ხელს შეუწყობენ დებატების დაწყებას სახელმწიფოსა და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას შორის საჯარო ფინანსების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების საკითხზე. მიზნის მისაღწევად:
1. საბიუჯეტო ტრანსფერების შესახებ ძირითადი მონაცემები გამოისახება მარტივი ვიზუალური საშუალებებით, რათა გაიზარდოს ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესების გამჭვირვალობა.
2. საბიუჯეტო ტრანსფერების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ჩატარდება ადვოკატირების ღონისძიებები ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან.
3. სამიზნე ქვეყნების 15 მუნიციპალიტეტში (6 რუმინეთში, 6 მოლდოვაში და 3 საქართველოში) ადგილობრივ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ჩაუტარდებათ საბიუჯეტო და შესყიდვების პროცესების მონიტორინგის ტრენინგები.
აქტივობები
A1. წინასწარი კვლევა
A2. მონაცემთა შეგროვება და ანალიზი 3 სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის
A3. აქტივისტების მოძებნა სამიზნე მუნიციპალიტეტებში
A4. სამი ტრენინგის ჩატარება
A5. საჯარო დებატების მოწყობა ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის შესახებ
A6. ცენტრალური ბიუჯეტის ასიგნებების მონიტორინგი
A7. კლიენტელიზმის რუკა და პრესკონფერენციები
A8. სახელმწიფო შესყიდვების ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება
A9. პერიოდული საინფორმაციო ბიულეტენების მომზადება და გამოქვეყნება
მოსალოდნელი შედეგები
- შეიქმნება ვიზუალური ინსტრუმენტების კომპლექტი, რომელიც გასაგებად წარმოაჩენს საბიუჯეტო მონაცემებს და რომლის განახლებაც ყოველწლიურად იქნება შესაძლებელი. ვიზუალიზაციები გავრცელდება საზოგადოებრივი და მედია ღონისძიებების საშუალებით.
- შეიქმნება საბიუჯეტო გამჭვირვალობისა და მუნიციპალური გადარიცხვების (ტრანსფერების) მონიტორინგისა და ადვოკატირების მეთოდოლოგია.
- შეიქმნება ადგილობრივი მოქალაქე-აქტივისტებისა და ჟურნალისტების ერთობა, რომელიც საბიუჯეტო და შესყიდვების სფეროებში გაივლის ტრენინგს და უშუალოდ ჩაერთვება ადგილობრივ დონეზე მონიტორინგსა და კლიენტელიზმის გამოვლენაში.
- გაჩნდება საზოგადოებრივი ზეწოლა სამივე ქვეყანაში, რათა საბიუჯეტო გადარიცხვები და საჯარო რესურსების გამოყენება გათავისუფლდეს კლიენტელიზმისგან და გახდეს უფრო გამჭვირვალე.
- პროექტის შედეგებზე დაყრდნობით, მომავალში, გაჩნდება დადებითი ცვლილებების მიღებისკენ მიმართული საერთაშორისო ზეწოლა.
დაგეგმილი ღონისძიებები
პროექტის ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
მიზანია ხელი შეუწყოს რუმინეთში, მოლდოვასა და საქართველოში ბიუჯეტისა და შესყიდვების ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას.
იხილეთ მეტი →
|
ციფრული წიგნიერება და ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში |
ამერიკის იურისტთა ასოციაცია (მისი სამართლიანობისა და განათლების ფონდის დახმარებით) |
2017 |
$7,999 |
პროექტის სახელწოდება: ციფრული წიგნიერება და ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში
პროექტის დაფინანსება: ამერიკის იურისტთა ასოციაცია (მისი სამართლიანობისა და განათლების ფონდის დახმარებით)
პროექტის ნომერი: S-LMAQM-16-GR-1095
პროექტის ბიუჯეტი: 7,999 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2017 – 31 იანვარი, 2018
პროექტის მიზნები და ამოცანები
პროექტის ზოგადი მიზანი საქართველოში ინტერნეტის თავისუფლებისა და ციფრული წიგნიერების გაძლიერებაა.
მიზნის მისაღწევად პროექტის მთავარი ამოცანებია:
- დაინტერესებულ მხარეთა შორის დიალოგისა და დისკუსიის წახალისება ინტერნეტის თავისუფლების საკითხებზე.
- ციფრული წიგნიერების ამაღლება ინტერნეტ უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.
- შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა.
ბენეფიციარები
პროექტის მთავარი სამიზნე ჯგუფია: ინტერნეტის მომხმარებლები, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო დაწესებულებები, ხოლო დამატებით სამიზნე ჯგუფები - მედია და კერძო სექტორი.
პროექტის ძირითადი აქტივობები:
1. მონაწილეობის მიღება ინტერნეტის თავისუფლების შესახებ IGF პანელში
პროექტის გუნდი გამოიყენებს 2017 წლის სექტემბერში დაგეგმილ ადგილობრივ ინტერნეტ მმართველობის ფორუმს, რათა ხელი შეუწყოს ინტერნეტის თავისუფლები შესახებ დაინტერესებულ მხარეთა შორის დისკუსიას.
2. გზამკვლევების მომზადება
პროექტის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი აქტივობა ინტერნეტ თავისუფლებისა და ციფრული უსაფრთხოების შესახებ პრაქტიკული, ინფორმაციული, ინტერაქტიული და დეტალური გზამკვლევების მომზადებაა.
3. ტესტების მომზადება
პროექტისა და მისი შედეგების არეალის გასაზრდელად მომზადდება და გავრცელდება ორი ტესტი ციფრული უსაფრთხოების შესახებ. ამ ტესტების მეშვეობით, ინტერნეტ მომხმარებლები შეძლებენ, შეამოწმონ საკუთარი ცოდნა უსაფრთხოების მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შესახებ.
4. შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა დაინტერესებული მხარეებისთვის
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომსახურების მიწოდების შესახებ“ დებულებაში შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირების მიზნით, პროექტის გუნდი გააგრძელებს კომუნიკაციას ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
აქტივობის განრიგი
ბიუჯეტი
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საქართველოში ინტერნეტის თავისუფლებისა და ციფრული წიგნიერების გაძლიერება.
იხილეთ მეტი →
|