ანტიდასავლური პროპაგანდის ფესვები |
ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი |
2022 |
€ 4500 |
პროექტის სახელწოდება: ანტიდასავლური პროპაგანდის ფესვები
დონორი: ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი / Institute for war and peace reporting (IWPR)
ბიუჯეტი: 4500 ევრო
პროექტის ხანგრძლივობა: სექტემბერი 20, 2022 – დეკემბერი 20, 2022
რუსეთი აქტიურად იყენებს თავის ეკონომიკურ, ფინანსურ, პოლიტიკურ და საინფორმაციო ბერკეტებს და მიმართავს საინფორმაციო ომსა და პროპაგანდას ჩვენი ქვეყნის საკუთარ ორბიტაზე დასაბრუნებლად. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის შიგნით პრორუსული, ანტიდასავლური ძალების არსებობა რუსული ნარატივის შედეგია. გრძელვადიანი საბჭოთა პროპაგანდის გამო, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კვლავ არსებობს ნოსტალგია ერთიანი საბჭოთა კავშირის მიმართ, ასევე შიში ევროპული ღირებულებების, ცხოვრების წესის და ზოგადად, საზოგადოებისადმი.
საქართველოში USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამის მიერ ჩატარებული ეროვნული წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საბჭოთა ნოსტალგია დღესაც აქტუალურია. საბჭოთა ნოსტალგია ყველაზე ძლიერია ხანდაზმულებში, სოფლის მოსახლეობასა და ეთნიკური უმცირესობების სეგმენტებში.
მცირე კვლევის ძირითადი აქცენტი იქნება 1970-იანი წლების ქართულ პრესაში შექმნილი ანტიდასავლური ნარატივის ანალიზი. განსაკუთრებით განხილული იქნება ანტიდასავლური დისკურსის აგების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განზომილებები ყველაზე მნიშვნელოვან ყოველდღიურ გაზეთში - „კომუნისტი“. რადგან ეს იყო გაზეთი, რომელიც ყოველდღიურ საინფორმაციო ომს აწარმოებდა დასავლეთის წინააღმდეგ.
შემოთავაზებული პროექტის ფარგლებში გაზეთის ნომრები ხუთწლიანი პერიოდიდან (1970 წლიდან 1974 წლის ბოლომდე) შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა და გაანალიზდება ნარატივისა და დისკურსის ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენებით. კერძოდ, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პროცესი ფოკუსირებული იქნება ნარატივებზე, რომლებიც მოიცავს მითითებებს დასავლურ მაგალითებზე, საერთაშორისო ახალი ამბების გაშუქებასა და შედარებებს, რომლებიც გამოიყენება მედიაში სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების გაშუქებაში. გარდა ამისა, კვლევაში ჩართული იქნება მასალები, როგორიცაა პლაკატები, კარიკატურები და სხვა სახის ვიზუალიზაცია. ანტიდასავლური პროპაგანდის ფესვების გაგება სასარგებლო იქნება თანამედროვე დეზინფორმაციის ინსტრუმენტების ისტორიული აქტუალობის დემონსტრირებისთვის, რომლებსაც ძირითადად რუსული ან პრორუსული წყაროები იყენებენ.
პროექტის მიზნები:
- ანტიდასავლური პროპაგანდის ისტორიული განვითარების უკეთ გაგება, რომელსაც აძლიერებს რუსეთში განთავსებული რეჟიმი;
- სტუდენტების (მომავალი ჟურნალისტები და სოციალური მეცნიერებების ექსპერტები) ტრენინგები თანამედროვე აქტუალური საკითხის კრიტიკულად მიდგომასა და ღრმა ფესვების გამოკვლევაში;
- ანტიდასავლური პროპაგანდის გრძელვადიანი ხასიათისა და მისი ისტორიული წყაროების გაცნობიერების გაზრდა;
- გადამზადებული სტუდენტების მიერ საარქივო მასალის მოძიება და გამოყენება მედია მიზნებისთვის.
აქტივობები:
- სტუდენტები შეირჩევიან პროექტის სტაჟიორებად და მკვლევარ ასისტენტებად;
- სტუდენტები გაივლიან ტრენინგს ნარატივისა და დისკურსის ანალიზში, ასევე ისტორიული წყაროების ანალიზში. სტუდენტებს ასევე ჩაუტარდებათ ტრენინგი ისტორიული პირველწყაროების მნიშვნელობაზე მედიაში;
- საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით შეირჩევა და შეგროვდება გაზეთ „კომუნისტის“ ნომრები;
- სისტემატურად იქნება გამოყენებული ანალიტიკური ინსტრუმენტები, როგორიცაა დისკურსისა და ნარატიული ანალიზი.
ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია: ანტიდასავლური პროპაგანდის ისტორიული განვითარების უკეთ გაგება, რომელსაც აძლიერებს რუსეთში განთავსებული რეჟიმი;
იხილეთ მეტი →
|
სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის - ეტაპი 3 |
Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID |
2022-2023 |
GEL 61, 900 |
პროექტის სახელწოდება: სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის - ეტაპი 3
პროექტის მხარდამჭერები: Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID
ბიუჯეტი: 61, 900 ლარი
ხანგრძლივობა: 08.09.2022 - 15.01.2023
დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც შიდა ქართლში სტალინის მიმართ სენტიმენტებსა და ნოსტალგიას ეფუძნება, თაობიდან თაობას გადაეცემა და კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის იდენტობის ჩამოყალიბებაში. სტალინის კულტის მუდმივი ინსტრუმენტალიზაციის გამო, რეგიონი კვლავ საზრდოობს სტალინის გარშემო არსებული მითებით. ზემოაღნიშნული გამოწვევის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტალინისა და საბჭოთა პერიოდის მიმართ გაღრმავებული ნოსტალგიის დეესკალაციას და ხელი შევუშალოთ ამ შეხედულებების მომავალი თაობებისთვის, ყოველგვარი კრიტიკული მიდგომის გარეშე, გადაცემას.
გორის იდენტობა, რომელიც ასე არის გადაჯაჭვული სტალინის ფიგურასთან მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას წარმოიდგინონ თავიანთი რეგიონის განსხვავებული პოზიციონირება ან ტურისტული პოტენციალის განვითარების ალტერნატიული საშუალება. პროექტის მიდგომა არის არა მხოლოდ იდეის მიწოდება ადგილობრივ მოსახლეობამდე, არამედ, მათი, როგორც პროექტის მთავარი აუდიტორიის, ამ განახლებული ნარატივის შექმნაში და შენარჩუნებაში ჩართვა.
პროექტის მიზანია ალტერნატიული ვიზუალური პლატფორმის შექმნა. პროექტი გამოააშკარავებს ჯერ-ჯერობით უცნობ პიროვნებებს, ლოკაციებს, გამარჯვებისა და ტრავმის მეხსიერების ადგილებს და მნიშვნელოვან მომენტებს ქალაქის ისტორიიდან. მასალების შექმნასა და პოპულარიზაციაში ადგილობრივი ახალგაზრდები და მოწყვლადი ჯგუფები (მაგ. დევნილები) ჩაერთვებიან და ინფორმირებულნი იქნებიან პროექტის შემუშავების შესახებ, რაც მათი ქალაქის ისტორიულ იდენტობას მათთვის აქტუალურს გახდის.
პროექტის მესამე საფეხურის განვითარება სამი განსხვავებული მიმართულებით იგეგმება: პირველი, საარქივო გამოკვლევებისა და ადგილობრივების გამოკითხვის საფუძველზე მეტი მოკლე ისტორია შეიქმნება და ციფრულ რუკაზე მოინიშნება მეტი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ისტორიული ლოკაციები; მეორე ასპექტი ვებ-განვითარებაა - სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ვებ-საიტი www.gorimaps.ge შეიძენს ახალ დიზაინს, გაფართოვდება და განვითარდება. მესამე ასპექტი მემორიალური დაფების განთავსებაა ქალაქში. რუკაზე მონიშნულ ადგილებზე, სპეციალურად დამზადებული დაფები დაიდგმება, რომლებზეც QR კოდი იქნება განთავსებული, ისინი კი მომხმარებელს გადაიყვანს ვებ-საიტზე, სადაც მას შეეძლება მეტი ინფორმაცია გაიგოს ამ ადგილის შესახებ. შემაჯამებელ დაფაზე გამოსახული იქნება ციფრული რუკა.
პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი წვლილს შეიტანს ქალაქის მონახულების ალტერნატიული გზის შექმნაში. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს თაობათაშორის დიალოგს, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართვას თავიანთი ქალაქის, მისი უნიკალური ისტორიისა და ალტერნატიული იდენტობის განხილვაში. “იდენტობის რუკა“ და შესაბამისი საინფორმაციო ბანერები ქალაქის გარშემო და ვირტუალურ სივრცეში იქნება საწყისი წერტილი დიალოგის დასაწყებად.
პროექტი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ ახალი იდენტობის რუკასა და ნარატივებს გრძელვადიანი ეფექტი ექნებათ იმ ისტორიებზე, რომლებიც გორს შეეხება, ასევე თუკი ახლად მონიშნული ლოკაციები ქალაქის ალტერნატიული ისტორიის განხილვის დასაწყისს შექმნიან.
Პროექტის მიზნები
- გორის/შიდა ქართლის ალტერნატიული ისტორიის შესახებ ცნობიერების გაზრდასა და სტალინის ფიგურის ჩანაცვლებაში წვლილის შეტანა;
-ახალი იდენტობის რუკა და ნარატივები ზეგავლენას ახდენენ ისტორიებზე, რომლებიც მოთხრობილია რეგიონის შესახებ. ქალაქის სხვდასხვა ლოკაცია გახდება ქალაქის ალტერნატიულ ისტორიაზე დიალოგის ამოსავალი წერტილი
- ახალი ქალაქის ისტორიაზე დაფუძნებული “იდენტობის რუკის“ შექმნა, რომელიც გარკვეულწილად ჩაანაცვლებს სტალინის ფიგურას, როგორც ქალაქის სიამაყის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს;
- ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ქალაქის იდენტობის შესახებ დისკუსიაში;
- აქამდე უცნობი ადამიანების, ტრავმისა და ტრიუმფის მეხსიერების ადგილებისა და მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტების აღნიშვნა და ხაზგასმა;
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:
- ისტორიულ და სოციოლოგიურ კვლევაზე დაფუძნებული მოკლე ისტორიების შექმნა.
- ვიდეოებისა და ინფოგრაფიკების დამზადება
- შიდა ქართლში მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა პროექტის შედეგების განხილვის მიზნით.
- www.gorimaps.ge საიტის დეველოფმენთი
- ადგილობივ წარმომადგენლებთან და მკვლევრებთან ერთად ქალაქში რელევანტური ლოკაციების იდენტიფიცირება
- დაფების (და QR კოდების) დამონტაჟება ქალაქში
- პროექტის წარდგენა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან და სთეიქჰოლდერებთან
- ტურიზმის სააგენტოებთან და გიდებთან კომუნიკაცია და პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტის მიწოდება
- ფიზიკური რუკის შექმნა და დამზადება, რომელზეც ასახული იქნება ციფრული რუკაზე მონიშნული ლოკაციები.
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია ალტერნატიული ვიზუალური პლატფორმის შექმნა. პროექტი გამოააშკარავებს ჯერ-ჯერობით უცნობ პიროვნებებს, ლოკაციებს, გამარჯვებისა და ტრავმის მეხსიერების ადგილებს და მნიშვნელოვან მომენტებს ქალაქის ისტორიიდან.
იხილეთ მეტი →
|
სოლიდარობის ბრენდინგი - შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა - მეორე ეტაპი |
Georgian Information Integrity Program (GIIP) / USAID |
2022 |
GEL 45,300 |
პროექტის სახელწოდება: სოლიდარობის ბრენდინგი - შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა - მეორე ეტაპი
დონორი ორგანიზაცია: Georgian Information Integrity Program (GIIP) / USAID
გრანტის ნომერი: GIIP-SK-IDFI-002-1
ბიუჯეტი: 45,300.00 ლარი
ხანგრძლივობა: 15.07.2022 - 30.09.2022
მეწარმეები საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროდუქტების გაყიდვისას სხვადასხვა გამოწვევას აწყდებიან: ბუნებრივი მიზეზები, ბაზრების მოძიებასთან, შენახვასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემები. შიდა ქართლში, ადმინისტრაციულ საზღვრთან მდებარე სოფლების მოსახლეობას, გარდა ამ პრობლემებისა, დე-ფაქტო რეჟიმის პოლიციისა თუ სამხედრო ძალების მხრიდან უკანონო ბორდერიზაციისა და გატაცების მუდმივი შიში აქვთ. ასევე, ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ ქართული საზოგადოების მხრიდან, რადგან რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული მათი მცდელობები, ხშირად არასათანადოდაა მხარდაჭერილი და აღიარებული. ზოგიერთი კი, საერთოდ მიიჩნევს, რომ უმჯობესია თავიდან აიცილონ რუსეთის წინააღმდეგობა - იმის შიშით, რომ ნებისმიერმა ქმედებამ, რომელიც ანტირუსულადაა აღქმული, შეიძლება შემდგომ უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთთან პარტნიორობა საუკეთესო ან ერთადერთი გზაა არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან თავის დასაღწევად. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ახალისებს კრემლის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ცდილობს გააძლიეროს დამარცხების განცდა და წარმოაჩინოს რუსეთი, როგორც ერთადერთი მხსნელი.
პროექტის მიზანია, ქართული საზოგადოების მზარდი მხარდაჭერის შედეგად, ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა მეტად მდგრადი გახადოს რუსული მტრული გავლენის მიმართ. ამისათვის პროექტი მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს ახალი ბრენდის იდენტობა, რომელიც გამოხატავს ფიზიკურ და ემოციურ სოლიდარობას ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის მიმართ და ხელს შეუწყობს ტერიტორიის გასწვრივ შექმნილ წარმოებულ პროდუქციას. ბრენდი მოიცავს:
1) სოლიდარობის ბრენდის შექმნას, რომელიც გამოყენებული იქნება ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე და მოუწოდებს ქვეყნის სხვა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს - მხარი დაუჭირონ ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობას.
2) ხარისხის უზრუნველყოფის გზითა და ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად არსებული მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ბრენდი ხელს შეუწყობს ბაზარზე წვდომის გაზრდას: დაეხმარება მოსახლეობას დაეუფლონ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) სერტიფიკატს (GeoGap სტანდარტი), რათა გაზარდონ მათი კონკურენტული უპირატესობა და ახალ ბაზარზე შესვლის პოტენციალი.
პროექტის მიზნები:
- შიდა ქართლის რეგიონში, ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მეწარმეები დანარჩენი საქართველოს მოსახლეობისგან იღებენ მხარდაჭერას.
- „სოლიდარობის ბრენდი“ ბენეფიციარებს ეხმარება გაყიდვების ზრდაში.
- კონკურენტული უპირატესობისა და ახალ ბაზრებზე გასვლის პოტენციალის გაზრდა ადმინისტრაციული ზონის მახლობლად მცხოვრები ფერმერებისთვის.
- რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება
მეორე ეტაპზე დაგეგმილი აქტივობები:
- შეხვედრები ბენეფიციარებთან, ბრენდინგის უპირატესობების შესახებ.
- ურთიერთობის/ პიარ კამპანიის საშუალებებისა და ელემენტების განსაზღვრა.
- ბრენდისა და ვიზუალური იდენტობის შექმნა - მისი გაცნობა ბენეფიციარებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.
- ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გვერდით მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობისთვის, მიგნებებისა და ვიდეოების/ვიზუალური ისტორიების საფუძველზე 1 შუალედური სტატიის/ბლოგის შექმნა.
- შეხვედრები და კონსულტაციები დისტრიბუტორებთან და ბაზრის ქსელებთან.
- საქართველოს ფერმერთა ასოციაციების GeoGap სტანდარტის დანერგვის დასრულება 8 ბენეფიციარისთვის.
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია, ქართული საზოგადოების მზარდი მხარდაჭერის შედეგად, ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა მეტად მდგრადი გახადოს რუსული მტრული გავლენის მიმართ.
იხილეთ მეტი →
|
რელოკაცია/ინდივიდუალური მხარდაჭერის გრანტი |
Institut für Auslandsbeziehungen (ifa) |
2022 |
€ 12,956 |
პროექტის დასახელება: რელოკაცია/ინდივიდუალური მხარდაჭერის გრანტი
დონორი ორგანიზაცია: Institut für Auslandsbeziehungen (ifa)
ბიუჯეტი: 12,956 ევრო
პროექტის ხანგრძლივობა: ივლისი 1, 2022 – დეკემბერი 31, 2022
პროექტის მოკლე აღწერა
IDFI ადამინის უფლებათა დამცველ(ებ)ს გაუწევს ინდივიდუალურ და ინსტიტუციურ მხარდაჭერას საქართველოში მოღვაწეობასა და ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციაში.
ამ თვალსაზრისით, ადამაიანის უფლებათა დამცველ(ებ)ს მიეწოდება(თ) ინფორმაცია საქართველოში არასამთავრობო მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებზე, მიეცემა(თ) ადგილობრივ ექსპერტებთან კავშირების დამყარების საშუალება, და ექნება(თ) აუცილებელი მხარდაჭერა პიროვნულ დონეზე მედეგობის შესანარჩუნებლად.
პროექტის ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
IDFI ადამინის უფლებათა დამცველ(ებ)ს გაუწევს ინდივიდუალურ და ინსტიტუციურ მხარდაჭერას საქართველოში მოღვაწეობასა და ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციაში.
იხილეთ მეტი →
|
2030 დღის წესრიგის ინსტიტუციური ინტეგრაცია ბელარუსსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში |
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) GmbH |
2022 |
GEL 24,273 |
კონტრაქტის დანიშნულება: SDG ლოკალიზაციის სამუშაო შეხვედრის ორგანიზება და გამართვა ქართველ და ბელარუს პარტნიორებთან პროექტი: 2030 დღის წესრიგის ინსტიტუციური ინტეგრაცია ბელარუსსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში დონორი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) GmbH ბიუჯეტი: 24,273 GEL ხანგრძლივობა: 24 ივნისი – 8 ივლისი, 2022 წელი
მომსახურების ხელშეკრულება ითვალისწინებდა საქართველოში ბელარუსი და გერმანელი ექსპერტების სასწავლო ვიზიტის ორგანიზებას მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ლოკალიზების შესახებ.
სერვისი შემდეგი სახის დავალებებს მოიცავდა:
1. სამუშაო შეხვედრის ორგანიზება და განხორციელება - სამუშაო შეხვედრის მეთოდოლოგიის გაწერა; პრეზენტაციები თემაზე: 2030 დღის წესრიგის ლოკალიზაციის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა; სამუშაო შეხვედრის გამართვა, მოდერაცია და მისი მთავარი შედეგების დოკუმენტირება;
2. საველე გასვლის ორგანიზება და განხორციელება - ვიზიტის ფარგლებში იმ საკითხების იდენტიფიცირება და კოორდინირება, რომლებიც სამუშაო შეხვედრის საერთო მიზნების მიღწევას უწყობს ხელს; მოსანახულებელი ადგილის შესახებდაინტერესებული მხარეების ინფორმირება; საველე გასვლის ტექნიკური კონცეფცია; საველე გასვლის შედეგების დოკუმენტირება;
3. სამუშაო შეხვედრისა და საველე გასვლის ლოგისტიკური უზრუნველყოფა - ქეითერინგის ორგანიზება როგორც სამუშაო შეხვედრის, ისე საველე გასვლის დროს; ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა; საველე გასვლის პირობებში ტრანსპორტის საკითხის მოწესრიგება; მონაწილეებისთვის (განსაკუთრებით უცხოელი მონაწილეებისთვის) საკონტაქტო პირის გამოყოფა; სამუშაო შეხვედრისა და საველე გასვლის დროს გაწეული ხარჯების დაფარვა.
ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
მომსახურების ხელშეკრულება ითვალისწინებდა საქართველოში ბელარუსი და გერმანელი ექსპერტების სასწავლო ვიზიტის ორგანიზებას მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ლოკალიზების შესახებ.
იხილეთ მეტი →
|
ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში |
საერთაშორისო მედიის მხარდაჭერა (IMS) |
2022 |
€ 22.619 |
პროექტის სახელწოდება: ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში დონორი ორგანიზაცია: საერთაშორისო მედიის მხარდაჭერა (IMS) სრული ბიუჯეტი: 22.619 ევრო ხანგრძლივობა: I ივნისი - 30 ნოემბერი, 2022 წელი
პროექტისა და აქტივობების მოკლე აღწერა:
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში საქართველომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვირვებები აჩვენებს, რომ ქვეყანას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ღია მონაცემთა სტანდარტების დანერგვის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება ესაჭიროება.
პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების რეგულირების გაუმჯობესების ადვოკატირებას, მრავალმხრივი დიალოგისა და ქართველი საჯარო მოხელეებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით. გარდა ამისა, ამ საკითხზე საზოგადოების მეტი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, IDFI ხელს შეუწყობს ღია მონაცემების გამოყენებას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.
პროექტის ფარგლებში IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
I ეტაპი. მოსამზადებელი ეტაპი - პროექტის პირველ ეტაპზე IDFI დაგეგმავს/შეიმუშავებს ყველა ორგანიზაციულ თუ მეთოდოლოგიურ დოკუმენტს/საკითხს, რომელიც პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დროულად და ხარისხიანად განხორციელებას უზრუნველყოფს.
II ეტაპი. შეხვედრა ინფორმაციის თავისუფლების ადვოკატირებისთვის - საკითხის ადვოკატირების მიზნით, IDFI გამართავს შეხვედრას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო დაწესებულებების, ჟურნალისტების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობით, რომელიც მიეძღვნება არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესების საჭიროების განხილვას.
III ეტაპი. ანალიზის მომზადება და გავრცელება - საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით ძირითადი საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პრაქტიკული ხარვეზების/საჭიროებების წარმოჩენის მიზნით, IDFI მოამზადებს ორ დოკუმენტს. ანალიზი საერთაშორისო რეიტინგებსა და ანგარიშებს დაეყრდნობა. კერძოდ, განსაკუთრებული აქცენტი 2022 წლის მაისში გამოქვეყნებულ მონაცემთა გლობალური ბარომეტრის შედეგებზე გაკეთდება.
IV ეტაპი. სამუშაო შეხვედრების ორგანიზება - ჩვენ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში არსებული საკითხების უკეთ ადვოკატირების, ასევესაჯარო დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების ინფორმირების მიზნით, IDFI მოაწყობს ორ სამუშაო შეხვედრას. სამუშაო შეხვედრებზე საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული ძირითადი საჭიროებები და კონკრეტული ხარვეზები იქნება წარმოდგენილი.
V ეტაპი. ღია მონაცემების კონკურსი - ღია მონაცემების გამოყენების წახალისების მიზნით, რომელიც მთავრობის ანგარიშვალდებულების ამაღლებისა და საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული, IDFI გამართავს ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს - #Data4Change.
პტოექტის აქტივობები და ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების რეგულირების გაუმჯობესების ადვოკატირებას, მრავალმხრივი დიალოგისა და ქართველი საჯარო მოხელეებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.
იხილეთ მეტი →
|
სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის - ეტაპი 2 |
Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID |
2022 |
GEL 47,310 |
პროექტის სახელწოდება: სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის - ეტაპი 2
დონორი ორგანიზაცია: Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID
ბიუჯეტი: 47,310 ლარი
ხანგრძლივობა: 02.05.2022 - 26.07.2022
დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც შიდა ქართლში სტალინის მიმართ სენტიმენტებსა და ნოსტალგიას ეფუძნება, თაობიდან თაობას გადაეცემა და კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის იდენტობის ჩამოყალიბებაში. სტალინის კულტის მუდმივი ინსტრუმენტალიზაციის გამო, რეგიონი კვლავ საზრდოობს სტალინის გარშემო არსებული მითებით. ზემოაღნიშნული გამოწვევის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტალინისა და საბჭოთა პერიოდის მიმართ გაღრმავებული ნოსტალგიის დეესკალაციას და ხელი შევუშალოთ ამ შეხედულებების მომავალი თაობებისთვის, ყოველგვარი კრიტიკული მიდგომის გარეშე, გადაცემას.
გორის იდენტობა, რომელიც ასე არის გადაჯაჭვული სტალინის ფიგურასთან მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას წარმოიდგინონ თავიანთი რეგიონის განსხვავებული პოზიციონირება ან ტურისტული პოტენციალის განვითარების ალტერნატიული საშუალება. პროექტის მიდგომა არის არა მხოლოდ იდეის მიწოდება ადგილობრივ მოსახლეობამდე, არამედ, მათი, როგორც პროექტის მთავარი აუდიტორიის, ამ განახლებული ნარატივის შექმნაში და შენარჩუნებაში ჩართვა.
შედეგად, შეიქმნება ალტერნატიული ვიზუალური პლატფორმა. პროექტი გამოააშკარავებს ჯერჯერობით უცნობ პიროვნებებს, ლოკაციებს, გამარჯვებისა და ტრავმის მეხსიერების ადგილებს და მნიშვნელოვან მომენტებს ქალაქის ისტორიიდან. მასალების შექმნასა და პოპულარიზაციაში ადგილობრივი ახალგაზრდები და მოწყვლადი ჯგუფები (მაგ. დევნილები) ჩაერთვებიან და ინფორმირებულნი იქნებიან პროექტის შემუშავების შესახებ, რაც მათი ქალაქის ისტორიულ იდენტობას მათთვის აქტუალურს გახდის.
პროექტის მეორე ეტაპზე, შეიქმნება მოკლე ისტორიები კვლევაზე დაფუძნებული მასალის გამოყენებით. გარდა ამისა, ვიზუალური მასალები ჩართული იქნება მოკლე ინფოგრაფიკულ ვიდეოებში, რომელიც დაფუძნებულია ისტორიებსა და საარქივო კვლევებზე. პროექტის მეორე ეტაპი უზრუნველყოფს მასალებს, რომლებიც შემდეგ დაიბეჭდება და განთავსდება ქალაქის ირგვლივ, მონიშნული იქნება QR კოდებით. ონლაინ და ფიზიკური სივრცეები მიზნად, ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს შორის, ქალაქის/რეგიონის ალტერნატიული და ზოგჯერ მივიწყებული ისტორიის პოპულარიზაციას ისახავს.
პროექტი ასევე ხელს შეუწყობს თაობათაშორის დიალოგს, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართვას თავიანთი ქალაქის, მისი უნიკალური ისტორიისა და ალტერნატიული იდენტობის განხილვაში. “იდენტობის რუკა“ და შესაბამისი საინფორმაციო ბანერები ქალაქის გარშემო და ვირტუალურ სივრცეში იქნება საწყისი წერტილი დიალოგის დასაწყებად.
პროექტის პროდუქტი იქნება მდგრადი, რადგან ფიზიკური რუკა გავრცელდება საჯაროდ და ასევე იქნება ციფრული რუკაც. პროდუქტი (ფიზიკური სახით ქალაქის მასშტაბით და ონლაინ ფორმატში) ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იქნება ტურისტული ჯგუფებისთვის, ადგილობრივი მასწავლებლებისთვის და საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისთვის.
პროექტის მიზნები
- გორის/შიდა ქართლის ალტერნატიული ისტორიის შესახებ ცნობიერების გაზრდასა და სტალინის ფიგურის ჩანაცვლებაში წვლილის შეტანა;
- ახალი იდენტობის რუკა და ნარატივები ზეგავლენას ახდენენ ისტორიებზე, რომლებიც მოთხრობილია რეგიონის შესახებ. ქალაქის სხვდასხვა ლოკაცია გახდება ქალაქის ალტერნატიულ ისტორიაზე დიალოგის ამოსავალი წერტილი
- ახალი ქალაქის ისტორიაზე დაფუძნებული “იდენტობის რუკის“ შექმნა, რომელიც გარკვეულწილად ჩაანაცვლებს სტალინის ფიგურას, როგორც ქალაქის სიამაყის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს;
- ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ქალაქის იდენტობის შესახებ დისკუსიაში;
- აქამდე უცნობი ადამიანების, ტრავმისა და ტრიუმფის მეხსიერების ადგილებისა და მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტების აღნიშვნა და ხაზგასმა;
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:
- შიდა ქართლისა და მისი მცხოვრებთა ისტორიის, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა და ადგილების კვლევა;
- ისტორიულ და სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით მოთხრობების შედგენა;
- ადგილობრივი რესპონდენტების ჩაწერა და მათზე დაყრდნობით მოკლე ვიდეოების და ინფოგრაფიკის შექმნა
- ადგილობრივ საზოგადოებასთან შეხვედრების/დისკუსიების გამართვა გამოვლენილი ისტორიების/ადგილების შესახებ;
- ონლაინ პლატფორმის შექმნა;
- ქალაქში შესაბამისი ლოკაციების იდენტიფიცირება;
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია გორის/შიდა ქართლის ალტერნატიული ისტორიის შესახებ ცნობიერების გაზრდა; სტალინის ფიგურის ჩანაცვლებაში წვლილის შეტანა; ახალი ქალაქის ისტორიაზე დაფუძნებული “იდენტობის რუკის“ შექმნა.
იხილეთ მეტი →
|
ხელოვნური ინტელექტის გლობალური ადვოკატირება - საქართველო |
Global Partners Digital |
2022 |
€ 2,750 |
პროექტის დასახელება: ხელოვნური ინტელექტის გლობალური ადვოკატირება - საქართველო დონორი ორგანიზაცია: Global Partners Digital ბიუჯეტი: 2,750 ევრო პროექტის ხანგრძლივობა: აპრილი 25, 2022 – ნოემბერი 28, 2022
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ხელოვნური ინტელექტის მიმართ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის დაწინაურებას საერთაშორისო დისკუსიებში.
პროექტის ძირითადი აქტივობა მოიცავს გლობალური ადვოკატირების სტრატეგიის განახლებას და განხორციელებას.
პროექტის ძირითადი შედეგები:
I. ხელოვნური ინტელექტის გლობალური ადვოკატირების სტრატეგია:
- პროექტის პირველ ეტაპზე შემუშავებული გლობალური ადვოკატირების სტრატეგიის გადახედვა და განახლება.
- იმ ფორუმ(ებ)ის და/ან პროცეს(ებ)ის იდენტიფიცირება, რომელზეც შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოებას ქონდეს ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა და ერთ ან რამდენიმე პროცესში ჩართულობის მკაფიო და სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
II. ხელოვნური ინტელექტის გლობალური ადვოკატირების სტრატეგიის დანერგვა:
- ხელოვნური ინტელექტის გლობალური ადვოკატირების განახლებული სტრატეგიის საფუძველზე იდენტიფიცირებულ ფორუმებში და/ან პროცესებში ჩართვა და სტრატეგიაში ასახული აქტივობების განხორციელება.
- ჩართულობა შეიძლება მოიცავდეს: სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებში მონაწილეობა; ანალიზის შემუშავება, ერთობლივი განცხადებები, და/ან გამოხმაურება პოლიტიკის დოკუმენტებზე და შესაბამის პოლიტიკის ფორუმების მიერ მიღებულ ტექსტებზე; ან უშუალოდ ადვოკატირებაში მონაწილეობა შესაბამისი პოლიტიკის შემქმნელებთან.
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ხელოვნური ინტელექტის მიმართ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის დაწინაურებას საერთაშორისო დისკუსიებში.
იხილეთ მეტი →
|
ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის ანალიზი - მეორე ეტაპი |
Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID |
2022 |
GEL 46,800 |
პროექტის სახელწოდება: ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის ანალიზი - მეორე ეტაპი დონორი ორგანიზაცია: Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID ბიუჯეტი: 46,800 ლარი ხანგრძლივობა: 2022 წლის 18 აპრილი – 2022 წლის 1 სექტემბერი
2022 წლის მარტში, IDFI-მ გამოაქვეყნა კვლევა - რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში: კომუნიკაციების, საბანკო და მინერალური წყლის სექტორების პირველად მიმოხილვა - რომელშიც ზემოაღნიშნული სექტორები შევიდნენ.
პროექტის მეორე ეტაპზე IDFI აპირებს შეისწავლოს და გამოაქვეყნოს ახალი ანგარიში, რომელშიც დეტალურად იქნება შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული საქართველოში მოქმედი კომპანიების მუშაობა, რესურსები და კავშირები შემდეგ სექტორებში: ელექტროენერგია, ნავთობი და გაზი
ბიზნესი ხშირად უკავშირდება სოციალურ-პოლიტიკურ აქტორებს და გავლენას ახდენს საზოგადოებრივ დამოკიდებულებებზე. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია სექტორებისა და რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებულ ბიზნეს კომპანიებს შორის კავშირების გამოძიება . ეს მოგვცემს დაფინანსების წყაროების შესახებ მკაფიო სურათს იმ მავნე პოლიტიკური, მედიის და სამოქალაქო აქტორების უკან, რომლებიც აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას ქვეყანაში. Ამისთვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, მონიტორინგს გაუწევს შემოწირულობებს, ლობირების შემთხვევებს და სხვა სახის კავშირებს კომპანიებსა და საზოგადოებრივ აქტორებს შორის, რათა მოხდეს რუსული კაპიტალის და პოლიტიკური ორგანიზაციების ქსელის შესწავლა. სამ ეტაპად დაყოფილი პროექტის შედეგად, IDFI გეგმავს შექმნას საქართველოში რუსეთის კაპიტალის რუკა, რომელიც შემდგომ ინტეგრირებული იქნება ქართული დეზინფორმაციის ეკოსისტემის რუქაზე.
პროექტის მიზნები:
- ქართული ბიზნესის ხსენებულ სექტორებში რუსული კაპიტალის გამოძიება და მისი პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო სექტორებზე გავლენების ასახვა;
- რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებულ კომპანიებსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ, სამოქალაქო და მედიის წარმომადგენლებს შორის კავშირების გამოძიება და შესწავლა;
- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და რუსული დეზინფორმაციის საკითხებზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოებისა და კვლევითი ორგანიზაციებისთვის, ასევე მედიასაშუალებებისათვის ეფექტური მეთოდოლოგიისა და გადამოწმებული ინფორმაციის წყაროს შექმნა;
- საქართველოს მთავრობისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება საქართველოს პოლიტიკურ გარემოში რუსული კაპიტალის მავნე გავლენების შესახებ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:
- პროექტის მეორე ეტაპზე, ინფორმაციის შეგროვება საჯარო სააგენტოებიდან, ინტერნეტიდან და სხვა ღია წყაროებიდან შემდეგი სამი დარგობრივი მიმართულებით:ელექტროენერგია, ნავთობი და გაზი.
- 2015 წლის ანგარიშში შესწავლილი კომპანიების შესახებ ინფორმაციის განახლება.
- ანალიტიკური შუალედური ანგარიშის მომზადება.
პროექტის აქტივობები და ბიუჯეტი
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია ქართული ბიზნესის სექტორებში რუსული კაპიტალის გამოძიება და მისი პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო სექტორებზე გავლენების ასახვა;
იხილეთ მეტი →
|
ციფრული უფლებები საქართველოში |
ინტერნიუსი (Internews) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) |
2022 |
$ 19,843 |
პროექტის სახელწოდება: ციფრული უფლებები საქართველოში პროექტი#: SG-GX2060-LP-37 moo დონორი ორგანიზაცია: ინტერნიუსი (Internews) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ბიუჯეტი: 19,843.70დოლარი ხანგრძლივობა: 18 აპრილი - 17 ნოემბერი, 2022 წელი
პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების ამაღლებას.
ამ მიზნით, IDFI შემდეგ აქტივობებს განახორციელებს:
1. ციფრულ უფლებებთან დაკავშირებით პოლიტიკის ნარკვევის გამოქვეყნება და გავრცელება (I თვე - III თვე) - პროექტის პირველ ეტაპზე IDFI მოამზადებს პოლიტიკის ნარკვევს, რომელშიც ასახული იქნება საქართველოში ციფრული უფლებებისა და მედიაწიგნიერების განვითარების ძირითადი მოვლენები და საჭიროებები.
2. ციფრული უფლებების ადვოკატირების ერთი კამპანიის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება (I თვე - III თვე) - IDFI მოამზადებს ვიდეოს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება საქართველოში ციფრული უფლებების კუთხით არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები, ასევე პოლიტიკის რეკომენდაციები.
3. ICNL-თან თანამშრომლობით მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ნარკვევის მომზადება ციფრული უფლებების იმ საკითხებზე, რომლებიც ფარულ მიყურადებას უკავშირდება (II თვე - IV თვე) - ეს იქნება თანამშრომლობა ICNL-ს, DSLU-ს, IDFI-სა და სომხეთის მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტს შორის.
4. RDR-თან თანამშრომლობით, მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევის ჩატარება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ (V თვე – VII თვე) – ანალოგიურად, IDFI ითანამშრომლებს RDR-თან და მოამზადებს ქვეყნის ანგარიშს საქართველოს შესახებ - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში.
5. ციფრული უფლებების შესახებ ტრენინგის დაგეგმვა, ორგანიზება და გამართვა (V თვე - VII თვე) - პროექტის დასკვნით ეტაპზე IDFI: სტუდენტების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის გამართავს ციფრული უფლებების შესახებ ტრენინგს. ტრენინგის ხანგრძლივობა იქნება ნახევარი დღე და გარდა ციფრული უფლებების შესახებ თეორიული საკითხებისა, მონაწილეებს გააცნობს IDFI-ის მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებულ პოლიტიკის ნარკვევებს.
ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების ამაღლებას.
იხილეთ მეტი →
|
სოლიდარობის ბრენდინგი - შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა - პირველი ეტაპი |
Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID |
2022 |
GEL 22,450 |
პროექტის სახელწოდება: სოლიდარობის ბრენდინგი - შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობა - პირველი ეტაპი
დონორი ორგანიზაცია: Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID გრანტის ნომერი: GIIP-SK-IDFI-002 ბიუჯეტი: 22,450 ლარი ხანგრძლივობა: 28.03.2022 - 30.06.2022
მეწარმეები საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროდუქტების გაყიდვისას სხვადასხვა გამოწვევას აწყდებიან: ბუნებრივი მიზეზები, ბაზრების მოძიებასთან, შენახვასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემები. შიდა ქართლში, ადმინისტრაციულ საზღვრთან მდებარე სოფლების მოსახლეობას, გარდა ამ პრობლემებისა, დე-ფაქტო რეჟიმის პოლიციისა თუ სამხედრო ძალების მხრიდან უკანონო ბორდერიზაციისა და გატაცების მუდმივი შიში აქვთ. ასევე, ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ ქართული საზოგადოების მხრიდან, რადგან რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული მათი მცდელობები, ხშირად არასათანადოდაა მხარდაჭერილი და აღიარებული. ზოგიერთი კი, საერთოდ მიიჩნევს, რომ უმჯობესია თავიდან აიცილონ რუსეთის წინააღმდეგობა - იმის შიშით, რომ ნებისმიერმა ქმედებამ, რომელიც ანტირუსულადაა აღქმული, შეიძლება შემდგომ უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთთან პარტნიორობა საუკეთესო ან ერთადერთი გზაა არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან თავის დასაღწევად. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ახალისებს კრემლის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ცდილობს გააძლიეროს დამარცხების განცდა და წარმოაჩინოს რუსეთი, როგორც ერთადერთი მხსნელი.
პროექტის მიზანია, ქართული საზოგადოების მზარდი მხარდაჭერის შედეგად, ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა მეტად მდგრადი გახადოს რუსული მტრული გავლენის მიმართ. ამისათვის პროექტი მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს ახალი ბრენდის იდენტობა, რომელიც გამოხატავს ფიზიკურ და ემოციურ სოლიდარობას ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის მიმართ და ხელს შეუწყობს ტერიტორიის გასწვრივ შექმნილ წარმოებულ პროდუქციას. ბრენდი მოიცავს:
1) სოლიდარობის ბრენდის შექმნას, რომელიც გამოყენებული იქნება ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე და მოუწოდებს ქვეყნის სხვა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს - მხარი დაუჭირონ ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობას.
2) ხარისხის უზრუნველყოფის გზითა და ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად არსებული მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ბრენდი ხელს შეუწყობს ბაზარზე წვდომის გაზრდას: დაეხმარება მოსახლეობას დაეუფლონ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) სერტიფიკატს (GeoGap სტანდარტი), რათა გაზარდონ მათი კონკურენტული უპირატესობა და ახალ ბაზარზე შესვლის პოტენციალი.
პროექტის მიზნები:
- შიდა ქართლის რეგიონში, ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მეწარმეები დანარჩენი საქართველოს მოსახლეობისგან იღებენ მხარდაჭერას.
- „სოლიდარობის ბრენდი“ ბენეფიციარებს ეხმარება გაყიდვების ზრდაში.
- კონკურენტული უპირატესობისა და ახალ ბაზრებზე გასვლის პოტენციალის გაზრდა ადმინისტრაციული ზონის მახლობლად მცხოვრები ფერმერებისთვის.
- რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება
პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილი აქტივობები:
- შეხვედრები ადმინისტრაციულ საზღვრის მიმდებარედ მცხოვრებ კომპანიებთან და ბენეფიციარებთან; მათთვის GeoGap სტანდარტის გაცნობა; სერტიფიცირების პროცესის დაწყება
- კონსულტაციები დიდ დისტრიბუტორებთან და მაღაზიათა ქსელებთან
- კვლევის საფუძველზე 1 შუალედური სტატიის/ბლოგის შექმნა
პროექტის ბიუჯეტი და აქტივობები კონტრაქტის გახანგრძლივება ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია, ქართული საზოგადოების მზარდი მხარდაჭერის შედეგად, ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა მეტად მდგრადი გახადოს რუსული მტრული გავლენის მიმართ.
იხილეთ მეტი →
|
მონაცემების გლობალური ბარომეტრი (გავრცელების ეტაპი) |
ლათინური ამერიკის ღია მონაცემების ინიციატივა (ILDA) |
2022 |
$ 4,000 |
პროექტის დასახელება: მონაცემების გლობალური ბარომეტრი (გავრცელების ეტაპი) დონორი ორგანიზაცია: ლათინური ამერიკის ღია მონაცემების ინიციატივა (ILDA) ბიუჯეტი: 4,000 აშშ დოლარი პროექტის ხანგრძლივობა: მარტი 9, 2022 – დეკემბერი 31, 2022
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) პირველი გამოცემის შედეგების აქტიური გავრცელება. GDB-ის მიზანია შეისწავლოს ძირითადი საორიენტაციო მაჩვენებლები ქვეყნებში მონაცემების მართვის, მონაცემების შესაძლებლობების, მონაცემების ხელმისაწვდომობისა და მონაცემების გამოყენების თვალსაზრისით. რეგიონული ჰაბი დაგეგმავს და უზრუნველყოფს შედეგების გავრცელებას რეგიონში.
ძირითადი აქტივობები და ფაზები
მაისი, 2022: GDB-ის შედეგების ძირითად ტენდენციებსა და მიგნებებზე აუდიოვიზუალური და საკომუნიკაციო მასალის დიზაინი ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე.
ივნისი, 2022: რეგიონალური კონფერენცია/პრეზენტაცია, სადაც განიხილება მონაცემთა გლობალური ბარომეტრის შედეგები თემატური მოდულებისა და ევრაზიისთვის აქტუალური გამოწვევების კონტექსტში.
ივლისი-დეკემბერი, 2022: შემდგომი გავრცელება და ჩართულობა დაინტერესებულ მხარეებთან.
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) პირველი გამოცემის შედეგების აქტიური გავრცელება.
იხილეთ მეტი →
|
DRIVE: ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევა უკრაინასა და საქართველოში |
ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA) / Luminate |
2021-2023 |
€30,107.00 |
პროექტის სახელწოდება: DRIVE: ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევა (უკრაინასა და საქართველოში)
დონორი ორგანიზაცია: ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA) და Luminate, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია
სრული ბიუჯეტი: 30,107.00 ევრო
ხანგრძლივობა: სექტემბერი 1, 2021 წელი - აგვისტო 31, 2023 წელი
პროექტის აღწერა
გასულ წელს, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ უპრეცედენტო მასშტაბებით დაიწყო ციფრული და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება ყველა სექტორში. ასეთმა სწრაფმა განვითარებამ მრავალი გამოწვევა წარმოშვა. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს მიმდინარე განვითარებასთანმოქალაქეების ჩამორჩენის რისკი. ამ უპრეცედენტო ტემპმა შესაძლოა გამოიწვიოს მარგინალიზებული მოქალაქეების ახალი ჯგუფის ჩამოყალიბებაც. ინოვაცია არ უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ტექნოლოგიურად განხორციელებადი განვითარებისკენ, არამედ უნდა ითვალისწინებდეს თუ რა არის საზოგადოებისთვის საჭირო და სასურველი. ამიტომ აუცილებელია მოქალაქეების ჩართულობა, განსაკუთრებით კი ციფრული ჩართულობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ სექტორებში, სერვისებსა და ეკოსისტემებში, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ცხოვრებაზე.
პროექტ DRIVE-ის მიზანია უკრაინასა და საქართველოში მოწყვლად მოქალაქეთა ჯგუფებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, საჭირო პირობების შექმნით, ცნობიერების ამაღლებით და უნარ-ჩვევების განვითარებით, რათა მათ შეძლონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ციფრულად ჩართვა და ჰქონდეთ სერვისებზე ციფრული წვდომა.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალმა სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება ხელი შეუწყოს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ციფრულ ჩართულობას, პროექტი DRIVE იქნება ორიენტირებული მხოლოდ ერთზე: საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ცნობიერების ამაღლება ციფრულად მოწყვლადი ჯგუფებისა და მათი საჭიროებების შესახებ, რათა უკეთესად შეძლონ ამ ჯგუფებთან მუშაობა ციფრული უთანასწორობის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად. ამისთვის, პროექტი ორიენტირებული იქნება ორ კონკრეტულ შედეგზე: პირველი, საჯარო უწყებები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები იცნობენ ციფრულად მოწყვლად მოქალაქეებს (DVC) და აცნობიერებენ მათ საჭიროებებს ციფრული წიგნიერებისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით (ინსტრუმენტები და უნარები) და მეორე, მათ შეუძლიათ ითანამშრომლონ ხარვეზების და გამოწვევების გადაჭრის გზებზე და დანერგონ გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მონაწილეობითი ელექტრონული მმართველობის საშუალებები (მაგ. ახალი მექანიზმები, ელექტრონული პლატფორმები და ა.შ.). გარდა ამისა, ელექტრონული მმართველობის აკადემიასა (ესტონეთი) და ადგილობრივ პარტნიორებს (საქართველო და უკრაინა) შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა ადგილობრივმა პარტნიორებმა გააგრძელონ მუშაობა პროექტის მიზნებზე, შეძლონ საჭირო დაფინანსების მოძიება (ევროკავშირის და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტები) სამოქმედო წინადადებებისთვის.
პროექტის აქტივობები:
I ეტაპი: მოსამზადებელი აქტივობები
II ეტაპი: პრაქტიკული აქტივობები შემუშავებული რეკომენდაციების განსახორციელებლად
- ტრენინგები და სამოქმედო ინიციატივების შეთავაზება
- საპილოტე პროექტი ან სამოქალაქო ჩართულობა/ტექ-ინიციატივები დარეგიონული
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტ DRIVE-ის მიზანია უკრაინასა და საქართველოში მოწყვლად მოქალაქეთა ჯგუფებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, საჭირო პირობების შექმნით, ცნობიერების ამაღლებით და უნარ-ჩვევების განვითარებით, რათა მათ შეძლონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ციფრულად ჩართვა და ჰქონდეთ სერვისებზე ციფრული წვდომა.
იხილეთ მეტი →
|
ორგანიზაციული გრანტი |
Luminate |
2022-2023 |
$200,000 |
პროექტის სახელწოდება: ორგანიზაციული მხარდაჭერა დონორი ორგანიზაცია: Luminate, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია გრანტის ოდენობა: 200,000 აშშ დოლარი გრანტის ხანგრძლივობა: იანვარი 13, 2022 – დეკემბერი 31, 2023
პროექტის მიზნებია:
- IDFI გააგრძელებს საჯარო დანახარჯებისა და კარგი მმართველობის მიმართულებით საზედამხედველო საქმიანობას, ასევე, ანალიტიკური აქტივობების განხორციელებას.
- IDFI აწარმოებს საჯარო შესყიდვების, საჯარო ფინანსებისა და სამთავრობო პროგრამების სისტემური მონიტორინგს საქართველოში.
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
IDFI აწარმოებს საჯარო შესყიდვების, საჯარო ფინანსებისა და სამთავრობო პროგრამების სისტემური მონიტორინგს საქართველოში.
იხილეთ მეტი →
|
სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის - ეტაპი 1 |
Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID |
2022 |
GEL 23,460 |
პროექტის სახელწოდება: სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის - ეტაპი 1 დონორი ორგანიზაცია: Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID ბიუჯეტი: 23,460 ლარი ხანგრძლივობა: 12.01.2022 - 31.03.2022
დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც შიდა ქართლში სტალინის მიმართ სენტიმენტებსა და ნოსტალგიას ეფუძნება, თაობიდან თაობას გადაეცემა და კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის იდენტობის ჩამოყალიბებაში. სტალინის კულტის მუდმივი ინსტრუმენტალიზაციის გამო, რეგიონი კვლავ საზრდოობს სტალინის გარშემო არსებული მითებით.
ზემოაღნიშნული გამოწვევის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტალინისა და საბჭოთა პერიოდის მიმართ გაღრმავებული ნოსტალგიის დეესკალაციას და ხელი შევუშალოთ ამ შეხედულებების მომავალი თაობებისთვის, ყოველგვარი კრიტიკული მიდგომის გარეშე, გადაცემას. გორის, როგორც შიდა ქართლის ცენტრის, ისტორიული იდენტობა მკვეთრად არის გადაჯაჭვული სტალინის ფიგურასთან, რომელიც ხელს უშლის რეგიონის განსხვავებული ისტორიული როლის ან ტურისტული პოტენციალის განვითარების ალტერნატიულ განვითარებას.
ქალაქის პრესაბჭოთა ისტორიული წარსულის ხაზგასმით, ამ პერიოდის ისტორიის აღდგენითა და რეგიონის ცენტრალური ქალაქისთვის (გორი) „იდენტობის რუკის“ შექმნით, პროექტი მიზნად ისახავს ახალი იდენტობისა და პოზიტიური თვითიდენთიფიკაციის განსხვავებული წყაროს შექმნას. პროექტი არა მხოლოდ ახალი იდეების შეთავაზებას გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ასევე მოიაზრებს მათი, როგორც პროექტის მთავარი აუდიტორიის, ამ განახლებული ნარატივის შექმნაში და შენარჩუნებაში ჩართვას.
შეიქმნება, საარქივო მასალებზე და ისტორიულ ანალიზზე დაფუძნებული, ქალაქის ახალი „იდენტობის რუკა“, რომელიც ხაზს გაუსვამს გამორჩეულ ისტორიულ მომენტებსა და ფიგურებს, როგორც ქალაქის უნიკალურობისა და მდიდარ ისტორიის მახასიათებლებს.
პროექტი ასევე ხელს შეუწყობს თაობათაშორის დიალოგს, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართვას თავიანთი ქალაქის, მისი უნიკალური ისტორიისა და ალტერნატიული იდენტობის განხილვაში. “იდენტობის რუკა“ და შესაბამისი საინფორმაციო ბანერები ქალაქის გარშემო და ვირტუალურ სივრცეში იქნება საწყისი წერტილი დიალოგის დასაწყებად.
პროექტის მიზნები:
- გორის/შიდა ქართლის ალტერნატიული ისტორიის შესახებ ცნობიერების გაზრდასა და სტალინის ფიგურის ჩანაცვლებაში წვლილის შეტანა;
- რეგიონის/ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული საარქივო მასალების მოძიება, ანალიზი, ინტერპრეტაცია და ვიზუალიზაცია;
- ახალი ქალაქის ისტორიაზე დაფუძნებული “იდენტობის რუკის“ შექმნა, რომელიც გარკვეულწილად ჩაანაცვლებს სტალინის ფიგურას, როგორც ქალაქის სიამაყის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს;
- ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ქალაქის იდენტობის შესახებ დისკუსიაში;
- აქამდე უცნობი ადამიანების, ტრავმისა და ტრიუმფის მეხსიერების ადგილებისა და მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტების აღნიშვნა და ხაზგასმა;
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:
- შიდა ქართლისა და მისი მცხოვრებთა ისტორიის, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა და ადგილების კვლევა;
- მოსახლეობის ნაწილისგან ზეპირი ისტორიების შეგროვება კონკრეტულ საკითხებსა და პიროვნებებზე;
- ონლაინ და ფიზიკური პლატფორმების იდენტიფიცირება, სადაც უნდა განთავსდეს გამოკვლეული და დამუშავებული ინფორმაცია;
- ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია, საჭირო ნებართვების მოპოვება;
პროექტის აქტივობები
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის ფარგლებში შეიქმნება, საარქივო მასალებზე და ისტორიულ ანალიზზე დაფუძნებული, ქალაქის ახალი „იდენტობის რუკა“.
იხილეთ მეტი →
|
მედიის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება |
ღია საზოგადოების ფონდი |
2022 |
$ 14 000 |
პროექტის სახელწოდება: მედიის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ფონდი ბიუჯეტი: 14 000 აშშ დოლარი ხანგრძლივობა: იანვარი 1, 2022 წელი - სექტემბერი 30, 2022 წელი
პროექტის აღწერა
პროექტის მიზანია მედიის საჯარო ინფორმაციაზე წვდომის ხარისხის გაუმჯობესება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეწყობა.
მიზნის მისაღწევად, IDFI განახორციელებს მედიისა და ჟურნალისტების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სამართლებრივი დახმარების პროცესში გამოიკვეთება სისტემური პრობლემები, რომლებიც აბრკოლებს ჟურნალისტთა ხელმისაწვდომობასსაჯარო ინფორმაციაზე. სისტემური პრობლემების გადაჭრის მეთოდების ადვოკატირება განხორციელდება სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის, სტრატეგიული სამართალწარმოებისა და კოალიცია მედიის ადვოკატებისთვის (შემდგომ: მედიაკოალიცია) თანამშრომლობით.
პროექტის ბენეფიციარები იქნებიან მედია-საშუალებები (იგულისხმება როგორც რეგიონალური ისე ეროვნული ტელე, ისე რადიო და ონლაინ-მედია საშუალებები) და ინდივიდუალური ჟურნალისტები. პროექტის ფარგლებში ჟურნალისტებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ სრული და კვალიფიციური სამართლებრივი დახმარებით. მიზნების მისაღწევად, IDFI ითანამშრომლებს მედიაკოალიციასთან, რომელთან თანამშრომლებით მოხდება სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება და ცვლილებების ადვოკატირება.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება სპეციფიკურად ჟურნალისტებზე მორგებული სამართლებრივი დახმარება და პრაქტიკულ-სამართლებრივი პრობლემების “მაპინგი”, რომლებსაც ჟურნალისტები საჯარო ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით აწყდებიან.
პროექტის ძირითადი აქტივობები
- სრული სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. (განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება, სამართლებრივი წარმომადგენლობა);
- სტრატეგიული სამართლებრივი ან/და არასამართლებრივი რეაგირება გამოვლენილ სისტემურ პრობლემებზე;
- გამოვლენილი პრობლემების დოკუმენტირება. სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის, სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება.
პროექტის აქტივობები და ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია მედიის საჯარო ინფორმაციაზე წვდომის ხარისხის გაუმჯობესება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეწყობა.
იხილეთ მეტი →
|
კვლევისა და საჯარო ღონისძიებების მხარდაჭერა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირებისათვის საქართველოს განათლების სისტემაში, COVID-19 პანდემიის განმავლობაში |
ღია საზოგადოების ფონდი (OSF) |
2021-2022 |
$ 28,800 |
პროექტის სახელწოდება: „კვლევისა და საჯარო ღონისძიებების მხარდაჭერა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირებისათვის საქართველოს განათლების სისტემაში, COVID-19 პანდემიის განმავლობაში”
დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ფონდი (OSF)
პროექტის კოდი: OR2021-82602
სრული ბიუჯეტი: 38,200 აშშ დოლარი
ხანგრძლივობა: დეკემბერი 1, 2021 წელი - ივლისი 31, 2022 წელი
პროექტის მოკლე აღწერა და მიზნები
პროექტის მიზანია საზოგადოების დაუცველი ჯგუფებისა და ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების ადვოკატირება საქართველოს განათლების სისტემაში საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
ამ მიზნით, პროექტის მთავარი ამოცანებია:
- სტატისტიკური მონაცემების გამოთხოვა, შედარებითი ანალიზი, საგანმანათლებლო სერვისების ფუნქციონირების შესახებ პანდემიამდე და პანდემიის დროს;
- სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიერ სასწავლო პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების მონიტორნიგი პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ პერიოდში;
- ეთნიკური უმცირესობებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გამოწვევების იდენტიფიცირება (პროფესიული განათლების მიმართულებით);
- სამოქმედო გეგმის და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით რეკომენდაციების შემუშავება, დარგის ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;
აქტივობები
1. მოსამზადებელი პერიოდი: მეთოდოლოგიის შემუშავება და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების გაგზავნა;
2. სამუშაო შეხვედრები / ფოკუს ჯგუფის ინტერვიუების ჩატარება;
3. შეხვედრებში რეგიონებში და გამოწვევების იდენტიფიცირება;
4. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი;
5. შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან და კვლევის შედეგების გაცნობა;
6. ადვოკატირება და მედიასთან თანამშრომლობა;
7. საბოლოო რეპორტის შემუშავება.
პროექტის აქტივობები
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საზოგადოების დაუცველი ჯგუფებისა და ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების ადვოკატირება საქართველოს განათლების სისტემაში საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
იხილეთ მეტი →
|
ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის ანალიზი - პირველი ეტაპი |
Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID |
2021-2022 |
GEL 23.200 |
პროექტის სახელწოდება: ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის ანალიზი - პირველი ეტაპი დონორი ორგანიზაცია: Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID ბიუჯეტი: 23, 200 ლარი| ხანგრძლივობა: 2021 წლის 19 ოქტომბერი – 2022 წლის 18 თებერვალი
გამომდინარე იქიდან, რომ რუსული კომპანიების წილი ქართულ ბაზარზე სულ უფრო მზარდია, შემოთავაზებული კვლევითი პროექტის ფარგლებში IDFI მიზნად ისახავს 6 წლის შემდეგ განაახლოს ორგანიზაციის მიერ შედგენილი ანგარიში: „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“ და შეავსოს იგი ახალი კომპანიების კვლევით, რომლებიც ეკუთვნის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ანგარიშში დეტალურად იქნება შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული, ელექტროენერგიის, წყლის რესურსების, ტურიზმის, ნავთობისა და გაზის, სამთო-მოპოვებით, მინერალური წყლების, კომუნიკაციების, ელმავლების მშენებლობის, საბანკო და საინვესტიციო სექტორებში, საქართველოში მოქმედი კომპანიების მუშაობა, რესურსები და კავშირები.
ბიზნესი ხშირად უკავშირდება სოციალურ-პოლიტიკურ აქტორებს და გავლენას ახდენს საზოგადოებრივ დამოკიდებულებებზე. ჩვენ მნიშნელოვნად მიგვაჩნია პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია სექტორებისა და რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებულ ბიზნეს კომპანიებს შორის კავშირების გამოძიება . ეს მოგვცემს დაფინანსების წყაროების შესახებ მკაფიო სურათს იმ მავნე პოლიტიკური, მედიის და სამოქალაქო აქტორების უკან, რომლებიც აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას ქვეყანაში. Ამისთვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, მონიტორინგს გაუწევს შემოწირულობებს, ლობირების შემთხვევებს და სხვა სახის კავშირებს კომპანიებსა და საზოგადოებრივ აქტორებს შორის, რათა მოხდეს რუსული კაპიტალის და პოლიტიკური ორგანიზაციების ქსელის შესწავლა. სამ ეტაპად დაყოფილი პროექტის შედეგად, IDFI გეგმავს შექმნას საქართველოში რუსეთის კაპიტალის რუკა, რომელიც შემდგომ ინტეგრირებული იქნება ქართული დეზინფორმაციის ეკოსისტემის რუქაზე.
პროექტის მიზნები:
- ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის გამოძიება და მისი პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო სექტორებზე გავლენების ასახვა;
- რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებულ კომპანიებსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ, სამოქალაქო და მედიის წარმომადგენლებს შორის კავშირების გამოძიება და შესწავლა;
- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და რუსული დეზინფორმაციის საკითხებზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოებისა და კვლევითი ორგანიზაციებისთვის, ასევე მედიასაშუალებებისათვის ეფექტური მეთოდოლოგიისა და გადამოწმებული ინფორმაციის წყაროს შექმნა;
- საქართველოს მთავრობისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება საქართველოს პოლიტიკურ გარემოში რუსული კაპიტალის მავნე გავლენების შესახებ;
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:
- პირველ ეტაპზე, ინფორმაციის შეგროვება საჯარო სააგენტოებიდან, ინტერნეტიდან და სხვა ღია წყაროებიდან შემდეგი ოთხი დარგობრივი მიმართულებით: კომუნიკაციები, საბანკო, სამთო და მინერალური წყლები.
- 2015 წლის ანგარიშში შესწავლილი კომპანიების შესახებ ინფორმაციის განახლება.
- ანალიტიკური შუალედური ანგარიშის მომზადება.
პროექტის აქტივობები და ბიუჯეტი
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის გამოძიება და მისი პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო სექტორებზე გავლენების ასახვა.
იხილეთ მეტი →
|
ინტერ-რელიგიური ურთიერთგაგება გრაფიკული ხელოვნების საშუალებით |
International Coalition of Sites of Conscience |
2021 |
$2,850 |
პროექტის სახელწოდება: ინტერ-რელიგიური ურთიერთგაგება გრაფიკული ხელოვნების საშუალებით დონორი ორგანიზაცია: International Coalition of Sites of Conscience ბიუჯეტი: $2,850 ხანგრძლივობა: 6 სექტემბერი - 10 დეკემბერი. 2021
2019 წელს ცნობილი გახდა აჭარაში, საქართველოში 1937-1938 წლების საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა პირველი მასობრივი სამარხების აღმოჩენის თაობაზე. აღნიშნული მოვლენა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, ვინაიდან რეპრესირებულთა ისტორიების შესწავლას, მათთვის სათანადო პატივის მიგებასა და ხსოვნის უკვდავყოფას დიდი როლი აქვს ქვეყნების კოლექტიური მეხსიერების ფორმირებასა და ტოტალიტარული წარსულის გააზრებაში, რასაც ადასტურებს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილებაც.
აღნიშნული პროექტის ძირითადი მონაწილეები იქნებიან წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მოსწავლეები, რომლებიც შექმნიან კომიქსებს რეპრესირებული ადამიანების ისტორიებზე, მათ შორის მუსლიმურ და ქრისტიანულ თემს შორის რელიგიური ურთიერთგაგების წარმოჩენის მხრივაც. გავრცელებული კომიქსებით, რომლებიც შეეხება კონკრეტულ მსხვერპლთა ისტორიებს, საზოგადოებაში გაჩნდება ახალი ცოდნა რეპრესიების მიმართ, კიდევ უფრო დიდი ემპათია მათ შორის რელიგიური უმცირესობის ჯგუფი მსხვერპლების მიმართ.
კომიქსები გავრცელდება ისევე როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო კოალიციის არხებითაც.
რეპრესირებულთა საკითხით ახალგაზრდა თაობის დაინტერესება და მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის. აღნიშნული პროექტით, საზოგადოება, ხელისუფლება და გადაწყვეტილების მიმღები პირები კიდევ ერთხელ დაინახავენ, რა მნიშვნელობას ატარებს მსხვერპლთა ხსოვნის საკითხი საზოგადოებისთვის, რომ ეს თემა არ არის მეორეხარისხოვანი და მათ შორის ახალი თაობაც ჩართულია მის პოპულარიზაციაში.
პროექტის მიზნები
- აჭარაში აღმოჩენილი მასობრივი სამარხების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;
- ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დიალოგის წახალისება;
- სახელმწიფოს დაინტერესება აჭარაში აღმოჩენილი სამარხების საკითხით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები
- ლექციები და დისკუსიები რეპრესიების თემაზე
- 3 თემატური კომიქსის დახატვა
- კომიქსების გავრცელება და სხვა პიარ აქტივობები
- შექმნილი ნამუშევრების წარდგენა კოალიციისთვის
აქტივობები და ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია აჭარაში აღმოჩენილი მასობრივი სამარხების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
იხილეთ მეტი →
|
საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კვლევა - საქართველოს გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა |
გაეროს განვითარების პროგრამა |
2021-2022 |
$17,420 |
პროექტის დასახელება: საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კვლევა - საქართველოს გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა
დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა - საქართველოში საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის მხარდაჭერა - ფაზა 2
პროექტის ნომერი: 00121579
ბიუჯეტი: 17,420 დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2021 – 31 იანვარი, 2022
პროექტის ამოცანები
- საქართველოს მთავარი გამოწვევების იდენტიფიცირება საჯარო სამსახურის კეთილსინდისიერებისა და მამხილებლების დაცვის კუთხით;
- OECD-ACN და GRECO სტანდარტებისა და რეკომენდაციების ანალიზი;
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საჯარო სამსახურის ბიუროსთან, ასევე სამინისტროებთან თანამშრომლობით, ეროვნულ კონტექსტზე კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების უკეთ მორგება;
- რეკომენდაციების შეთავაზება ზემოაღნიშნული ანალიზის საფუძველზე.
პროექტის აქტივობები
1. სამაგიდო კვლევა - მკვლევართა ჯგუფი გააანალიზებს არსებულ მდგომარეობას კეთილსინდისიერებასა და მხილების საკითხებზე საჯარო უწყებებისგან შესაბამისი ინფორმაციისა და მონაცემების მოთხოვნით, ეროვნული კანონმდებლობისა და OECD-ACN და CoE-GRECO რეკომენდაციების გაანალიზებით. სააგენტოების სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნისას ყურადღება მიექცევა გენდერულ და სოციალურად დაუცველ ჯგუფებს.
2. საჯარო მოსამსახურეთა ონლაინ გამოკითხვა - სოციოლოგის მონაწილეობით საბოლოო მეთოდოლოგიის მიხედვით მომზადებული კითხვარის საფუძველზე გუნდი შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა ინფორმირებულობას და დამოკიდებულებებს კეთილსინდისიერებისა და მხილების საკითხებზე. კითხვარი გადაეგზავნება ცენტრალურ სააგენტოებსა და მუნიციპალიტეტებს (სულ მცირე, დაიფარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტები). საჯარო მოსამსახურეთა გამოკითხვა ჩატარდება ცენტრალური სააგენტოებისა და მუნიციპალიტეტის საკონტაქტო HR დანაყოფების ელექტრონული ფოსტების ბაზის გამოყენებით, ხოლო სანდოობის 90% –ისთვის საკმარისი იქნება საჯარო მოხელეების დაახლოებით 5% –ის მიერ შევსებული კითხვარი. მონაცემები დაითვლება სტატისტიკურად და გაანალიზდება საჯარო მოხელეთა ცნობიერება და დამოკიდებულება.
3. ფოკუს ჯგუფის დისკუსიები დაინტერესებულ მხარეებთან - დოკუმენტის პირველი პროექტი და მისი მიგნებები გაზიარდება საჯარო სამსახურის ბიუროსთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან და სხვა დაინტერესებულ ცენტრალურ უწყებებთან და მუნიციპალიტეტებთან, რათა მათ წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები, რომელთა შედეგად მიგნებები და შემოთავაზებული რეკომენდაციები უკეთ მოერგება ადგილობრივი საჭიროებებსა და მახასიათებლებს. დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული ინფორმაცია იქნება როგორც შეგროვებული მონაცემების, ასევე შემუშავებული წინასწარი რეკომენდაციების დადასტურების მექანიზმი. შეგროვებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციები მიემართება საქართველოს მთავრობას, საჯარო სამსახურის ბიუროს, სამინისტროებს და მუნიციპალიტეტებს, თუმცა კვლევის საბოლოო ბენეფიციარები არიან საჯარო მოხელეები ქვეყნის მასშტაბით და ფართო საზოგადოება, რადგან კვლევის პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საჯარო სამსახურის მთლიანობის განმტკიცებას.
4. დასკვნითი ღონისძიება - საბოლოო კვლევის შედეგები და შემოთავაზებული რეკომენდაციები საზოგადოებას წარედგინება
სამუშაო გეგმა
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის ამოცანაა საქართველოს მთავარი გამოწვევების იდენტიფიცირება საჯარო სამსახურის კეთილსინდისიერებისა და მამხილებლების დაცვის კუთხით.
იხილეთ მეტი →
|