მოსამართლეთა პროფესიული მომზადების სისტემაში არსებული ხარვეზები იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | პუბლიკაციები 18 აპრილი 2019

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარმოადგინეს კვლევა საქართველოში მოსამართლეთა პროფესიული მომზადების სისტემის შესახებ.

 

კვლევა მიმოიხილავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციურ მოწყობასა და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებს. მასში განხილულია როგორც იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის უფლებამოსილებების განაწილების  საკითხი, ასევე გამოკვეთილია სხვა რიგი პრობლემები, რაც იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის კუთხით არსებობს, მათ შორის, იუსტიციის მსმენელთა მომზადებასთან, მოსამართლეთა გადამზადებასთან და სკოლის პროგრამებთან დაკავშირებით.

 

მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაძლებლობას აძლევს კონტროლი განახორციელოს სკოლის საქმიანობაზე. კვლევაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზაციული დამოუკიდებლობის გაზრდის აუცილებლობაზე, რაც არსებითად მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და პირის მოსამართლედ დანიშვნის სამართლიანი პროცესის უზრუნველსაყოფად.

 

კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღებ კონკურსსა და მსმენელთა შერჩევის ეტაპებზე. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სკოლა არ არის უფლებამოსილი თავად შეარჩიოს იუსტიციის მსმენელები. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობა არ ქმნის საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით თვითნებური გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, მაღალია რისკი იმისა, რომ საბჭომ სუბიექტური შეხედულებით და არა მართლმსაჯულების ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება.

 

ხარვეზიანია მსმენელობის კანდიდატებისადმი წაყენებული მოთხოვნები, პრობლემურია შერჩევის კრიტერიუმების, ასევე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების გარანტიების არარსებობა საკანონმდებლო დონეზე. ამგვარი საკანონმდებლო გარანტიების არარსებობა თვითნებობისა და მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღების საფრთხეს ქმნის, რაც ზიანს აყენებს კვალიფიციური, კომპეტენტური და დამოუკიდებელი მოსამართლეებით სასამართლო სისტემის დაკომპლექტების მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს.

 

კვლევამ აჩვენა, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების ხანგრძლივობა კვალიფიციური მსმენელების მოსამზადებლად საკმარისი არ არის. არსებული რეგულირების პირობებში, პრაქტიკულად ვერ ხდება მოსამართლის ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი საკითხის სიღრმისეულად გაცნობა. კვლევის ფარგლებში ასევე გამოვლინდა, რომ დასახვეწია სწავლების მეთოდოლოგია და ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების პრაქტიკა. 

 

გარდა ამისა, მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს მასწავლებელთა საბჭოს დაკომპლექტების ობიექტურ და გამჭვირვალე პროცესს. მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს ისიც, რომ რეგულირებული არ არის დამამთავრებელი გამოცდის კომისიის წევრისადმი წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მისი შერჩევის კრიტერიუმები, რაც დამოუკიდებელ საბჭოს ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს 3 წევრი. 

 

კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია მოსამართლეთადანიშვნისპროცესში სკოლისროლის გაზრდაზე, რაც არსებითად მნიშვნელოვანია მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სამართლიანი და ობიექტური პროცესის უზრუნველსაყოფად.

 

იდენტიფიცირებული პრობლემები იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს. წარმოდგენილი ანგარიში საერთაშორისო სტანდარტებსა და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოიცავს რეკომენდაციებს არსებული ხარვეზებისა და პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების შესახებ.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023