საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში 14 ივნისი 2019

წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის შეფასება 2019 წლის მაისის მდგომარეობით და მოცემულია ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის ტენდეციები 2014 წელთან შედარებით. ანგარიში მოიცავს ასევე საჯარო დაწესებულებათა პროაქტიული გამჭვირვალობის რეიტინგებს. 

 

IDFI-მ შეისწავლა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა 100 საჯარო დაწესებულებაში და ამ მიზნით განახორციელა შემდეგ უწყებათა ვებ-გვერდების დეტალური მონიტორინგი: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, 11 - სამინისტრო/სახელმწიფო მინისტრის აპარატი, 86 - სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ და საქვეუწყებო დაწესებულება

 

 

ანალიზის შედეგად დადგინდა რომ:

 

- მონიტორინგის ობიექტი 100 საჯარო დაწესებულებიდან, 8 უწყებას საერთოდ არ ჰქონდა საკუთარი ვებგვერდი, ხოლო 6 უწყების შემთხვევაში ვებგვერდზე არ იყო შექმნილი საჯარო ინფორმაციის განყოფილება. ერთ უწყებას, არ გააჩნდა საკუთარი ვებგვერდი, თუმცა  საჯარო ინფორმაციის განყოფილება შექმნილი იყო მისი ზემდგომი უწყების ელექტრონულ რესურსზე. დანარჩენი 85 საჯარო დაწესებულების ვებგვერდზე  შექმნილი იყო  საჯარო ინფორმაციის განყოფილება და პროაქტიულად იყო გამოქვეყნებული ინფორმაცია.

 

იმ უწყებებს შორის, რომლებსაც მონიტორინგის პერიოდში არ ჰქონდათ ვებგვერდი ან ვებგვერდზე არ ჰქონდათ შექმნილი საჯარო ინფორმაციის განყოფილება, ყველა მიეკუთვნებოდა სამინისტროებს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. ამ უწყებებს შორის ჭარბობდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, აგრეთვე ახლად დაარსებული  უწყებები, რომელთა ვებგვერდების შექმნა თუ მათზე საჯარო ინფორმაციის განთავსება ვერ იქნა უზრუნველყოფილი მონიტორინგის პერიოდისთვის. 

 

- 2019 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 53%-ია, რაც 18%-ით ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს;

 

- 2019 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით არც ერთ უწყებას არ ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული ინფორმაცია;

 

- ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მაღალი (98%) შეფასება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ მიიღო, ყველაზე დაბალი კი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ (39%);

 

- 2014 წელთან შედარებით, 13 ცენტრალური საჯარო დაწესებულებიდან 9-მ, გააუარესა ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელი;

 

- საჯარო სამართლის იურიდიული პირების და საქვეუწყებო დაწესებულებების ინფორმაციის გამოქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 47%-ს შეადგენს , მაშინ როდესაც მათი ზემდგომი უწყებების (სამინისტროების) საშუალო მაჩვენებელი 76%-ია;

 

- სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებული უწყებების დაახლოებით 40%-ს, პროაქტიულად სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 30%-ზე ნაკლები ჰქონდა განთავსებული საკუთარ ვებგვერდზე;

 

- საჯარო დაწესებულებებისათვის ყველაზე პრობლემური საკითხი ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება იყო;

 

- არცერთ შეფასებულ საჯარო დაწესებულებას არ ჰქონდა გამოქვეყნებული ინფორმაცია ღია მონაცემების (CSV ან XML) სახით. 31 საჯარო დაწესებულებას კონკრეტული ფინანსური ინფორმაცია გამოქვეყნებული ჰქონდა  Excel-ის ფორმატში;

 

- მხოლოდ 48 საჯარო დაწესებულების ვებგვერდზე იყო ხელმისაწვდომი განვლილ წლებში პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის არქივი.

 

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების რეიტინგი იხილეთ სრულად აქ.

 

 

/public/upload/IDFI_2019/General/research_on_proactive_disclosure_geo.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024