საკუთრების ჩუქება სახელმწიფოსთვის (2006-2012)

სიახლეები | კვლევები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები 22 აპრილი 2013

qonebasurati

2013 წლის თებერვალში IDFI-მ მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2004-2013 წლებში სახელმწიფოსთვის კერძო სამართლის იურიდიული პირების წილების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) ხელშეკრულებების ასლების მოთხოვნით. როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2006-2012 წლებში არა ერთმა კერძო იურიდიულმა პირმა უსასყიდლოდ აჩუქა სახელმწიფოს საკუთარი კომპანიის წილები. ზოგ შემთხვევაში საკუთრების გადაცემა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს პროცესის გამჭვირვალობისა და კომპანიის მფლობელებზე შესაძლო სახელმწიფო ზეწოლის კუთხით. ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების ჩამონათვალს და მცირე ანალიზს:

 

 

კერძო მფლობელების მიერ წილების ნებაყოფლობითი გადაცემა სახელმწიფოსთვის 

2007 წლის სექტემბერში  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შპს „ბორჯომის სავაჭრო ცენტრი“ აუქციონზე გაიტანა გასაყიდად, სადაც მის საწყის ფასად 190 000 აშშ დოლარი განისაზღვრა. [1] საბოლოოდ, შპს „ველაჯიომ“ ობიექტი 200 000 დოლარად იყიდა. [2] [3]

borjomissavachrocentri

2 000 ლარი 2007 წლის 11 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შპს „დიპლომატიურ კლუბ მანგლისს“ შპს „გორა“ 1 620 000 აშშ დოლარად მიყიდა საჯარო აუქციონის გზით. [4]  საინტერესოა, რომ კომპანია „დარლინგუორთ ლიმიტედი“ რომელიც შპს „გორას“ წილის 100%-ის სახელმწიფოსთვის გადაცემის პროცესში წარმოადგენდა შუამავალ კომპანიას, ჯერ კიდევ 2002 წელს მოექცა საზოგადოებრივი ყურადღების ქვეშ, ფოთის გემთმშენებელი ქარხნის პრივატიზაციის საქმესთან დაკავშირებით. [5]

Gora Ltd.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შპს „რიყე“ ახორციელებდა „მშვიდობის ხიდის“ მშენებლობას, რაც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც მაშინ თბილისის მერობის კანდიდატ გიგი უგულავას წინასაარჩევნო კამპანიის დროს დედაქალაქის ბიუჯეტის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო რეესტრში შპს „რიყის“ სახელით სხვადასხვა დროს 18 კომპანია არის დარეგისტრირებული, ძნელია დანამდვილებით იმის მტკიცება, არის თუ არა საუბარი ერთსა და იმავე იურიდიულ პირზე.

თავად შპს „იბერია შიპინგი“ რეგისტრირებულია 1999 წლის 30 ნოემბერს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. კომპანია, რომლის საქმიანობის სფეროებიცაა გემების დაფრახტვა, საბროკერო საქმიანობა, საზღვაო გადაზიდვა და ტვირთის ექსპედირება, ეკონომიკის სამინისტრომ 2007 წლის 13 დეკემბერს აუქციონზე გაყიდა. შპს „იბერია შიპინგის“ საწყისი ღირებულება შეადგენდა 1 100 000 აშშ დოლარს, და საბოლოოდ ის 1 120 000 აშშ დოლარად  შეიძინა შპს ”YLARA SHIPPING LTD”-მა.

iberia shipping

შპს “ჯეოსელის” დამფუძნებელ-პარტნიორმა “Gürtel Telekominikasyon Yatirim Ve Diş Ticaret Anonim Şirketi” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა კომპანიის წილის 2,50%.

სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა 61 საავადმყოფის წილის 100%.

2010 წლის 1 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”თბილავიამშენი” თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის, რაც თავად კომპანიის ხელმძღვანელობის ინიციატივას წარმოადგენდა. 2013 წლის 29 იანვარს პრეზიდენტმა გორში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ თბილისის საავიაციო ქარხანა დანგრეულ მდგომარეობაში ჩაიბარა, რასაც „თბილავიამშენის“ ყოფილი პარტნიორები და აქციონერები განცხადებით გამოეხმაურნენ, და აღნიშნეს, რომ ქარხანა მესაკუთრე 26 პირს 2010 წელს ჩამოერთვა „დანაშაულებრივად, იძულებითა და მუქარით“. 2013 წლის 22 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საადვოკატო დახმარებას უწევს “თამ თბილავიამშენის” ყოფილ აქციონერებსა და შპს “თბილავიამშენის” ყოფილ პარტნიორებს და ქონების დაბრუნების მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს.

საჯარო რეესტრის 2010 წლის 18 იანვრის ამონაწერის მიხედვით საფეხბურთო კლუბ „სიონის“ 51% ეკუთვნოდა ნუგზარ ლომთაძეს, ხოლო 49% – ბოლნისის გამგეობას. 2010 წლის 6 ივლისის ხელშეკრულებით ნუგზარ ლომთაძემ თავისი 51%-იც უსასყიდლოდ დაუთმო სახელმწიფოს. ეკონომიკის მინისტრის 2012 წლის 1 თებერვლის ბრძანებით შპს „საფეხბურთო კლუბი სიონის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% გადაეცა ბოლნისის მუნიციპალიტეტს „დამატებითი  ქონების“  სახით.

საჯარო რეესტრის 2010 წლის 18 თებერვლის ამონაწერის მიხედვით საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ წილის 50%-ის მფლობელი იყო თვითმმართველი ქალაქი ფოთი, 50%-ის – თეიმურაზ ბარქაია. 2011 წლის 23 აგვისტოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით შპს „საფეხბურთო კლუბი კოლხეთი“-ის წილის 100% გადაეცა ქ. ფოთის თვითმმართველ ერთეულს „როგორც დამატებითი ქონება“.

შპს „დემეტრე 96“ შეიქმნა 2007 წლის 12 სექტემბერს, ერთი მხრივ სს „ისანი ქართუსა“ (წილის 32%-ის მფლობელი) და მეორე მხრივ სს „ქართუ ჯგუფის“ (წილის 68%-ის მფლობელი) მიერ. კომპანიის საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 265 000 ლარით. 2007 წლის 15 ოქტომბერს კომპანიის ორივე დამფუძნებელმა თავისი წილები ნასყიდობის გზით დაუთმო თათავარდანაშვილს. სს „ისანი ქართუ“-ს მფლობელობაში არსებული 32% შეფასდა 85 000 ლარად, ხოლო სს „ქართუ ჯგუფის“ კუთვნილი 68% – 181 ლარად. სულ „დემეტრე 96“-ის წილის 100% თათა ვარდანაშვილმა შეიძინა 266 000 ლარად.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის განკარგულებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის  შპს ,,დემეტრე 96″-ს გამოეყო სესხი 1 350 000 ლარის ოდენობით, 7 წლის ვადით, 2 წლის საშეღავათო პერიოდით, წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით.

2010 წლის 26 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „დემეტრე 96“-ის წილის 100% გადაეცა თავდაცვის სამინისტროს. 2011 წლის 7 აპრილს თავდაცვის მინისტრმა შპს „დემეტრე 96“-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“. თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის ბრძანებით შპს „დემეტრე 96“-ის წილის 100% მართვის უფლებით გადაეცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ხოლო 2013 წლის 26 აპრილს შპს „დემეტრე 96“ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ე.წ. „შავ სიაში“ შეიყვანა.

2011 წლის იანვარში შპს „მ და ბ“-ს დირექტორი შაქრო მიროტაძე დააკავეს  დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტზე. 2011 წლის 10 მაისს სახელმწიფოს კუთვნილებაში გადავიდა შპს „მ და ბ“-ს წილის 51%, რომელიც 300 ლარად იყო შეფასებული. ბესიკ კალანდაძემ თავისი 35%, გია გურგენიძემ 10%, გია ღოღობერიძემ 22,5-დან 6% დაუთმეს სახელმწიფოს, რის შემდეგაც კომპანიის პარტნიორები შემდეგნაირად განაწილდა: 51% – სახელმწიფო, 22% – დავით ბერაძე, 16.5% – გიორგი ღოღობერიძე და თებროლე გობეჯიშვილი – 10%.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 18 მაისის ბრძანების საფუძველზე შპს „მ და ბ“-ს წილის 51% დარეგისტრირდა თვითმმართველ ქალაქ რუსთავის საკუთრებაში. საინტერესოა, რომ 2011 წლის 16 სექტემბერს შპს „მობილ გაზის“ 100% წილის მფლობელმა და ერთპიროვნულმა დამფუძნებელმა დავით ბერაძემ მიიღო გადაწყვეტილება ქ. რუსთავის თვითმმართველობისგან შეისყიდოს 51% წილი შპს „მ და ბ“-ს კაპიტალში. აღსანიშნავია, რომ თავად შპს „მობილ გაზი“ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სულ რაღაც ორი დღით ადრე, 2011 წლის 14 სექტემბერს, საწყისი კაპიტალით 10 ლარით. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 7 ნოემბრის განკარგულებით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული შპს „მ და ბ“-ს წილის 51% პირდაპირი მიყიდვის ფორმით 150 000 ლარად გადაეცა შპს „მობილ გაზს“.

2012 წლის 30 აპრილს გია გეწაძემ და ლაშა ლეჟავამ შეიძინეს შპს „მობილ გაზის“ წილის 10-10%, ერთ ლარად.

საინტერესოა, რომ 2012 წლის 2 აპრილს ლაშა ლეჟავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ 15 000 ლარის არაფულადი შემოწირულება განახორცილა.   გარდა შპს „მობილ გაზისა“ იგი შემდეგი კომპანიების პარტნიორად არის რეგისტრირებული: შპს L&V, შპს იმმო ჯგუფი, შპს ჯეობეთი და შპს სამწვადე №1. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემოწირულობის განხორციელების დროს ლაშა ლეჟავა ჯერ არ იყო შპს „მობილ გაზის“ წილის 10%-ის მფლობელი.

შპს „ჟინერი“ დარეგისტრირდა 1996 წლის 30 აგვისტოს. კომპანიის გაკოტრებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა ე.წ. არამატერიალური სამეურვეო ქონება, შპს „ჟინერის“ წილები სხვადასხვა საზოგადოებების კაპიტალში. კერძოდ, წილის 10% შპს „შევარდენის“ კაპიტალში, წილის 11,2% შპს „ლომისას“ კაპიტალში, ამას გარდა 2 789 ლარი 5578 ლარის ოდენობის მოთხოვნიდან დებიტორ კომპანია შპს „არსი ავლაბრისგან“ და 3299,9 ლარი 6599,82 ლარის მოთხოვნისგან დებიტორ ს/ს „ვაზიანისგან“.

კომპანიას ოთხი პარტნიორი ყავდა – ნათია მჭედლიძე (28%), ბაირონ აბრამიშვილი (28%), ჟორა მჭედლიძე (24%) და ჯემალ ნაცვლიშვილი (20%). კომპანია დარეგისტრირდა 2001 წლის 21 ნოემბერს და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებად განისაზღვრა სატრანზიტო-სასაწყობო საქმიანობა, თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება, სატვირთო გადაზიდვების ორგანიზაცია და სხვ. დღევანდელი მდგომარეობით კომპანია ლიკვიდირებულია.

2012 წლის 1 თებერვალს „მესტიის რაიონული საავადმყოფოს“ წილის 100%, რომელიც შემდეგნაირად იყო განაწილებული (34% – “ბლოკ-ჯორჯია”, 33% – “ბლოკ-ინვესტი”, 33% – “მედიმექსი”), მთლიანად სახელმწიფო კუთვნილებაში გადავიდა. რაც შეეხება შპს „მესტიის რაიონული საავადმყოფოს“ სამ პარტნიორს, სამივე კერძო პირების მიერ არის დაფუძნებული, ორ მათგანში ფიგურირებს ვახტანგ ჯანაშვილი, და სამივეში – მამუკა ჯანაშვილი.

შპს ბლოკ-ჯორჯია ერთ-ერთი კომპანიაა, რომელთანაც სახელმწიფო თანამშრომლობდა „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის“ ფარგლებში, რომლის თანახმადაც საქართველოს მასშტაბით 100 საავადმყოფოს აშენება-გარემონტება იგეგმებოდა. სახელმწიფოსთან თავდაპირველი ხელშეკრულების მიხედვით შპს ბლოკ-ჯორჯიას 24 საავადმყოფოს გარემონტება ევალებოდა, თუმცა პირობების ბოლომდე შესრულება ვერ მოახერხა. ამის მიუხედავად, სახელმწიფომ გააგრძელა მასთან ურთიერთობა და 2010 წელს თი-ბი-სი ბანკმა კომპანიას მისცა 8 მილიონი დოლარის კრედიტი, რომლის ნახევრის გარანტად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაუდგა. ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ სახელმწიფოსა და შპს ბლოკ-ჯორჯიას შორის ურთიერთობა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, და არა სატენდერო პირობებით სრულდება. ამას გარდა, 2007-2008 წლებში შპს ბლოკ-ჯორჯიამ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შესაწირის სახით გადაურიცხა 100 ათასი ლარი, შესაწირის მაქსიმალური რაოდენობა.

“სახელმწიფო მომსახურების ბიურო”-ს დირექტორმა დავით კაკაურიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადასცა „ქართული ფილმის“ 33.33%, რომელიც 3 379 480 ლარად იქნა შეფასებული.

ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების წილების გადაცემა სახელმწიფოსთვის

შეიქმნა 2002 წლის 17 აპრილს, და თავდაპირველად ერქვა შპს „მზიური XXI საუკუნე“. 2006 წლის 19 აპრილს მას დაერქვა შპს „ლოგოსი“, და ამავე დროს, რუსუდან კერვალიშვილმა კომპანიის წილის 29% დაუთმო გიორგი ისაკაძეს, რომელიც 100%-ის მფლობელი გახდა. 2007 წლის 28 სექტემბერს გიორგი ისაკაძემ შპს „ლოგოსის“ წილის 100% დაუთმო კომპანია „ფიშერ აილენდ ლიმითედს”-ს, რომელიც ინგლისისა და უელსის კომპანიების რეესტრში რეგისტრირებული იყო 2007 წლის 28 თებერვალს. თუმცა, ამის მიუხედავად, საჯარო რეესტრში 2010 წლის 12 იანვრიდან 2012 წლის 20 აპრილის ჩათვლით არსებულ ამონაწერებში გიორგი ისაკაძე არის მითითებული კომპანიის წილის 100%-ის მფლობელი.

“ლექსორ კაპიტალ კორპ”-ის წარმომადგენელმა დიმიტრი ჩიქოვანმა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა კომპანიის წილის 70%. 

2012 წელს მიხეილ ნიბლაძემ სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სამი კომპანიის 50-50% წილი, თითოეული შეფასებული 1000 ლარად: ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანია “ნაზვრევი”, “ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია-ნორიო” და “ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანია-ნინოწმინდა”.

ეს კომპანიები დაფუძნდა საქართველოს სახელმწიფოსა და ჩანელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიების – „ნინოწმინდის ნავთობკომპანია”, “კანარგო-ნაზვრევი” და “კანარგო-ნორიო” მიერ – რომლებიც კანადური „კანარგოს“ შვილობილი კომპანიები არიან.  სამივე შემთხვევაში საქართველოს მხარეს წარმოადგენდა „საქნავთობი“, ხოლო მეორე პარტნიორის სახით წარმოდგენილი იყო ოფშორში რეგისტრირებული „კანარგოს“ სამი შვილობილი კომპანიიდან ერთ-ერთი. თითოეული ახლადდაარსებული კომპანიის შემთხვევაში როგორც საქართველოს სახელმწიფო (წარმოდგენილი „საქნავთობით“), ისე ოფშორული კომპანია ფლობდნენ კომპანიის წილის 50-50%-ს.

2012 წლის 13 იანვარს გაფორმებული სამი ხელშეკრულებით ოფშორულმა კომპანიებმა საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმეს წილის საკუთარი 50-50%, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო გახდა სამივე კომპანიის სრული მფლობელი. ხოლო 2012 წლის ივნისში დასრულდა სამივე კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი.

ნავთობისა და გაზის სხვადასხვა კომპანიების მიერ წილის დათმობა სახელმწიფოს სასარგებლოდ

2006-2012 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებებიდან დიდი ნაწილი მოდის ნავთობისა და გაზის კომპანიების სახელმწიფოსთვის გადაცემაზე. ხშირ შემთხვევაში კომპანიები, რომლებიც უსასყიდლოდ უთმობდნენ სახელმწიფოს წილს, თავად იყვნენ სახელმწიფოს კუთვნილებაში. რამდენიმე შემთხვევაში კომპანიების დირექტორები დააკავეს სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისებასთან დაკავშირებით. ამ კომპანიებს შორის არიან:

2007 წლის 24 მაისს “ნავთობსადენების სამშენებლო კომპანიის” გენერალურმა დირექტორმა დავით ხმელიძემ შპს “გეო-ტეკი”-ს წილის 51%, შეფასებული 127 525.5 აშშ დოლარად, უსასყიდლოდ გადასცა ეკონომიკის სამინისტროს. შპს „ნავთობსადენების სამშენებლო კომპანიის“ გაკოტრებასთან დაკავშირებით 2011 წლის 19 სექტემბერს დაინიშნა აუქციონი კომპანიის უძრავ-მოძრავ ქონებაზე. თავდაპირველად შპს “ნავთობსადენების სამშენებლო კომპანიის” სახელწოდება იყო შპს „სნსკ სამშენებლო კომპანია“, რომელიც სნსკ-მ 2006 წლის 2 მარტს უსასყიდლოდ დაუთმო ეკონომიკის სამინისტროს. 2006 წლის 16 ივნისს კომპანიას შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა შპს „ნავთობსადენების სამშენებლო კომპანია“.

  • 27.06.2007: სს „თელეთის ნავთობის კომპანია“ – 100% სახელმწიფო

სს „თელეთის ნავთობის კომპანია“ დაფუძნდა 1995 წლის 19 ივლისს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 27 ივნისის ბრძანებით კომპანიის წილის 100% უსასყიდლოდ გადაეცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. სს „თელეთის ნავთობის კომპანიამ“ დააფუძნა შპს „საქნავთობი-სამგორი“ (ამჟამად „სპეცკაპსერვისი“).

2006 წლის 23 იანვარს შპს „საქნავთობის“ მიერ დარეგისტრირდა შპს „საქგეოსერვისი“. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 6 ივლისის ბრძანებით შპს „საქგეოსერვისის“ წილის 100%-ის მფლობელი გახდა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. 2008 წლის 31 დეკემბერს სს „თელეთის ნავთობის კომპანია“ შეერწყა შპს „საქგეოსერვისს“. შერწყმის შემდეგ შპს „საქნავთობი-სამგორის“ (ამჟამად „სპეცკაპსერვისი“) წილის 100%-ის მფლობელი გახდა შპს „საქგეოსერვისი“.

“თელეთის ნავთობის კომპანიის” გენერალურმა დირექტორმა აკაკი ლოდიამ 2007 წლის 25 ივნისს თავის საკუთრებაში არსებული შპს “საქგეოსერვისი”-ს წილის 100% (შეფასებული 966 260 ლარად) და შპს “იორის ველი ნავთობი და გაზი”-ის წილის 50% (შეფასებული 5 000 000 აშშ დოლარად) უსასყიდლოდ გადასცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. საინტერესოა, რომ შპს “იორის ველი ნავთობი და გაზი” საქართველოს უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც დაარსდა 1995 წელს საქართველოს მხრიდან “საქნავთობისა” და შვეიცარიის მხრიდან “National Petroleum Ltd.” (NPL)-ის მიერ.

მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 2 ივნისის ბრძანების შედეგად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შპს „იორის ველი ნავთობი და გაზის“ წილის 50% გადასცა შპს „ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, რის შედეგადაც კორპორაცია „იორის ველი ნავთობი და გაზის“ წილის 100%-ის მფლობელი გახდა. 2007 წლის წესდების მიხედვით, შპს „იორის ველი ნავთობი და გაზის“ საწესდებო კაპიტალი ორ თანაბარ წილად იყოფოდა, და ორივე წილი ეკუთვნოდა შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“. 2011 წლის 20 ოქტომბერს დასრულდა შპს „იორის ველი ნავთობი და გაზის“ ლიკვიდაციის პროცესი.

2008 წლის 19 მარტს შპს “ITERA CIS LLC”-ის წარმომადგენელმა დავით ბერაძემ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლითაც 43 204 ლარად შეფასებული შპს “ბორჯომიგაზის” წილის 20% უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს. მანამდე, 2001 წელს ვალის გადაუხდელობის გამო შპს „ბორჯომგაზი“ იძულებით აუქციონზე იქნა გატანილი, სადაც ის სს „საქგაზმა“ შეიძინა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტრო დათანხმდა შპს „ბორჯომიგაზის“ წილის 100%-ის მფლობელ შპს “ITERA CIS LLC”-ის წინადადებას, რომ გახდეს შპს „ბორჯომიგაზის“ წილის 20%-ის მფლობელი და სანაცვლოდ უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც ეხებოდა 2001 წლის 21 აგვისტოს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის, 2001 წლის 19 დეკემბერს ჩატარებული ჩატარებული აუქციონის ოქმისა და აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ 2001 წლის 19 დეკემბრის განკარგულების ბათილობას.

2008 წლის ოქტომბერში „თელეთის ნავთობის კომპანიის” გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ ბარაბაძემ სახელმწიფოსთვის წილის დათმობასთან დაკავშირებით ოთხი ხელშეკრულება გააფორმა. კერძოდ, 2008 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე თეიმურაზ ბარაბაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უსასყიდლოდ დაუთმო შპს “საქართველოს გაზსაცავების კომპანიის”, შპს “ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია-ნინოწმინდის”, შპს “ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია-ნორიოსა” და შპს “ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია-ნაზვრევის” წილის 50-50%.

2009 წლის წლის ოქტომბერში თეიმურაზ ბარაბაძე დააკავეს სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისებასთან დაკავშირებით  მასთან ერთად იგივე საქმეზე დააკავეს „სპეც-კაპსერვისის“ დირექტორი შალვა შანიძეც. ხოლო 2009 წლის 19 ნოემბრის ხელშეკრულებით “საქგეოსერვისის” დირექტორმა გიორგი გრძელიძემ შპს “სპეც-კაპ სერვისის” წილის 100%, რომელიც 1 515 923 ლარად იყო შეფასებული, სახელმწიფოს გადასცა სარგებლობაში, რის შემდეგაც, 2009 წლის 27 ნოემბერს გიორგი გრძელიძე გენ-დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლდა.

დასკვნა

როგორც მიღებული დოკუმენტებიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, სახელმწიფოსთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემა ზოგ შემთხვევაში არ შეიცავს საეჭვო გარემოებებს, როდესაც სახელმწიფო თავისსავე კუთვნილებაში არსებულ საზოგადოებებს გადასცემს სახელმწიფოს სხვა წარმომადგენელს, მაგ. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემთხვევაში – აქ სახეზეა სახელმწიფო ქონების მმართველის შეცვლა.

თუმცა, ასევე არის რიგი შემთხვევები, როდესაც კერძო იურიდიული პირები ჩუქების გზით უთმობდნენ სახელმწიფოს წილებს საკუთარ კაპიტალში და ბოლომდე ცხადი არ არის ამ კერძო იურიდიული პირების მოტივაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მცირე ხანში აუქციონზე გაქონდა ნაჩუქარი ქონება, და საწესდებო კაპიტალზე გაცილებით დიდ თანხად ყიდდა (მაგ. შპს გორა, რომლის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 2 000 ლარს, უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს, რომელმაც აუქციონზე 1 620 000 აშშ დოლარად გაყიდა მიღებული წილი). ასევე, ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიცაა „თბილავიამშენის“ სახელმწიფოსთვის გადაცემა, რომლის ყოფილი პარტნიორები დღემდე ედავებიან სახელმწიფოს, მიუთითებს იმის შესაძლებლობაზე, რომ ქონების უსასყიდლოდ გადაცემის პრაქტიკას  შესაძლებელია თან ახლდა გარკვეული ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნეს სექტორზე.

საბოლოო ჯამში ეს გარემოებები ქმნის სურათს, როდესაც სახელმწიფო კერძო ბიზნესის ხელშეწყობისა და წახალისების ნაცვლად ხელს უწყობს მონოპოლიების ჩამოყალიბებას და თავად ერევა კომპანიების მართვაში, დამატებითი მოგების ან ეკონომიკაში არასასურველი მოთამაშეების ჩამოშორების მიზნით. კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად  დამატებითი კვლევა და გამოძიება არის საჭირო, თუმცა აქ შეიძლება იმის თქმა, რომ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ ფასეულობას წარმოადგენს სახელმწიფოს ქონების მიღება-გასხვისების გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, და კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა კერძო ბიზნესისთვის. არსებული მონაცემები კი, ბადებს ეჭვებს, სულ მცირე, ამ ფასეულობების დაცვის კუთხით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023