2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საჯარო განხილვა

სიახლეები 22 ოქტომბერი 2015

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი


პარასკევს, 23 ოქტომბერს, 12:00-14:00 საათამდე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გამართავს დისკუსიიას „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საჯარო განხილვა“.


სადისკუსიო პანელში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულია ხუთი მომხსენებელი:


• ეკატერინე გუნცაძე - ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი
• თათია ხეთაგური - პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი
• დავით ონოფრიშვილი - პარტია „თავისუფალი დემოკრატები“
• აკაკი ცომაია - ეკონომისტი, პროფესორი
• ლაშა არევაძე - ეკონომისტი


თითოეული მომხსენებელი 10-15 წუთის განმავლობაში ისაუბრებს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე, მის ძირითად პარამეტრებსა და მნიშვნელოვან ცვლილებეზე წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით.


მოხსენებების შემდეგ დისკუსია წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში მოწვეულ ოცდაათამდე სტუმართან ერთად.


ღონისძიება ტარდება პროექტის „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“-ს ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით.


საკონტაქტო ინფორმაცია: 598 21 22 25 ან l.beria@idfi.ge

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ

27.08.2025

საქართველოს ნავთობის ბაზარი და მსოფლიო აშშ-ს ტარიფების მოლოდინში

11.08.2025

ნარატივი, როგორც საზღვარი: რუსეთის ფსიქოლოგიური ოპერაციების სტრატეგიის შეფასება

08.08.2025

დამალული სასამართლო სტატისტიკა

04.08.2025
განცხადებები

ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ

27.08.2025

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

16.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024