GeoDigital TV

IDFI მედიაში 2 ივლისი 2013

IDFI: ელექტრონული კომუნიკაციის განვითარება საქართველოში – ინტერნეტის ხელმისაწვდომობა

საქართველოში ინტერნეტის კუთხით არსებული ტენდენციების საჩვენებლად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მოამზადა კვლევა. გამოკვეთილი ტენდენციები და დასკვნები IDFI-ის მიერ ინტერნეტით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ძირითად ასპექტებში დაემთხვა საქართველოს მასშტაბით განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს.

IDFI საკუთარ ვებ-გვერდზე კვლევების შედეგები შეაჯამა და შემდეგი დასკვნები გამოტანა:

• ყოველწლიურად ინტერნეტ მომხმარებელთა მზარდი ტენდენციის მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობას ხელი არ მიუწვდება აღნიშნულ ქსელზე. განსაკუთრებით სერიოზული პრობლემებია საქართველოს რეგიონებში;

• საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტს ნაკლებად მნიშვნელოვან საკომუნიკაციო რესურსად მიიჩნევს, სხვებისთვის კი მასზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებებია: კომპიუტერის არქონა, საჭირო უნარების ნაკლებობა და ინტერესის სიმცირე. ქსელის გამოყენების პრობლემები გაცილებით მასშტაბურია რეგიონებში.

• კვლევებმა აჩვენა, რომ  მომხმარებელთა უმეტესობა ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს ძირითადად ინფორმაციის მიღებისათვის იყენებს, პრიორიტეტული არ არის ორმხრივი კომუნიკაცია და მოსაზრებების მკაფიოდ დაფიქსირება.

• დაბალია მოქალაქეების აქტიურობა პეტიციებისა და საკუთარი იდეების ინიცირების კუთხით. თუმცა, ინტერნეტ გამოკითხულთა უმეტესობამ (რესპონდენტების უმეტესობა სოციალურად აქტიური ადამიანები იყვნენ) მზადყოფნა გამოთქვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის, ამისთვის საჭირო მექანიზმების დანერგვის შემთხვევაში.

წყარო: http://www.idfi.ge

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024