GeoDigital TV

IDFI მედიაში 23 მაისი 2013

IDFI–ს ციფრული სტრატეგია

საქართველოს ციფრული მომავალი. რა მოთხოვნების წინშე დგას ქვეყანა და როგორ ასრულებს საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებას. არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას საქართველოს გაციფროვების სტრატეგიას სთავაზობს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საკუთარი ხედვა წარადგინა. პრეზენტაციას სამაუწყებლო ბიზნესის ლიდერები და პარლამენტის წევრები დაესწრნენ. 

2015 წლის 17 ივლისს  ანალოგური მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით შეწყდება და ციფრულ სამაუწყებლო რეჯიმზე დაგავა.  ნოვაცია  მაყურებელს უფრო მეტი  სატელევიზიო არხის მიღების საშუალებას მისცემს.   თუმცა არხების რაოდენობა ყოველთვიური გადასახადით  განისაზღვრება.

ციფრული მაუწყებლობა ძვირადღირებული პროცესია, პირველ რიგში სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. საუბარი რამდენიმე მილიონ ევროზეა, თუმცა კონკრეტული ბიზნეს გეგმა ჯერ არ არსებობს. სპეციალისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ციფრებზე საუბარს თავს არიდებენ. როგორც GeoDigital.TV-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი, როგორც საინვესტიციო პროექტი განიხილება. სავარაუდოდ, თანხებს სახელმწიფოსთან ერთად კერძო კომპანიებიც გაიღებენ. ამ კომპანიებთან თანამშრომლობა შემდგომ კი ტელეკომპანიებს მოუწევთ.

ასევე ცნობილია, რომ სახემწიფო ხაზინიდან ამ პროცესისთვის 20 მილიონი ევრო გამოიყოფა. განცხადება საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მარტში გააკეთა.

სუბსირირება – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ წარდგენილი სტრატეგიის ერთ ერთი მნიშნელოვანი ნაწილია. ორგანიზაციამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის კონცეფცია შეიმუშავა. დოკუმენტი  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული სტრატეგიის ალტერნატივაა.  ციფრულ პროცესებში ხელისუფლებასთან აქტიურად არასამთავრობო სექტორიც  მონაწილეობს.

IDFI-ის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პირველი ორი მულტიპლექსორით კონტენტი უფასოდ უნდა გავრცელდეს, ფასიანი მომსახურება კი მესამე მულტიპლექსორის ამოქმედების შემდეგ უნდა იყოს დასაშვები და მას უფლება უნდა ჰქონდეს შერეული მოდელის მომსახურება შესთავაზოს ბოლო მომხმარებელს. საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტენტი უნდა გავრცელდეს კომერციული იურიდიული პირის მართვის ქვეშ მყოფი მულტიპლექსორების და ტრანსლირების ქსელის მეშვეობით, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტენტის, როგორც must carry კონტენტის გავრცელების ვალდებულებაც დაეკისრება. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ გარდამავალ პერიოდში როგორც ეროვნული კომერციული, ისე კომერციული მულტიპლექსორით უნდა გადაიცეს 15 standard Definition TV service (SDTV) კომპრესიის MPEG4 სტანდარტით. გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ მულტიპლექსოპერატორებსუნდა ჰქონდეთ უფლება HDTV სატელევიზიო სტანდარტით ფასიანი მომსახურება შესთავაზონ კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თანხმობით.

ნოვაცია ფინანსური მხარე შესაძლოა მძიმე ტვირთი მცირე ტელევიზიებისთვის აღმოჩნდეს. ერთ ერთი გამოსავალი, რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის აზრით მცირე არხების ერთი ჰოლდინგის ფარგლებში გაერთიანებაა. ნათია კუპრაშვილის აზრით, რომლის ორგანიზაცია 21 ტელეარხს აერთიანებს, მნიშვნელოვანია, რომ ამის შედეგად არხების რაოდენობა არ შემცირდეს.

IDFI სტრატეგიის მიხედვით, გარდამავალ პერიოდში ეროვნული საეთერო მაუწყებლობის ქსელის ლიცენზიის გაცემისას უნდა დადგინდეს გადაცემის სტანდარტი DVB-T2 კუმშვის სტანდარტი MPEG4 და სატელევიზიო ფორმატი – SDTV. ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის შემდეგ კი SDTV-სთან ერთად შესაძლებელი უნდა იყოს HDTV სატელევიზიო ჩვენების ფორმატის გამოყენება.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მოსახლეობის ინფორმირებასაც ითვალისწინებს. აღნიშნული ასპექტი IDFI კვლევის ნაწილია. თითოეულ ოჯახს სატელევიზიო სიგნალის მისაღებად სპეციალური მიმღების შეძენა დასჭირდება. სტრატეგიის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახები სავარაუდოდ აპარატურას უფასოდ მიიღბენ. პარლამენტის წევრი თამარ კორძაია, რომელიც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ამბობს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა საკანონმდებლო ცვლილებებს გამოიწვევს. საუბარი კანონზე მაუწყებლობის შესახებ არის.

რაც შეეხება საზოგადოების ინფორმირების დონეს, GeoDigital.TV თბილისელების მცირე გამოკითხვა ჩაატარა. დედაქალაქის რამდენიმე მაცხოვრებელთან საუბრის შემდეგ, აშკარა იყო, რომ მოქალაქეები ციფწულ მაუწყებლობას და ციფრულ საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან აიგივებენ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025

პოლიტიკური არასტაბილურობის გავლენა საბანკო ტრანზაქციებზე

04.04.2025

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

27.03.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმის მიმოხილვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

27.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024