Newspost

IDFI მედიაში 21 მაისი 2013

“თბილისი მარიოტის” წვეულებათა დარბაზში IDFI ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პრეზენტაციას 21 მაისს, სამშაბათს, 11:00-14:00 საათზე გამართავს.

“თბილისი მარიოტში”  ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართებაპრეზენტაციაზე მოწვეული არიან ეკონომიკის სამინისტროს და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე მაუწყებლები და დარგის ექსპერტები.

საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირის (ITU) გადაწყვეტილებით 2015 წლის 17 ივლისამდე უნდა დასრულდეს და მოხდეს ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა. ამ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა დაუყოვნებლივ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. წარმოდგენილი სტრატეგია მოიცავს ყველა იმ საკვანძო საკითხს, რომელიც აუცილებელია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის: ტექნიკური პარამეტრები, მაუწყებლობის ლიცენზირება, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკა, კონკურენციის რეგულირების პოლიტიკა, ბიზნესმოდელი, საინფორმაციო კამპანია და სხვ. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართება დისკუსია, სადაც მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ შეაჯერონ ხედვა და მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. „საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პროექტი“ მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024