გურიანიუსი

IDFI მედიაში 13 მარტი 2013

გაეროს კომენტარები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და სასამართლო დავებზე

 

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 1966 წლის 16 დეკემბერს, გარანტირებულია ინფორმაციის მიღების უფლება პაქტის ხელმომწერ სახელმწიფოებში.

საქართველომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის რატიფიცირება მოახდინა 1994 წლის 3 მაისს და აიღო აღნიშნული პაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ პაქტით აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას ახორციელებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ ექსპერტთა ორგანოს. ადამიანის უფლებათა კომიტეტი უფლებამოსილია განიხილოს სახელმწიფოთაშორისი და ინდივიდუალური საჩივრები, ასევე ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ წარდგენილი მოხსენებები პაქტის იმპლემენტაციის თაობაზე. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი პერიოდულად ამზადებს "ზოგად კომენტარებს" ადამიანის უფლებათა ნორმების შესახებ, რომელიც ხელმომწერი სახელმწიფოებისათვის წარმოადგენს სახელმძღვანელო დებულებებს პაქტით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში არსებული პრობლემები ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით პირველ რიგში უკავშირდება იმ ორგანიზაციებში დაცული ინფორმაციების ხელმისაწვდომობას, რომლებიც არ წარმოადგენენ საჯარო დაწესებულებებს, თუმცა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გადაცემული აქვთ საჯარო ფუნქციების განხორციელება ან ფინანსები საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად. აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხშირ შემთხვევაში შეზღუდულია კომერციული საიდუმლოების დაცვის საფუძვლით, რაც არ შეესაბამება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტს საჯარო ფუნქციების განმახორციელებელ ორგანოში დაცული ინფორმაციის გამჭვირვალობის თაობაზე.

საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს საჯარო ინფორმაციის სახელმწიფო და კომერციულ საიდუმლოებად აღიარების საკითხებს, არ არის შესაბამისობაში არსებულ გამოწვევებთან და საჭიროებს გაუმჯობესებას საჯარო ინტერესის ტესტის დანერგვისა და გასაიდუმლოების გონივრული ბალანსის შემუშავების მხრივ. საქართველოს

კანონმდებლობა არ ადგენს გარკვეულ გამონაკლისებს საჯარო ინფორმაციის მისაღებად მოსაკრებლის განსაზღვრისას, როგორიცაა მოთხოვნილი ინფორმაციის მცირე ოდენობა ან პირთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც შესაძლოა გათავისუფლდნენ საჯარო ინფორმაციის მოსაკრებლის გადახდისაგან მათი პროფესიული საქმიანობიდან (ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები) ან ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.

სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილი პრაქტიკა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არ შეესაბამება მარტივი, სწრაფი და ეფექტური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების უზრუნველყოფას, რადგან საჯარო დაწესებულებები ინფორმაციის მოთხოვნისას, როგორც წესი, იყენებენ კანონმდებლობით ინფორმაციის მიწოდებისათვის დადგენილ მაქსიმალურ 10 დღიან ვადას, მიუხედავად ამის საჭიროებისა; ასევე საჯარო დაწესებულებები ინფორმაციაზე უარის თქმის შემთხვევაში არ წარმოადგენენ შესაბამის დასაბუთებას და შემოიფარგლებიან მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი ნორმის მითითებით, რაც საჯარო დაწესებულების პოზიციას ნათლად არ გამოხატავს და ართულებს აღნიშნული უარის სასამართლოში გასაჩივრებას. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პრაქტიკა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით არ ემსახურება საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, რადგან ინფორმაციის მომთხოვნი პირისათვის ადგენს ისეთ არაგონივრულ მოთხოვნას, როგორიცაა მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის თანაბარი გადანაწილება და ახდენს საკანონმდებლო ნორმების საჯარო დაწესებულებების ინტერესების სასარგებლოდ ინტერპრეტაციას. სტატისტიკურად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით სასამართლო დავების უმეტესობა სრულდება ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ, რაც თავის მხრივ წარმოაჩენს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემას საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ. გასათვალისწინებელია, სახელმწიფო ბაჟის არსებობა სასამართლოში საჯარო ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას უფლების დაცვის განხორციელების პროცესში.

შესაბამისად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა და ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლო პრაქტიკის გაუმჯობესება საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის მიზნით, რათა ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით აღებული ვალდებულების შესრულება დადებითად იქნას შეფასებული. _ ნათქვამია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული მასალაში.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024