ლიბერალი

IDFI მედიაში 13 მარტი 2013

07.03.2013

დიმიტრი შაშკინი - ამავე წარმატებით შეგიძლიათ დამაბრალოთ, რომ კენედი მე მოვკალი

  (photo: )
 
 

დღეს 14:00 საათზე დიმიტრი შაშკინი "პოლიტიკოს" პრესკლუბის სტუმარი იყო. განათლების მინისტრობის პერიოდზე "ლიბერალმა" დიმიტრი შაშკინს რამდენიმე კითხვა დაუსვა. 

განათლების სამინისტროში საგანამნათლებლო დაწესებულებებიდან პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებული პირების საქმეების შემსწავლელი კომისია შეიქმნა.  აღიარებს, რომ თქვენი მინისტრობის პერიოდში საგანამნათლებლო დაწესებულებებიდან თანამშრომლების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა?  

განათლების სისტემაში მე ვმუშაობდი სამი წლის განმავლობაში, დიდი მადლობა, რომ განათლებაზე დამისვით კითხვა. ჩემი მინისტრობის დროს იყვნენ განთავისუფლებული პედაგოგები, ამას მე არ ვუარყოფ, მაგრამ მინისტრს არ ჰქონდა პედაგოგების არც გათავისუფლების და არც მიღების უფლება. თუ რატომ უწყვეტდა სკოლის დირექტორი პედაგოგს ხელშეკრულებას, ამ გადაწყვეტილების მიღება შეეძლო მხოლოდდამხოლოდ დირექტორს და სამეურვეო საბჭოს.  საუბარი იმის შესახებ, რომ არის ათასობით პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგი, არის ნონსენსი და სიცრუე. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უნდა ახლა სამსახურში აღდგენა, რა თქმა უნდა იტყვის, რომ ის პოლიტიკური დევნილი იყო. საქართველოში 2200 სკოლაა. ვინმე თუ მართლა დაიჯერებს, რომ მინისტრს შეუძლია 2200 დირექტორს მისცეს დავალება ვისიმე გათავისუფლების ან მიღების შესახებ, ძალიან ცდება. 

ყოველი განცხადების უკან კონკრეტული ამბავი და ისტორიაა, ამ განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკომპლექტებული კომისია სწავლობს. თუ კომისია დაადგენს, რომ ასობით, ან ათობის ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი პოილტიკური იყო, გამოდის, რომ თქვენ უნდობლობას უცხადებთ კომისიას?

მე უნდობლობას არ ვუცხადებ კომისიას, თქვენ რასაც მეკითხებით ეს ძალიან მარტივი საკითხია. თქვენ უნდა მოიყვანოთ აქ ათი, ოცი, ასი, ადამიანი, რომლებმაც უნდა დაამტკიცონ, რომ მე გავუშვი ეს ადამიანები სკოლიდან პოლიტიკური სარჩულით. მინისტრი ამას არ წყვეტს და ეს შეუძლებელია.  ამავე წარმატებით შეგიძლიათ დამაბარალოთ, რომ მე კენედი მოვკალი.  

თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ შეუძლებელია 2200 სკოლა ერთმა განათლების მინისტრმა მართოს, შესაძლოა ეს მართლაც ასეა, თუმცა მე ჟურნალისტი ვარ და ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ სკოლის დირექტორთან, ან პედაგოგთან გასაუბრების შესახებ ნებართვის მისაღებისთვის ყოველ ჯერზე  მიხდებოდა ძალიან რთული ბიუროკრატიული გზის გავლა. სკოლაში შესვლის ნებართვა განათლების სამინისტროსგან უნდა ამეღო. რატომ მიიღეთ ეს რეგულაცია? სკოლა ხომ საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ის დამოუკიდებლად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას.

სკოლის დირექტორებმა ცირკულარით მიიღეს ინფორმაცია, რომ თუ მათ ჰქონდა ურთიერთობა ჟურნალისტებთან პოსტფაქტუმ უნდა შეეტყობინებინათ ჩვენი პიარის სამსახურისთვის - არა ნებართვა, არამედ პოსტ ფაქტუმ.

ბატონო დიმა, ეს პოსტ ფაქტუმ არასოდეს არ ხდებოდა.  ჩვენ გვიხდებოდა ნებართვის მიღება სამინისტროსგან. 

ჩემი შვილები ამერიკაში დადიოდნენ ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში. არც ერთ ქევყანაში არ არსებობს პრაქტიკა, რომ ჟურნალისტი თავის ნებაზე შედიოდეს სკოლაში. ეს მან უნდა შეათანხმოს სკოლის ადმინისტრაციასთან. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ ვერ იღებდით ნებართვას სკოლის ადმინისტრაციისგან, ეს იყო მხოლოდდამხოლოდ სკოლის ადმინისტრაციის გადასაწყვეტი.

ოქტომრბის შემდეგ ეს რეალობა შეიცვალა. მაგალითად, გუშინწინ წინასწარ შევუთანხმდი ერთ-ერთი საჯარო სკოლის ადმინისტრაციას გადაღების შესახებ და ზუსტად ის პროცედურა გავიარე რასაც თქვენ აღწერთ, თუმცა ოქტომბრამდე ეს შეუძებელი იყო.

ძალიან კარგი.

2012  წლის 27 იანვარს განათლების სამინისტრომ  "სამოქალქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდთან გააფრომა ხელშეკრულება და გადაურიცხა ერთი მილიონი ლარი. აღნიშნული ინფორმაცია. 2012 წლის 30 ივლისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუმა (IDFI) გამოითხოვა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. 19 დეკემბერს ორგანიზაციამ განმეორებით გამოითხოვა ეს ინფორმაცია სამინისტროდან. მიღებულ პასუხში წერია, რომ სამინისტრომ ხელშეკრულება სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდთან გააფორმა და ის დაფინანსდა ერთი მილიონი ლარით სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის როლის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით

პასუხში აღნიშნული იყო, რომ ხელშეკრულება თანხის დეტალურ ხარჯთაღრიცხვას არ ითვალისწინებს, ამიტომ სამინისტრომ ეს ინფორმაცია თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს ვერ მიაწოდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)მიერ გავრცელებულ სტატიაში წერია - "ის ფაქტორი, რომ სამინისტროში არ არის დაცული არანაირი დოკუმენტაცია საბიუჯეტო სახსრების განკარგვის ანგარიშგებასთან დაკავშირებით, პროექტის მენეჯმენტსა და ზოგადად საზოგადოებრივი გამჭირვალობისადმი სამინისტროს ხელმძღვანელობის ზედაპირულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს".

დიდი მადლობა, რომ ეს კითხვა დამისთვის. 2009 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა ეს ფონდი, რომელსაც ევალდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური წახალისება. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის დავალებით, მე დამევალა შემექმნა ეს ფონდი. მის შემდეგ, რაც ეს ფონდი შეიქმნა, ჩამოყალიბდა ბორდი, რომელიც მას მართავდა. დაინიშნა დირექტორი და ამით დასრულდა დიმიტრი შაშკინის როლი ამ ფონდის საქმიანობაში. ამის შემდეგ დიმიტრი შაშკინი, როგორც მეორე ტალღის დემოკრატიული რეფორმების კოორდინატორი, გადადიოდა სხვა სამინისტროებში, ეს ფონდი დეიურე მიყვებოდა იმ ბიუჯეტს, რომელიც იყო იმ სისტემაში. ეს არ იყო ამ სისტემის ბიუჯეტი, ეს იყო დამატებითი ერთი მილიონი ლარი, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ტრანზაქციის სახით ატარებდა. ანუ ჩვენ ვიყავით ორგანიზაცია, რომელიც ატარებდა ამ ფულს ფონდში.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024