ინტერპეროვნულ ბიბლიოთეკას საბჭოთა კავშირის ისტორიის შესახებ გამოცემები შეემატება რესნიუსი

IDFI მედიაში 15 აპრილი 2011

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას დღეს, საბჭოთა კავშირის ისტორიის შესახებ სამეცნიერო და მემუარული გამოცემები შეემატება.

 

გამოცემებს ბიბლიოთეკას საჩუქრად ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო, საერთაშორისო საზოგადოება "მემორიალთან" ერთად გადასცემს, ღონისძიება კი "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ხელშეწყობით გაიმართება.

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან"(IDFI) აცნობეს, წიგნების ძირითად ნაწილს "რუსეთის პოლიტიკური ენციკლოპედიის" გამოცემები შეადგენს. მათივე ინფორმაციით, IDFI ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს "სტალინური სიები საქართველოზე", რომელიც 1937-1938 წლების რეპრესიებს ეხება.

 

IDFI –მა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროში უკვე წარადგინა საარქივო დოკუმენტების კოლექცია, რომელიც 1956 წლის 5-9 მარტს საქართველოში განვითრებულ მოვლენებს ეხებოდა. აღნიშნული მასალები სპეციალურად საარქივო პროექტებისთვის შექმნილ ვებ-გვერდზეც არის ატვირთული.

 

IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოძიებული საქართველოს შინაგან სქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს არქივებში (საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოსუშიშროების კომიტეტისა) და ასევე, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არქივებიდან მიღებული დოკუმენტები გამოქვეყნებულია და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია ვებ – გვერდზე www.idfi.ge/archive/?cat=show_db&db_id=19〈=ka

 

უახლოეს მომავალში ინფორმაციის თვისუფლების განვითრების ინსტიტუტი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებული საარქივო მასალების გამოქვეყნებასაც გეგმავს.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღონისძიებები ახმეტის მუნიციპალიტეტში 1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024