IDFI სახელმწიფო შპს-ებისა და ააიპ-იების ხელმძღვანელთა 2013 წლის შემოსავლებს აქვეყნებს

IDFI მედიაში 29 მარტი 2014
 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI სახელმწიფო შპს-ებისა და ააიპ-იების (არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი) ხელმძღვანელთა გასაჯაროებულ შემოსავლებს აქვეყნებს.


IDFI ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციებიდან იმ სააქციო საზოგადოებების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელების შემოსავლების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელთა აქციების ან წილის 100 პროცენტს სახელმწიფო ფლობს.


IDFI-ის ინფორმაციით, 2013 წელს სს "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი კოვზანაძემ 323 250 ლარი შემოსავალი მიიღო.


218 329 ლარი მიიღო საქართველოს სს "სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძემ.

"საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე 194 925 ლარი, ხოლო შპს "ჯორჯია ტრანზიტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 46 409 ლარი მიიღო.
სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" გენერალური დირექტორი - ვახტანგ ამბოკაძე 118 606 ლარი
სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა აღნშნულ თანამდებობაზე 25 000 ლარი, სს "საპარტნიორო ფონდის" ენერგეტიკის საკითხებში აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველის თანამდებობაზე 115 500 ლარი, ხოლო შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორის მრჩეველის თანამდებობაზე 44 400 ლარი მიიღო,
სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორმა გიორგი ბეჟუაშვილმა 84 625 ლარი მიიღო.

რაც შეეხება შპს-ების ხელმძღვანელებს, რომელთა აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო, მათი შემოსავლები 2013 წელს ასე გამოიყურება:


მეთე ერქალი შპს- ბათუმის აეროპორტი - შპს ტავ ურბან საქართველოს გენერალური მენეჯერი 379915
ჰასანტარიქოს მანაღაოღლუ შპს- ბათუმის აეროპორტი - შპს ტავ ურბან საქართველოს ფინანსური დირექტორი 234880
შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგურის" ხელმძღვანელი ირაკლი ცივაძე 155 036 ლარი;
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ხელმძღვანელი არჩილ ცაბუტაშვილი – 142 499 ლარი;
შპს "ბათუმის აეროპორტის" მენეჯერი მერთ ქანდიელი 120 572 ლარი;
შპს "ენერგოტრანსის" ხელმძღვანელი კახა სეხნიაშვილი 112 000 ლარი;
შპს "საქართველოს ფოსტის" ხელმძღვანელი ლევან ჩიკვაიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე 35 966, ხოლო საქართველოს ლატარიის კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 66 573 ლარი მიიღო;
თამაზ ანდღულაძე შპს -ბათუმის აეროპორტი - შპს ტავ ურბან საქართველოს მრჩეველი
"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე - 96 000 ლარი;
შპს "საქაერონავიგაციის" გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი - 89 733 ლარი;
შპს- "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორი ლევან კოპლატაძე - 83 200 ლარი;
შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია - 80 600 ლარი.

IDFI აღნიშნავს, რომ თანამდებობრივი რეესტრის შესაბამისად ახლად დამატებული პირების მონაცემები 2014 წლის მარტის მდგომარეობით ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


"აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ასეთი მონაცემები პირველად გახდა ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის. თანამდებობის პირების ჩამონათვალის გაფართოება წინგადადგმული ნაბიჯია ხელისუფლების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. აღნიშნული მნიშვნელოვანია პირველ რიგში კორუფციასთან და ინტერესთა შეუთავსებლობასთან ბრძოლის კონტექსტში. საზოგადოებას ეძლევა საშუალება გადაამოწმოს სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელი მენეჯმენტის ქონებრივი მდგომარეობა, შეაფასოს მათი ანაზღაურებისა და შემოსავლების პროპორციულობა საწარმოთა მასშტაბებსა და წარმატებულ საქმიანობასთან, ისევე როგორც დააკვირდეს ამ პირთა კარიერულ წინსვლას სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სამეწარმეო ასპარეზზე", – ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024