კახი კალაძის სამინისტრო ხელფასებისა და პრემიების ხარჯებს მალავს

IDFI მედიაში 11 მარტი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დღეს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ენერგეტიკის სამინისტროს. საჩივრის საფუძველს საჯარო ინფორმაციის არასრულყოფილი სახით მიღება წარმოადგენს. სამინისტრომ  ინსტიტუტს არასრულყოფილი სახით მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია  სამინისტროს თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიების, ხელფასებისა და დანამატების, „როუმინგულ" მომსახურებაზე გაწეული ხარჯებისა და ქვეყნის გარეთ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე დახარჯული თანხების შესახებ. ინფორმაციაში ხარჯები არ არის ასახული სახელიებისა და გვარების, აგრეთვე თვეების მიხედვით.

 

„სამინისტრომ ასევე არ მოგვაწოდა გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების სია და შესყიდვის განხორციელების აუცილებლობის შესახებ ზემდგომ, ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან  შესაბამისი მიწერილობა",-აცხადებენ   ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.

 

აღნიშნულ მოთხოვნაზე ენერგეტიკის სამინისტროდან IDFI-მა მხოლოდ შესყიდვების გეგმა მივიღო, რომელიც არ შეიცავს მოთხოვნილ ინფორმაციას. 

 

 

ინსტიტუტმა ვერ მიიღო ასევე ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით.   სამინისტრომ ინსტიტუტს არ მიაწოდა მაკონტროლებელი ორგანოების მიერ შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად გატარებულ ღონისძიებეთა ნუსხა.  

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ სამინისტროს პასუხი არ არის კლასიფიცირებული, სრულყოფილი და ზუსტი, რადგან  წარმოადგენს მხოლოდ ჯამურ მონაცემებს. ინფორმაცია, რომელიც ინსტიტუტის მიერ იქნა მოთხოვნილი არ შეიცავს სზაკ-ით გათვალისწინებულ საიდუმლო ან პერსონალურ მონაცემებს, საჯაროა და  ექვემდებარება გაცემას.  

 

ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ სახეზეა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ურუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა და ითხოვს სამინისტროსგან, ინფორმაციის გაცემას მოთხოვნის შესაბამისად.

 

შეგახსენებთ, რომ დრეს 11 თებერვალს ღია მმართველობის პროგრამის ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა, თუმცა სამინსტროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ არ უსაუბრია, რაც ამ პროგრამის მთავარი მიზანია-რამდენი თანხა დახარჯა მთავრობამ ბიუჯეტიდან და რა გააკეთა. ამ პრინციპის დაცვით, თუ არ იმუშავებს მთავრობა მოსახლეობაში ის ნდობას სულ უფრო და უფრო დაკარგავს და გაკოტრდება.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024