საქრთველოს მთავრობა ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციებს კახეთიდან იწყებს. შეხვედრები მიზნად ისახავს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მომდევნო ორი წლის მანძილზე მთავრობის მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ღია და მონაწილეობითი მმართველობის უზრუნველყოფას ემსახურება. გარდა ამისა, შეხვედრის მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, მათი მოსაზრებების, იდეების შეკრება, რათა მთავრობის სამოქმედო გეგმა და გაწერილი ღონისძიებები პასუხობდეს და შეესაბამებოდეს მოქალაქეთა საჭიროებებს. საქართველო, მსოფლიოს 63 სახელმწიფოსთან ერთად საერთაშორისო მოძრაობის - ღია მმართველობის პარტნიორობის წევრია.. როგორც ამ ინიციატივის წევრი ქვეყანა, მთავრობა შეიმუშავებს ორწლიან სამოქმედო გეგმას, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე 2014 წლის ივნისში წარადგენს. შეხვედრა 15 აპრილს დასრულდება.