ასეთი შეხვედრები პოლიტიკოსებს აძლევს შესაძლებლობას, არ დაკარგოს კავშირი საზოგადოებასთან, ხალხთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდეტმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგნიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა უაღრესად საინტერესო იყო. "შეხვედრა იყო უაღრესად საინტერესო. ბევრი საკითხი, რომელზეც მანამდეც ვიყავი ინფორმირებული, უფრო დეტალურად გავიარეთ, ბევრ ახალ საკითხსაც შევეხეთ. ასეთი შეხვედრები პოლიტიკოსებს აძლევს შესაძლებლობას, არ დაკარგოს კავშირი საზოგადოებასთან, არ დაკარგოს კავშირი ხალხთან და უფრო დეტალურად იყოს ინფორმირებული იმის თაობაზე, რა მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ჩვენს სამოქალაქო სექტორში", - განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, "გლობალურად საუბრის თემები იყო ადამიანის უფლებები, დემოკრატიული პროცედურები, რომელიც საქართველოში ხორციელდება, წინასაარჩევნო გარემო და მცდელობა სისტემების გაუმჯობესების, ასევე ეკოლოგიური საკითხები".
არასამათვრობოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ - ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, კახა კოჟორიძე, თამარ რუხაძე, ელენე ხოშტარია, თამარ გამისონია, მანანა ქოჩლაძე, ლევან ავალიშვილი და ვახუშტი მენაბდე.