Media.Ge

IDFI მედიაში 19 მარტი 2014

 

IDFI-მ სამინისტროების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების პროცესი შეაფასა

პროაქტიული

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) სამინისტროების მიერ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის ვალდებულების შესრულება შეაფასა. 26 თებერვალს გამართული მრგვალ მაგიდისას IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროებმა მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ინფორმაცია უმეტეს შემთხვევაში სრულად გამოაქვეყნეს.

პროაქტიულად (დაუყოვნებლივ) ინფორმაციის გამოქვეყნება და საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემა მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედ ადმინისტრაციულ ორგანოებს მთავრობის დადგენილებით დაევალათ. მათ 2013 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გამოექვეყნებინათ 2013 წლის 1 იანვრიდან არსებული ინფორმაცია. დადგენილება მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში შემუშავებული სამოქმედი გეგმის თანახმად მიიღო. 

IDFI-ის მიერ ჩატარებული მონიტორინგიდან ირკვევა, რომ პროაქტიულად ინფორმაციის გამოქვეყნების 100 პროცენტიანი შედეგი აჩვენეს იუსტიციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა. შედარებით ნაკლები 95.7 პროცენტი მიიღეს სასჯელაღსრულების და პრობაციის, ფინანსთა, გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროებმა. სიის ბოლოს 67,4 პროცენტით საგარეო საქმეთა სამინისტროა.

ლევან ავალიშვილი ამბობს, რომ იმ სამინისტროებმა, მაგალითად ლტოლვითა სამინისტრო, რომლებსაც ჯერ კიდევ იანვარში ეს ვალდებულება არ ჰქონდათ შესრულებული, დაასრულეს ვებ გვერდის განახლება და ინფორმაციის დიდი ნაწილი გამოაქვყენეს.

იმ ინფორმაციებს შორის, რომელსაც სამინისტროები ყველაზე ნაკლებად აქვეყნებენ, დასახელდა  სახელმწიფო ქონების გასხვისება, რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები, განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა, ფონდებიდან გამოყოფილი თანხები, სამივლინებო ხარჯები, სარგოები, დანამატები და პრემიები, ვაკანტური პოზიციები და კონკურსის შედეგები.

ლევან ავალიშვილმა დეტალურად მიმოიხილა ის განსხვავებული მიდგომები, რაც სამინისტროებს ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისას აქვთ. მისი თქმით, იმისათვის, რომ მოქალაქემ სრულყოფილად მიიღოს ინფორმაცია და უწყების გამჭვირვალობაც უზრუნველოფილი იყოს, ინფორმაციის გამოქვეყნების ერთნაირი სტანდარტი უნდა არსებობდეს.

იხილეთ ბმული

მთავრობის ამავე დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებს ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასთან ერთად ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის სერვისის დანერგვაც დაევალათ.

IDFI-ის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, სამინისტროებმა ინფორმაციის ელექტრონულად გაცემის განსხვევებული მიდგომები შეიმუშავეს. მის მიერ ჩატარებული მონიტორინგიდან ირკვევა, რომ სამინისტროების 29 პროცენტი მოქალაქეს ელექტრონულად ინფორმაციის გამოთხოვის საშუალებად მოქალქის პორტალს, My.gov.ge-ს სთავაზობს, ამდენივე რაოდენობის სამინისტროს უშუალოდ ვებ გვერდზე აქვს განთავსებული სპეციალური ველები, რომლის შევსების შემდეგ შესაძლებელია ინფორმაციის მიღება. ორივე სერვისი ერთად სამინისტროების მხოლოდ 6 პროცენტს აქვს დანერგილი. 18 პროცენტი ელექტრონულად ინფორმაციას იმ შემთხვევაში გასცემს, თუ მოქალაქე მითითებულ მეილზე გააგზავნის წერილს. სამინისტროების ასევე 18 პროცენტს კი საერთოდ არ აქვს მითითებული, თუ საიდან არის შესაძლებელი ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა შესაძლებელი.

გიორგი კლდიაშვილის თქმით, ისევე როგორც პროაქტიული ინფორმაციის გამოქვეყნებისას, ინფორმაციის გამოთხოვის დროსაც ერთგვარი მიდგომა უნდა არსებობდეს. ყველა უწყება უნდა აგზავნიდეს ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით ელექტრონულად გაგზავნილი წერილის მიღების დასტურს.

26 თებერვალს მრგვალი მაგიდა, რომელშიც სამინისტროების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პაუსხისმგებელი პირები ესწრებოდნენ, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID, დემოკრატიული მმართველობის პროგრამა საქართველოში (G-3) მხარდაჭერით გაიმართა

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023