ლიბერალი

IDFI მედიაში 10 თებერვალი 2014

IDFI: რეგიონებს სადენიან ინტერნეტზე ისევ ნაკლები წვდომა აქვთ

 (photo: )

 
 

გაეროს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის - ITU-ის ინფორმაციით, ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 45%-სთვისაა ხელმისაწვდომი.

IDFI-იმ საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიიდან საქართველოს რეგიონების მიხედვით, 2013 წლის მონაცემები, სხვადასხვა ინტერნეტმომსახურების მიხედვით გამოითხოვა.

სადენიანი ინტერნეტის მოხმარების მხრივ, მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2010 წლიდან მდგომარეობა ყოველწლიურად უმჯობესდება: თუ 2010 წელს ინტერნეტს ამ საშუალებით 252 131 აბონენტი იღებდა, 2013 წლის ოქტომბრისთვის მათი ოდენობა 434 969-ს უტოლდება. მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, გრაფიკიდან ჩანს, რომ ბოლო ორ წელიწადში (2012-2013) სადენიანი ინტერნეტის ბაზარი კარდინალურ ცვლილებებს არ განიცდის.

რეგიონებს რაც შეეხება, მოწოდებული მონაცემებიდან ჩანს, რომ სადენიანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობით თბილისის შემდგომ (273 396) მეორე ადგილზე არის იმერეთის რეგიონი – 42 198 აბონენტი: “მონაცემები, სამწუხაროდ, საქართველოში სადენიანი ინტერნეტის არათანაბარ ხელმისაწვდომობას ადასტურებს, განსაკუთრებით რეგიონებში”.

მონაცემების მიხედვით,  რეგიონებიდან სადენიანი ინტერნეტი ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომია რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში, გურიასა და მცხეთა მთიანეთში – საერთო ჯამში,  2013 წლის ოქტომბრისთვის, ამ სამ რეგიონში სულ 4 928 სადენიანი ინტერნეტ აბონენტია დაფიქსირებული.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025

,,ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყო

22.09.2025

ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ

27.08.2025

საქართველოს ნავთობის ბაზარი და მსოფლიო აშშ-ს ტარიფების მოლოდინში

11.08.2025
განცხადებები

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025

ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ

27.08.2025

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

16.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024