ნეტგაზეთი

IDFI მედიაში 10 თებერვალი 2014

საქართველოში მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI), კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან (GNCC) მიღებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ინტერნეტის მომხმარებლების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს. 2013 წლის ოქტომბრის მდგომარეობით:

 

თუკი 2010 წელს სადენიან ინტერნეტს საქართველოში 252 131 აბონენტი მოიხმარდა, 2013 წლის ოქტომბრისთვის მათი რაოდენობა 434 969-მდე გაიზარდა, ხოლო უსადენო ინტერნეტი 87 882 აბონენტისთვის არის ხელმისაწვდომი.

 

2013 წლის ოქტომბრისთვის მობილური ინტერნეტ აბონენტების რაოდენობა 1 209 414-ს უტოლდება. აქედან, 51%-ს (619 718) მომსახურებით უზრუნველყოფს ჯეოსელი, მაგთიკომი კი აბონენტების 30%-ს (361 516) აწვდის ინტერნეტ მომსახურებას.

 

 

 

სადენიანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობით თბილისის შემდგომ (273 396) მეორე ადგილზე არის იმერეთის რეგიონი – 42 198 აბონენტი. რეგიონებიდან სადენიანი ინტერნეტი ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომია რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში. საერთო ჯამში, 2013 წლის ოქტომბრისთვის ამ სამ რეგიონში სულ 4 928 სადენიანი ინტერნეტაბონენტია დაფიქსირებული.

 

სადენიანი ინტერნეტის შემთხვევაში ბაზრის ლიდერია კომპანია “სილქნეტი” – 212 ათასზე მეტი აბონენტი. მას მოჰყვება კავკასუს ონლაინი 139 936-იანი აბონენტით. სხვა დანარჩენი 24 კომპანია მხოლოდ 82 392 აბონენტს აწვდის სადენიან ინტერნეტს.

 

2013 წლის ოქტომბრის მონაცემები ცხადყოფს, რომ დედაქალაქში, სადაც სადენიანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა ყველაზე მაღალია, უსადენო ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა მოცულობით მეექვსე ადგილზეა სხვა რეგიონებთან შედარებით. ამ მიმართულებით გამოირჩევა ქვემო ქართლი და იმერეთი. ყველაზე მეტად გავრცელებულია CDMA (მათგან HSPA/EVDO-ზე მოდის აბონენტების 30% – 25 958, EVDO-ზე 19% (16 576) და უშუალოდ CDMA-ზე (9% – 7 766)) და Wi-Fi-ის (33% – 28 942) ტექნოლოგიები. მათ მოჰყვებათ WiMAX  ტექნოლოგია 9%-იანი (8 140 აბონენტი) მაჩვენებლით.

 

გაეროს ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგების სპეციალიზებული სააგენტოს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) გამოთვლებით, ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 45%-სთვის არის ხელმისაწვდომი.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ ახალგაზრდებისთვის კარგი მმართველობის სკოლა გამართა

24.09.2024

რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები საქართველოში - კავშირები და რეგისტრაციის თავისებურებები

17.09.2024

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

13.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024
განცხადებები

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024
ბლოგპოსტები

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024