ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა

IDFI მედიაში 26 დეკემბერი 2013
 
13:01 26-12-2013

 

ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა

მრგვალი მაგიდა − ღია მმართველობის პარტნიორობის 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ღია მმართველობის პარტნიორობის 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი განიხილეს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნომ პასუხისმგებელი უწყებებისაგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მათთან კონსულტაციების გზით მოამზადა. განიხილეს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებიც.


მრგვალ მაგიდაზე მოწვეულმა თითოეულმა სახელმწიფო უწყებამ ერთი ახალი ვალდებულება წარადგინა, რომელთა ასახვაც საჭიროდ მიიჩნიეს ღია მმართველობის პარტნიორობის ახალ სამოქმედო გეგმაში. დასახული ამოცანა პარტნიორობის ხუთი გამოწვევიდან ერთ-ერთზე უნდა ყოფილიყო მორგებული − საჯარო სამსახურის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა, კერძო სექტორის ანგარიშვალდებულების გაზრდა − და შესაბამისობაში მოსულიყო პარტნიორობის პრინციპებთან − გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა მონაწილეობა, ტექნოლოგია და ინოვაცია.


ღონისძიების მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმის წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი წინადადებები წარედგინათ ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საჯარო კონსულტაციებისა და სხვა საჭირო ღონისძიებების შესახებ.
მრგვალი მაგიდის ორგანიზებაში ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მხარს უჭერს USAID-ის პროგრამა "დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.


"ღია მმართველობის პროგრამა" ბრაზილიისა და აშშ-ს პრეზიდენტების მიერ არის ინიცირებული. მისი მიზანია საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოს ხელისუფლებების გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ეფექტიანობა.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024