IDFI - თბილისის საკრებულოს მიერ საწვავისთვის გამოყოფილი თანხები დაახლოებით სამჯერ აღემატება მთავრობის კანცელარიის გეგმურ ხარჯს 2012-2013 წლების განმავლობაში თბილისის საკრებულომ 28 ავტომობილი შეისყიდა, რომელთა საერთო ღირებულება 915 725 ლარს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" - IDFI ავრცელებს, რომელმაც საჯარო ინფორმაცია თბილისის საკრებულოდან გამოითხოვა.
IDFI-ის მონაცემებით, მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ყველაზე დიდი თანხა - 54 850 ლარი გადახდილია 2011 წელს გამოშვებული Mitsubishi I200 მოდელის ავტომობილში, ხოლო ყველა მცირე თანხად შესყიდულია ასევე 2011 წელს გამოშვებული Kia rio მოდელის ავტომობილში.
"როგორც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, თბილისის საკრებულოს 2013 წელს საწვავის ხარჯების გეგმა შეადგენს 352 100 ლარს. აღნიშნული თანხა კიდევ უფრო გაზრდილია 2014 წლის გეგმით და განისაზღვრა 432 000 ლარით.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის სახელმწიფო შესყიდვების დაზუსტებული გეგმით, საწვავის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები დაახლოებით სამჯერ აღემატება მთავრობის კანცელარიის გეგმურ ხარჯს, ისევე როგორც მთელი რიგი სამინისტროების მიერ დაგეგმილ შესყიდვებს",-ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.