ინტერპრესნიუსი

IDFI მედიაში 20 დეკემბერი 2013

 

IDFI - ირაკლი შიხიაშვილმა10 თვის განმავლობაში პრემიის სახით 18 684 ლარი მიიღო

16:31 19-12-2013
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა 2013 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით 18 684 ლარი მიიღო, მისი თანამდებობრივი სარგო კი, ყოველთვიურად 3540 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" - IDFI ავრცელებს, რომელმაც საჯარო ინფორმაცია თბილისის საკრებულოდან გამოითხოვა.
საკრებულოდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეზე მეტი პრემია საკრებულოს წევრებმა ჯაბა სამუშიამ და გიორგი ტყემალაძემ მიიღეს და თითოეულ მათგანს პრემიის სახით 19 095 ლარი ერგო.
იანვარ-ოქტომბერში თბილისის საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ერთობლივად გაცემულმა პრემიების საერთო რაოდენობამ შეადგინა 1 707 631 ლარი, საიდანაც საკრებულოს წევრებზე გაცემულია 439 276 ლარი, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე 1 268 355 ლარი.
ჳდფჳ-ის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში პრემია გაიცემოდა საკრებულოს მხოლოდ 23 წევრზე, ხოლო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის შემდგომ, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით, ყოველთვიურად პრემია გაიცემოდა საკრებულოს 31 წევრზე. კერძოდ, საკრებულოს წევრებზე პრემიები გაიცემა საკრებულოს თავმჯდომარეზე, მის მოადგილეებზე, მუდმივი კომისიების თავმჯდომარეებზე და ფრაქციების თავმჯდომარეებზე.
საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები კი ასეთია - საკრებულოს თავმჯდომარე – 3540 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 2950 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 2850 ლარი, საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე – 2 600 ლარი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 2 600 ლარი. რაც შეეხება საკრებულოს სხვა წევრების შრომის ანაზღაურებას, ის განსხვავებული წესით რეგულირდება. მათი ანაზღაურება დამოკიდებულია მათ მიერ შესრულებულ ცალკეულ დავალებებთან და თითოეული წევრის ანაზღაურების ზღვრული მოცულობა თვეში შეადგენს 1 700 ლარს.
IDFI აქვეყნებს ინფორმაციას სამივლინებო ხარჯების შესახებაც. 2013 წლის 1 იანვრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით საკრებულოს წევრების მიერ ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით სამივლინებო ხარჯებმა შეადგინა 203 445 ლარი. ყველაზე ძვირადღირებულ ვიზიტს წარმოადგენს 2013 წლის 27 აგვისტოს ირაკლი შიხიაშვილის, გიორგი ტყემალაძის, მერაბ რაფავას და გიორგი მუსხელიშვილის ვიზიტი ჩინეთში – თითოეულ მათგანს საშუალოდ გამოეყოთ 5640 ლარი. 2013 წლის 21 მაისს შოთა ქურდაძეს, თამაზ შოშიაშვილს, კახა გურულს და გურამ კინწურაშვილს გამოეყოთ 4 471 ლარი თითოეულს საფრანგეთში სამუშაო ვიზიტისათვის.
"ჩვენ თბილისის საკრებულოდან ასევე მნოვითხოვეთ აღნიშნული სამუშაო ვიზიტების დანიშნულება, თუმცა საკრებულომ სამწუხაროდ აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავა. ამასთან, საკრებულოს მიერ ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტებზე გაწეული ხარჯები არ ჩამოუვარდება სამინისტროების მიერ აღნიშნულ პერიოდში გაწეულ ხარჯებს",-ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024