Timer.ge

IDFI მედიაში 13 დეკემბერი 2013

 

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მიმართვას უგზავნიან
12/12/2013
 
არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მიმართვას უგზავნიან
 
არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევის პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით  პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. მას "თაიმერი" უცვლელად გთავაზობთ:
 
"უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში, დღეისათვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის საბოლოო ვარიანტის შემუშავება და მისი შემდგომი განხორციელებაა. სწორედ საჯარო სამსახურის ბიუროს უფლება-მოვალეობებში შედის საჯარო სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტების შემუშავება. ამას ემატება ბიუროს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპეტენციები, განსაკუთრებით, თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციების ჩაბარება და გამოქვეყნება, საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატესტაციის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების არსებული პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ზოგადად, საჯარო სამსახურის ბიუროს ეფექტური, გამჭვირვალე და თანმიმდევრული საქმიანობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საჯარო პოლიტიკაზე.
 
2013 წლის 21 სექტემბრიდან  საჯარო სამსახურის ბიუროს აღარ ჰყავს უფროსი. უკვე რამდენიმე თვეა ბიუროს უფროსის ადგილზე მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელია დანიშნული და ჯერაც ვერ მოხერხდა ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევა. ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ბიუროს ხელმძღვანელს, პრეზიდენტის ნაცვლად, ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
 
ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, აუცილებელია, რაც შეიძლება დროულად მოხდეს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევა და მისი დანიშვნა, რომ ბიურომ შეძლოს საკუთარი მოვალეობების სათანადოდ შესრულება და აქამდე დასახული მიზნებისა და პროექტების თანმიმდევრული განხორციელება. თანაბრად მნიშვნელოვანია, აღნიშნული თანამდებობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურის მაქსიმალური ღიაობა და შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა.
 
ვთვლით, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევის დროს, უზრუნველყოს პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა წაადგება როგორც პროცესის გამჭვირვალობას, ასევე  უზრუნველყოფს შერჩევის პროცესის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობის ხარისხს.
 
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევის პროცესის დაჩქარება და მისი გამჭვირვალობა საჯარო სამსახურში დაგეგმილი რეფორმის ეფექტური და დროული განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება სახელისუფლებლო ინსტიტუტის მიერ საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესრულება", - ნათქვამია მიმართვაში.
 
მიმართვას ხელს აწერს: "ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი" (IDFI), "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო",   "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" და ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო".არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მიმართვას უგზავნიან
12-12-2013, 15:32
წაკითხულია: 162
 
არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მიმართვას უგზავნიან
 
არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევის პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით  პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. მას "თაიმერი" უცვლელად გთავაზობთ:
 
"უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში, დღეისათვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის საბოლოო ვარიანტის შემუშავება და მისი შემდგომი განხორციელებაა. სწორედ საჯარო სამსახურის ბიუროს უფლება-მოვალეობებში შედის საჯარო სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტების შემუშავება. ამას ემატება ბიუროს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპეტენციები, განსაკუთრებით, თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციების ჩაბარება და გამოქვეყნება, საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატესტაციის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების არსებული პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ზოგადად, საჯარო სამსახურის ბიუროს ეფექტური, გამჭვირვალე და თანმიმდევრული საქმიანობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საჯარო პოლიტიკაზე.
 
2013 წლის 21 სექტემბრიდან  საჯარო სამსახურის ბიუროს აღარ ჰყავს უფროსი. უკვე რამდენიმე თვეა ბიუროს უფროსის ადგილზე მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელია დანიშნული და ჯერაც ვერ მოხერხდა ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევა. ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ბიუროს ხელმძღვანელს, პრეზიდენტის ნაცვლად, ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
 
ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, აუცილებელია, რაც შეიძლება დროულად მოხდეს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევა და მისი დანიშვნა, რომ ბიურომ შეძლოს საკუთარი მოვალეობების სათანადოდ შესრულება და აქამდე დასახული მიზნებისა და პროექტების თანმიმდევრული განხორციელება. თანაბრად მნიშვნელოვანია, აღნიშნული თანამდებობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურის მაქსიმალური ღიაობა და შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა.
 
ვთვლით, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევის დროს, უზრუნველყოს პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა წაადგება როგორც პროცესის გამჭვირვალობას, ასევე  უზრუნველყოფს შერჩევის პროცესის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობის ხარისხს.
 
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევის პროცესის დაჩქარება და მისი გამჭვირვალობა საჯარო სამსახურში დაგეგმილი რეფორმის ეფექტური და დროული განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება სახელისუფლებლო ინსტიტუტის მიერ საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესრულება", - ნათქვამია მიმართვაში.
 
მიმართვას ხელს აწერს: "ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი" (IDFI), "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო",   "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" და ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო".
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის შეფასება

25.07.2024

საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისთვის - წინააღმდეგობრივი მეხსიერება

22.07.2024

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა

18.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024