News Press

IDFI მედიაში 13 დეკემბერი 2013

 

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ მინისტრს მიმართავენ
12/12/2013
 
5 არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართავს, დროულად მოახდინოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევა. არასამთავრობოთა განცხადებით, კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს.
"უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში, დღეისათვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის საბოლოო ვარიანტის შემუშავება და მისი შემდგომი განხორციელება წარმოადგენს.
სწორედ საჯარო სამსახურის ბიუროს უფლება-მოვალეობებში შედის საჯარო სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტების შემუშავება. ამას ემატება ბიუროს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპეტენციები, განსაკუთრებით, თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციების ჩაბარება და გამოქვეყნება, საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატესტაციის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების არსებული პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ზოგადად, საჯარო სამსახურის ბიუროს ეფექტური, გამჭვირვალე და თანმიმდევრული საქმიანობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საჯარო პოლიტიკაზე.
2013 წლის 21 სექტემბრიდან  საჯარო სამსახურის ბიუროს აღარ ჰყავს უფროსი. უკვე რამდენიმე თვეა ბიუროს უფროსის ადგილზე მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელია დანიშნული და ჯერაც ვერ მოხერხდა ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევა. ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ბიუროს ხელმძღვანელს, პრეზიდენტის ნაცვლად, ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, აუცილებელია, რაც შეიძლება დროულად მოხდეს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევა და მისი დანიშვნა, რომ ბიურომ შეძლოს საკუთარი მოვალეობების სათანადოდ შესრულება და აქამდე დასახული მიზნებისა და პროექტების თანმიმდევრული განხორციელება. თანაბრად მნიშვნელოვანია, აღნიშნული თანამდებობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურის მაქსიმალური ღიაობა და შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა.
ვთვლით, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევის დროს, უზრუნველყოს პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა წაადგება როგორც პროცესის გამჭვირვალობას, ასევე  უზრუნველყოფს შერჩევის პროცესის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობის ხარისხს.
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევის პროცესის დაჩქარება და მისი გამჭვირვალობა საჯარო სამსახურში დაგეგმილი რეფორმის ეფექტური და დროული განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება სახელისუფლებლო ინსტიტუტის მიერ საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესრულება," – ნათქვამია არასამთავრობოთა მიმართვაში.
 
ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი (IDFI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023