პარლამენტში გამართულ საჯარო დისკუსიაზე IDFI - ს გამგეობის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების საკანონმდებლო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით შემუშავებული წინადადებები წარმოადგინა. მან ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გადასაწყვეტად საზედამხედველო ორგანოს შექმნის ინიციატივაზე და ინფორმაციის თავისუფლების სისტემური რეფორმის გატარებაზე ისაუბრა, რაც გათვალისწინებულია ინფორმაციის თავისუფლების ახალ კანონ-პროექტში, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და რომელიც მოკლე დროში იქნება წარმოდგენილი.