netgazeti.ge

IDFI მედიაში 26 ნოემბერი 2013

რაში დახარჯა კულტურის სამინისტრომ 3 102 340 ლარი

მიშა მეფარიშვილი
26/11/2013
 
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კულტურის სამინისტრომ მიმდინარე წელს პროექტების დაფინანსება წინა წელთან შედარებით, 30%-ით შეამცირა.
 
IDFI-ს ინფორმაციით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ყველა ღონისძიების ხარჯთაღრიცხვა სრულყოფილად მიაწოდა, გარდა ილია მეორის ეპისტოლეების ინგლისურ ენაზე გამოცემაზე გაწეული ხარჯებისა. კულტურის სამინისტრომ აღნიშნული პროექტი 50 750 ლარით დააფინანსა. თუმცა სამინისტრომ IDFI-ს არ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ამ თანხის ხარჯვის შესახებ.
 
კულტურის სამინისტრომ 2013 წლის 10 თვეში, IDFI-ს მონაცემებზე დაყრდნობით, სხვადასხვა პროექტების დაფინანსებაში 3 102 340 ლარი დახარჯა. პირველ სამ თვეში დახარჯულ თანხებს შორის ყველაზე მეტი თანხა 99 550 ლარი გადაერიცხა "საქართველოს უსინათლოთა კავშირის" ცენტრის საქმიანობისთვის, 61 714 ლარი მოხმარდა ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მონაწილეობას.
 
1 აპრილიდან 8 ნოემბრამდე 2 689 992 ლარის ხარჯი გასწია. 
 
კულტურის სამინისტრო
 
 
აღნიშნული თანხა გადანაწილებულია 92 ღონისძიების დაფინანსებაზე, რომელთაგან ყველაზე დიდი -327 420 ლარი „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის“ ორგანიზებულ თელავის მუსიკალური ფესტივალის დასაფინანსებლად დაიხარჯა.
 
 
ასი ათას ლარზე მეტი სამინისტრომ შემდეგი ღონისძიებები დააფინანსა:
 
 
კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრს თელავის მუსიკალური ფესტივალისთვის 327 420 ლარი მისცა, თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრი კი  თეატრალური ფესტივალის გასამართად 190 000 ლარით დააფინანსა.
 
 
"საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდმა" პიანისტთა კონკურსის ჩატარებისთვის კულტურის სამინისტროსგან 180 000 ლარი მიიღო, "საქართველოს კულტურის პალატის" ორგანიზებული "ღამი სერენადები" კი 177 928 ლარი დაფინანსდა.
 
 
"საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია" ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობის მიღებისთვის 144 116 დაფინანსდა. 
 
 
თიანეთის კულტპარკის რეაბილიტაციისთვის, რომელსაც შპს."დ.გ ევროკომპანი" ახორციელებდა 154 000 ლარი დაიხარჯა.
 
 
ვენეციის ბიენალეზე საქართველოს წარმომადგენლობის პავილიონის მშენებლობისთვის 103 215 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები "M+B სტუდიამ" განახორციელა. 
 
 
შპს-მ "გაზეთი იბერია" ლონდონში სამი ქართველი ფოტოჟურნალისტის გამოფენის და დავით მაღრაძის ინგლისურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია მოაწყო, რაც კულტურის სამინისტროს 101 573 დაუჯდა. 
 
 
აპრილიდან ოქტომბრის თქვემდე კულტურის სამინისტრომ ყველაზე მეტი თანხა, 748 785 ლარი, თვეების მიხედვით ოქტომბერში გაიღო. 606 737 ლარი დაიხარჯა სექტემბრის თვეში, 487 450 ლარი-აგვისტოში, 237 281 ლარი - მაისში, 262 467 ლარი კი მარტში გასცა. 
 
კულტურის სამინისტროს მიერ 2013 წელს დახარჯული თანხების დიაგრამა
 
 
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით კულტურის სამინიტრომ პროექტებისთვის დახარჯული თანხების ოდენობა შეამცირა. 
 
კულტურის სამინისტრომ 2013 წლის ათი თვის მანძილზე დახარჯა სამჯერ უფრო ნაკლები თანხა, ვიდრე გასული წლის ათი თვის განმავლობაში (12 265 272 ლარი), რომლის 29% კონცერტების მოწყობას, 23% მიუზიკლის, თეატრისა და საოპერო წარმოდგენების დადგმას, ხოლო 17% ფესტივალების მოწყობას მოხმარდა. 
 
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით სახელმწიფო უწყებებიდან სისტემატურად ითხოვს ოფიციალურ ინფორმაციას. 
 
კულტურის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი 80 მილიონ ლარს შეადგენს. ამ თანხიდან 56 მილიონი ლარი, სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების ასიგნებებია. დარჩენილი თანხიდან 20 მილიონს სამინისტრო საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით ანაწილებს.
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ ახალგაზრდებისთვის კარგი მმართველობის სკოლა გამართა

24.09.2024

რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები საქართველოში - კავშირები და რეგისტრაციის თავისებურებები

17.09.2024

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

13.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024
განცხადებები

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024
ბლოგპოსტები

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024