GNSC

IDFI მედიაში 18 ოქტომბერი 2013

 

საჯარო სამსახურის ხელმძღვანელი 9 250 პირიდან, 78%-ს მამაკაცები შეადგენენ
 
2013-10-17
 
 
როგორია საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა სტატისტიკა გენდერული თვალსაზრისით?
 
ამის შესახებ, პირველ კვლევას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აქვეყნებს.
 
ზოგადი შეფასებით, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს საჯარო დაწესებულებებში, რომლებიც სპეციფიკურ ძალოვან სამსახურებს არ წარმოადგენენ, დასაქმებულ მამაკაცთა და ქალ თანამშრომელთა რაოდენობა თითქმის გათანაბრებულია, თუმცა საპირისპირო მდგომარეობაა ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულ თანამშრომელთა შემთხვევაში - ნებისმიერი ტიპის საჯარო დაწესებულებებში ხელმძღვანელ მამაკაცთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულ ქალთა რაოდენობას.
 
 
კერძოდ, IDFI-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ  საქართველოს 166 საჯარო დაწესებულებაში სულ დასაქმებულია 74 532 პირი, აქედან 71 % მამაკაცია, 29 % კი - ქალი.
 
რაც შეეხება ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა სტატისტიკურ მონაცემებს, IDFI-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულია სულ 9 250 პირი. მათგან უმრავლესობას - 78%-ს მამაკაცები შეადგენენ,  21%-ს კი - ქალები.
 
2010 წელს მიღებული „გენდერული   თანასწორობის  შესახებ   საქართველოს  კანონით“,  სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმების  თანაბარი  ხელმისაწვდომობა ორივე სქესის პირთათვის.
 
ამავე კანონით, დასაქმებისას  და შრომითი მოვალეობების შესრულებისას,  სქესის ნიშნით პირთა არათანაბარ მდგომარეობაში  ჩაყენება დასაშვებია, რაც სამუშაოს არსიდან ან მისი შესრულების სპეციფიკიდან გამომდინარეობს.
 
IDFI განმარტავს, რომ სწორედ ამის გამო, საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულებს შორის არსებული გენდერული დისბალანსია, კერძოდ, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ მამაკაცთა 66%-იანი  მაჩვენებელი ძირითადად, განპირობებულია ძალოვან სტრუქტურებში მამაკაცების სიმრავლით. მაგალითად, ისეთ დაწესებულებებში, როგორებიცაა: თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაზვერვის სამსახური და სხვა, დასაქმებულია სულ 39 637 პირი, რომელთაგან 86% მამაკაცია, ხოლო 13% - ქალი.
 
„საჯარო სამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა გენდერული ბალანსის ანალიზისას გამოჩნდა, რომ მამაკაცთა მაღალი პროცენტი ძირითადად, განპირობებული იყო ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ მამაკაცთა სიმრავლით, ხოლო არა ძალოვან სტრუქტურებში ქალთა რაოდენობა თითქმის გათანაბრებული იყო მამაკაცთა რაოდენობასთან. აღნიშნული ტენდენცია ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულ თანამშრომლების შემთხვევაში არ შეინიშნება. ხელმძღვანელ მამაკაცთა რაოდენობა, როგორც ძალოვან, ისე არა ძალოვან საჯარო დაწესებულებში, ძალიან მაღალია“,- წერია ინსტიტუტის კვლევაში.
 
“არაძალოვან” საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომლების შემთხვევაში კი, 34 872 თანამშრომლიდან მამაკაცთა რაოდენობაა 53%,  ხოლო ქალთა რაოდენობა შეადგენს 47%-ს.
 
განსხვავებული სურათია ადგილობრივი თვითმმართველობების შემთხვევაში.  IDFI-ის განმარტებით, მიუხედავად იმისა,  რომ თავისი  საქმიანობის სპეციფიკიდან  გამომდინარე გამგეობებსა და მერიას ძალოვანი სტრუქტურები არ გააჩნიათ, დასაქმებულ მამაკაცთა მაჩვენებელი 68%-ს შეადგენს და ის ქალთა რაოდენობას საგრძნობლად აღემატება. 
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024