ტელეგრაფი

IDFI მედიაში 18 ოქტომბერი 2013

 

საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ქალებს მამაკაცები სჭარბობენ
 
17/10/2013
 
  
 
არასამთავრობო ორგანიცია „IDFI“ -ს კვლევის შედეგად, საჯარო სექტორში დასაქმებულთა 71% კაცია, 29 % – ქალი. ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა რაოდენობა კი ასე გადანაწილდა – 78% კაცი, ხოლო 22% – ქალი. ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევის შედეგად, რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ასაკსა და მრავალშვილიანთა გენდერულ თანამშრომლობას ეხებოდა, დადგინდა, რომ 126 საჯარო დაწესებულების 31 207 თანამშრომელიდან 17 479 მამაკაცია და 13 728 ქალია. მონაცემების გაანგარიშებით, ირკვევა, რომ დასაქმებულ მამაკაცთა და ქალთა საშუალო ასაკი დაახლოებით ერთმანეთს უთანაბრდება და დაახლოებით 31 წელს უტოლდება. მინიმალური ასაკი შეიძლება იყოს 21 წელი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების – 18 წელი. ამავე კვლევის თანახმად, 151 საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული მამაკაცებიდან 8,9% მრავალშვილიანი მამაა, დასაქმებული ქალებიდან მხოლოდ 6,3% არის მრავალშვილიანი დედა. საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული 3 და მეტი შვილის მშობელთაგან მრავალშვილიანი დედაა 1144 , ხოლო მრავალშვილიანი მამა – 3995. დაწესებულების სახეების მიხედვით, როგორც ირკვევა, პროცენტულად ყველაზე მეტი მრავალშვილიანი მშობელი დასაქმებულია ადგილობრივ თვითმმართველობებში – 11,1 %. სამინისტროების ცენტრალურ და სახელმწიფო მინისტრების აპარატებში დასაქმებული თანამშრომლების 7,8% არის მრავალშვილიანი, სსიპ-ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში – 7,2 % , ხოლო სხვა საჯარო დაწესებულებებში – 6,8%.
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024