ლიბერალი

IDFI მედიაში 17 ოქტომბერი 2013

 

საჯარო სამსახურის 64 350 თანამშრომლიდან, 3 და მეტი შვილის მშობელი 8%-ია
 
17.10.2013
 
საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული 64 348 პირიდან 3 და მეტი შვილის მშობელი მხოლოდ 8%-ია - საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომლების შვილების რაოდენობის შესახებ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” თავის კვლევაში წერს. 
 
როგორც ირკვევა, დაწესებულების სახეების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი მრავალშვილიანი მშობელი დასაქმებულია ადგილობრივ თვითმმართველობებში  – 11 %. სამინისტროების ცენტრალურ და სახელმწიფო მინისტრების აპარატებში დასაქმებული თანამშრომლების 8%  არის მრავალშვილიანი, სსიპ-ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში – 7% , ხოლო სხვა საჯარო დაწესებულებებში – 7%.
 
საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული  3 და მეტი შვილის მშობელთაგან, მრავალშვილიანი დედაა  22% , ხოლო მრავალშვილიანი მამა – 77%.
 
151 საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული მამაკაცებიდან 9% მრავალშვილიანი მამაა, დასაქმებული ქალებიდან კი, მხოლოდ 6 პროცენტია მრავალშვილიანი დედა.
 
IDFI- ის ინფორმაციით, მრავალშვილიანობის ყველაზე მაღალი პროცენტი, როგორც მამაკაც, ასევე ქალ საჯარო მოსამსახურეთა შორის  ადგილობრივ თვითმმართველობებში (მერია, გამგეობა) ფიქსირდება.
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს ნავთობის ბაზარი და მსოფლიო აშშ-ს ტარიფების მოლოდინში

11.08.2025

ნარატივი, როგორც საზღვარი: რუსეთის ფსიქოლოგიური ოპერაციების სტრატეგიის შეფასება

08.08.2025

დამალული სასამართლო სტატისტიკა

04.08.2025

ცენტრალურ აზიამდე თუ რუსეთში? - ავტომობილების რეექსპორტის რეკორდული ზრდა

30.07.2025
განცხადებები

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

16.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024