news.ge

IDFI მედიაში 11 ოქტომბერი 2013

 

პოლიციის მიერ მოქალაქეებზე დაკისრებული ჯარიმები 70 %-ით გაიზარდა
 
 
27.09.2013
 
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გავცრელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის მიერ მოქალაქეებზე დაკისრებული ჯარიმის პროცენტული მაჩვენებელი 70 პროცენტით არის გაზრდილი. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით  IDFI განცხადებას News.ge უცვლელად გთავაზობთ:
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო ინფორმაცია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის საწყის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებულ ჯარიმათა საერთო ოდენობის  შესახებ.
როგორც ირკვევა  დროის ხსენებულ მონაკვეთში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოქალაქეებისათვის დაკისრებულია 31 106 828  ლარის ოდენობის ჯარიმა.  2011 და 2012 წლების შესაბამისი პერიოდების ანალოგიური ინფორმაცია IDFI-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო 2012 წლის აგვისტოს თვეში, რომელიც გამოიყურებოდა შემდეგნაირად: 2011 წლის 6 თვე – 21 134 952 ლარი,  2012 წლის 6  თვე – 18 276 641 ლარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ 2013 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ ჯარიმათა რაოდენობა 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 9 971 876 ლარით (47,2%-ით), ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 12 830 187 ლარით (70% -ით)",-აღნიშნულია განცხადებაში.
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პანელური დისკუსია - “ფართომასშტაბიანი აქციები სომხეთსა და საქართველოში: რა ხდება?”

22.05.2024

რუსული კანონის რეპრესიული ეფექტები

20.05.2024

ინტერვიუ “ესიმდე”-ს დამფუძნებელთან ყირგიზეთში “უცხოეთის აგენტების” კანონის შესახებ

20.05.2024

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023