The Georgian Times

IDFI მედიაში 11 ოქტომბერი 2013

 

სემეკი IDFI მიერ მის ყველაზე დახურულ უწყებად შეფასებას არ ეთანხმება 
 
მარიამ ხუნაშვილი
12.09.2013
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის შეფასებას არ ეთანხმება.აღნიშნულთან დაკავშირებით კომისია განცხადებას აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ყველა ინფორმაცია, რომელიც ექვემდებარება საჯაროობას ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, როგორც კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე კონკრეტული ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში.  
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) შეფასება, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემის მხრივ ყველაზე დახურული დაწესებულება, არ შეესაბამება სიმართლეს. საჯარო ინფორმაციის გაცემისას კომისია ხელმძღვანელობს შესაბამისი კანონმდებლობით. ყველა ინფორმაცია, რომელიც ექვემდებარება საჯაროობას ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, როგორც კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე კონკრეტული ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში. „-აღნიშნულია განცხადებაში.  
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაინტერესების შემთხვევაში კომისია გამოთქვამს მზადყოფნას გაასაჯაროოს 2012-2013 წლებში შემოსული წერილები და კომისიის მხრიდან მათზე გაცემული პასუხები. 
„კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში კომისიას შესაბამისი წერილობითი პასუხები აქვს გაცემული შემოსულ მოთხოვნებზე. (2012-2013 წლებში შემოსულია 35 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. აქედან, პასუხი გაეცა 29 მოთხოვნას). დაინტერესების შემთხვევაში კომისია გამოთქვამს მზადყოფნას გაასაჯაროოს 2012-2013 წლებში შემოსული წერილები და კომისიის მხრიდან მათზე გაცემული პასუხები."-ნათქვამია განცხადებაში. 
  
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024